"მანჩესტერ იუნაიტედის" ბელგიელი ნახევარმცველი მარუან ფელაინი იტალიური "რომას" ინტერესთა სფეროში მოექცა.
ცნობილი გახდა, რომ ფელაინი გასულ "რომასა" და "ნაპოლის" შორის გამართულ შეხვედრას ესწრებოდა, მაგრამ, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ბელგიელი თვალს ადევნებდა ნაინგოლანისა და მერტენსის, რომლებიც მისი თანაგუნდელები არიან ბელგიის ნაკრებში.
იტალიური პრესა კი იტყობინება, რომ "მგლები" დაინტერესებულნი არიან მარუან ფელაინის შეძენით და მის სანაცვლოდ 15 მილიონი ფუნტის შეთავაზებას აპირებენ.
აქვე შეგახსენებთ, რომ ფელაინის აყვანა ზამთრის პერიოდში სხვა იტალიურ გუნდს, "მილანსაც" სურდა, მაგრამ საბოლოოდ იგი ინგლისში დარჩა.