თბილისი:
მანჩესტერი:
25-04-2016, 12:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2495,
კომენტარები: 27
რაიან გიგზმა ბასბის, ჩარლტონისა და ფერგიუსონის მიღწევა გაიმეორა
რაიან გიგზი მორიგი ჯილდოს მფლობელი გახდა.
რაიან გიგზმა ბასბის, ჩარლტონისა და ფერგიუსონის მიღწევა გაიმეორა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი რაიან გიგზი მიმდინარე სეზონის პროფესიონალ ფეხბურთელთა დამსახურებული ჯილდოს მფლობელი გახდა. აღნიშნულ ჯილდოს პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია ფეხბურთში დამსახურების გამო გასცემს.

"წითელი ეშმაკების" ყოფილმა ვინგერმა "ოლდ ტრაფორდზე" გატარებული 25 წლის განმავლობაში არნახული კარიერა მოიწყო და მფლობელი გახდა წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელისა და წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზისა.

გუშინ მიღებული პრიზით კი გიგზმა სერ ალექს ფერგიუსონის, სერ ბობი ჩარლტონისა და სერ მეტ ბასბის მიღწევა გაიმეორა. რაიანმა სწორედ მათ გადაუხადა მადლობა.

"ძალიან მოხარული ვარ სამივე ჯილდოს მოგების გამო; ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზი დიდი ხნის წინ იყო, შემდეგ კი წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო სიურპრიზი გამოდგა.

ჩემი დებიუტიდან 25 წელი გავიდა და ეს სწორედ კულმინაციაა, ასე რომ, ეს ჩემი, ჩემი თანაგუნდელების, შტაბის, ოჯახისა და მეგობრების აღიარებაა.

როცა ჯილდოს იღებ, თასს დახედავ და დაინახავ სახელებს, რომელთაც ის მოიგეს, მერე კი აცნობიერებ, რამდენად დიდი პატივია.

იგივეა. იმ საღამოებზე, როცა ადამიანები ამ ჯილდოს იგებდნენ, მეც ვიმყოფებოდი, ეს ადამიანები კი ფეხბურთის ლეგენდები არიან. ბედნიერი ვარ, რომ მოვიგე, ამით დავტკბები",
- განაცხადა უელსელმა.

42 წლის გიგზმა, რომელმაც "იუნაიტედის" რიგებში 963 მატჩი ჩაატარა, თავისი ყოფილი მწვრთნელი, სერ ალექს ფერგიუსონიც გაიხსენა.

"სერ ალექსი ყოველთვის მეუბნებოდა, ისიამოვნე მომენტითო. სანამ მოედანზე გახვიდოდი და ითამაშებდი, ბოლოს ყოველთვის ამას ამბობდა.

ყველაფერი, რაც ამასთან ერთად მოდის - ყოველდღიური გაუმჯობესება, ვარჯიში, მოსმენა, თავის ხელში აყვანა - მაგრამ შენი ფეხბურთით უნდა ისიამოვნო.

ასე ხდებოდა ჩემს შემთხვევაში 17 წლიდან 40 წლამდე. "ოლდ ტრაფორდზე" თამაში პრივილეგია იყო და ვცდილობდი, ამით მესიამოვნა."

წყარო: goal.com
ახალი ამბები
27 კომენტარი
№21
ავტორი: ვახო ( G G M U)
25 აპრილი 2016 21:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
გიგზი იუნაიტედის სახეა და ძალიან მინდა, რომ მწვრთნელიც ისეთივე წარმატებული იყოს როგორიც ფეხბურთელი იყო. იმედია ყველაფერი გამოუვა love
0
№22
ავტორი: Lalana
25 აპრილი 2016 22:15
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2339
ამის თქმა რატომ იცით დაიკიდებს აკადემიასოო,რომელ მის გუნდს ჰყავდა აჯადემია წესიერი?აი მითხარი რომელსს?რეალისა და ჩელსის პოლიტიკაა მასეთი,აბა თავიდან ვინ მიიუვანა ჩელსიში თუ გახსოვთ,ყვეკა ახალგაზრდა იყო,პაოლო ფერეირა,რიკარდო კარვალიო,დიდიე დროგბა,ტიაგო მენდეში.ვინ იყო მაშინ,რომელი მოხუცი თამაშობდა ჩელსიშიი?ძაან სუბიექტურები ხართ ამ კაცის მიმართ,არც პორტოში ყოლია ვარსკვლავები,მაგრამ რამოდენიმე კი გახდა ვარსკვლავი თუნდაც დეკო ავიღოთ.ბევრი რამ შეიძლება ითქვას ამ ადამიანზე,შეიძლება ბევრი მინუსიც ააქვს,მაგრამ თავის საქმის პროფესიონალია და დაამტკიცა კიდეც ეს.იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებსაც მშვენივრად გამოიყენებს და გამოცდილ ხალხსაც დაიმატებს,ისეთებს რომლებიც დააბალანსებენ გუნდს,თორემ მხოლოდ ახალგაზრდებით თამაში ვერ ნოიტანს სტაბილურობასს.
0
№23
ავტორი: RojoDiablo
26 აპრილი 2016 02:51
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: Lalana

ზოგადი წარმოდგენის მსხვერპლთა შეხედულებაა ის, რასაც ეწინააღმდეგები. მოურინიომ სულ მართლა ავტობუსები რომ გვათამაშოს, თუნდაც 2 ერთად გადაბმული და ტიტული მოგვაგებინოს, საერთოდ არ დამაინტერესებს, რა ფეხბურთი ითამაშა გუნდმა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№24
ავტორი: Lalana
26 აპრილი 2016 03:16
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2339
ციტატა: RojoDiablo

