თბილისი:
მანჩესტერი:
28-04-2016, 08:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3054,
კომენტარები: 22
ჟორჟე მენდეში მანჩესტერში იმყოფებოდა
პორუგალიელი სუპერაგენტი მანჩესტერს ეწვია.
ჟორჟე მენდეში მანჩესტერში იმყოფებოდა
პორტუგალიელი სუპერაგენტი, ჟორჟე მენდეში მანჩესტერში "საფეხბურთო სასტუმროს" ეწვია ზუსტად იმ დღეს, როცა მისი კლიენტი კრიშტიანუ რონალდუ "ეტიჰად სტედიუმზე" "მანჩესტერ სიტისა" და "რეალის" მატჩს ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს.

მენდეში ჟოზე მოურინიოსა და "ბენფიკას" ფეხბურთელის, რენატუ სანჩესის აგენტიც არის, ეს ორივე კლიენტი კი "იუნაიტედის" სახელს უკავშირდება.

მენდეში "საფეხბურთო სასტუმროში" "სოლფორდ სიტის" მოთამაშეებსა და მფლობელს შეხვდა. "სოლფორდი" სამშაბათს ღამით ჩრდილოეთ პრემიერ ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩში "ეშტონ იუნაიტედს" შეხვდება.

ჟორჟე მენდეში მანჩესტერში იმყოფებოდა


სინგაპურელ ბიზნესმენ პიტერ ლიმს ახლო ურთიერთობა აქვს "კლას 92-ს" წევრებთან, გარი ნევილთან, ფილ ნევილთან, რაიან გიგზთან და პოლ სქოულზთან, რომლებიც "სოლფორდის" აქციების 50%-ს ფლობენ.

ჯერჯერობით უცნობია, რა საქმიანობას ეწეოდა მენდეში მანჩესტერში.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
22 კომენტარი
№21
ავტორი: JuanMata
29 აპრილი 2016 02:54
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მოურინიოს თავგადაკლული ფანი არ ვარ, მაგრამ ვერაფრით ვხვდები ლუი ვან გაალს რატომ ანიჭებთ უპირატესობას? მოურინიოს "სვარკას" თამაშობს თურმე და ლუი რას თამაშობს? ფეხბურთი ქვია ამას?

სეზონს გადახედეთ, საათში ერთხელ ურტყამენ კარისკენ, ამაზე მეტი "სვარკა" რა არის?

მანჩესტერმა რომ ეგ ფუტბოლი გაუბეროს მანჩესტერიდან მარტო გერბი დარჩება

უკვე მასეა, დღეს მანჩესტერი ერთი საშუალო დონის გუნდია, ორიენტირებული პრაგმატულ ფეხბურთზე, ავტორიტეტი დაკარგული აქვს. ინგლისის თასის მოგება არის მაქსიმუმი რაც შეუძლია. ამ გაბანძებულ პრემიერლიგაშიც კი 4-ეულში შესვლას ვერ ახერხებს.
0
№22
ავტორი: The AnsweR
29 აპრილი 2016 03:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 55
ციტატა: SANDROGRIGA
საინტერესოა, ვნახოთ რა მოხდება

სიმეონეს სტილი და მოურინიოს სტილი რით განსხვავდება მაშინ მითხარი დაჯე მოურინის რო ჯობია თან :D :D :D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top