მეც ზუსტად მაგ აზრზე ვარ,ჩვენ ახლა გვჭირდება შედეგი და ეს შედეგი პოტენციალსაც აამაღლებს გუნდში და ასევე უფრო მიმზიდველი გახდება მანჩესტერი სატრანსფერო ბაზარზე და ასევე ზუსტად მაგ შედეგს მოაქვს ტიტული.როგორი პიროვნებაც არ უნდა იყოს ჩვენ ეს ნამდვილად არ გვჭირდება,მთავარი მისი საქმიანობაა და რამოდენიმე გუნდში დაგვანახა,რომ პირველივე წელს შეუძლია შედეგი დადოს.სხვების არ ვიცი,მაგრამ მე ძალიან მომენატრა ტიტული მანჩესტერის ხელში.
0
№25
ავტორი: RojoDiablo
26 აპრილი 2016 03:30

მონატრებით ყველას მოგვენატრა, მაგრამ მაქსიმალისტების ბუნებიდან გამომდინარე, ყველაფერი ერთად გვინდა. თან კარგი თამაში, თან ტიტული, თან კარგი მწვრთნელი და თანაც ეს ყველაფერი მოკლე დროში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№26
ავტორი: scholes
26 აპრილი 2016 05:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 122
დედას გეფიცები ცრემლები მომადგა..... სადარის ჩემი მანჩესტერი? სადარი როი სადარი გიგზი სადარი ბატი სადარი პოლი გიგზი სადარიი უჟმური ნევილი სადარი ტოო ბექსი? ეხლა ვის ვბალელშიკობ? გერბს და სტადიონს მარტო :( ნუ რუნი ხო მარა ეგეც არარი ის რაც უნდა იყოს. პროსტა ფერგის სკოლაა და მაინც მევასება ფერგის ვიპუსკები ფეხბურთის ხარისხს არ ვგულისხმობ პროსტა დააკვირდით კერიკი და რუნი რა დასტოინები არიან მინდორზე იმენა ფერგის სკოლაა და იმიტომ ფლეტჩერს თუ უყურებთ ხოლმე იმაზეც შეამჩნევდით .... გიგზი და სქოულზი რა დასტოინები იყვნენ? აუუუუ მაგარი იყო . დასტოინობას რო თავი დავანებოთ აი რო ვუყურებდი ხოლმე ყველას განსაკუთრებული თვისება ქონდა თამაშში გიგზი მიიღებდა ბურთს ეგრევე ელოდი რო რაღაცნაირად უბრალოდ მოატყუებდა სამ კაცს და შEაგდებდა ან მაგარ პასს გააკეთებდა აი როგორ ატყუებდა იცი თიტქოს ამხანაგური მატჩი იყო რაგაცნაირად უშუალოდ უბრალოდ არაფერი ისეთი ძაან ჩვეულებრივად )) სქოულზი მიიღებდა ეგრევე ელოდებოდი და გულში ფიქრობდი დააბრახუნე პოოლ დააბრახუნე შორიდან ან კიდე კრაიზე გადაიტანე სასწაულებრივად ეს მოლოდინი გქონდა. ბექემი მიიღებდა მიდი დევიდ თავზე გადაუგდე შორიდან მოუჭერიიიიი ან საგოლე პასი გააკეტე ნისტელროიზე სასწაული ან ოლეგუნარ სოლსკიაერზე ან იორკზე ან ენდი კოულზე მოკლედ ვისაც არ უნდა მიეღო ბურთი ყველასგან რაღაც განსაკუთრებულ პერსონალურს მოელოდი :( აი ყველა ყველაზემაგარი იყო თავის ადგილზე და იმიტომაც იყო ინგლისის ნაკრებში ოუენის გარდა და მანამდე შირერის გარდა ყველა მანჩესტერელი ))))) ლამპარდები და ჯერარდები ყავდათ ინგლისს მაგრამ სანამ სქოულზმა არ დაამთავრა სანაკრებო კარიერა ზამენაზე იჯდნენ იმიტორო 8 ნომერი იყო სქოულზი და უკონკურენტო იყო ბექემიცც იასნია ))) კაროჩე ასე იყო მეკარე სიმენი დაცვა მარცხნიდან ეშლი ჯოული ქემბელი (ტერი მაშინ არვიცოდით) ფერდინანდი ნევილი ნახევარმცველები მარცხნიდან ჯო კოული სქოულზი ბექემი და მცველების წინ ბატი. თავდასხმაში მანჩესტერელები იყვნენ რუნი შერინგემი მარა ვიდუში თავდამსხმელი ალან შირერი იყო ლეგენდა კაცი და ოუვენიც ლეგენდა კაცია ოღონდ ერთი მაჩესტერელი შეწყვილებული სულ ყავდა ))) სადაც მანჩესტერელები არ იყვნენ კიდე იმ ადგილზე იმიტომ იყო მასე რო მაჩესტერს ინგლისელები არ ყავდა თორე ეხლა გიგზს როიკინს შმეიხელს და ა.შ ვინ ამოაგდებდა ინგლისის ნაკრებში )))))) ბიჭEბო დემონსტირების გულისთვის არ ვახდენ დემონსტრირებას რო ძველი ბალელშიკივარ უბრალოდ გული მტკივა ასეთს რო ვხედავ მანჩესტერს და ისეთი რო მყავს ნანახი როოგორიც იყო ჰოდა ჩემს გულის ტკივილს ვწერ მეტი არაფერი ცოტა ამპარტავნულად თუ დავწერე რამე მაპატიეთ მე სულ სხვა მიზნით ვწერ კიდევიძახი ცრემლი მომადგა ესრომწავიკითხე იმიტომრომ გიგზი და სქოულზი უღალატო ხალხი იყვნენ
0
№27
ავტორი: Legends For Ever
26 აპრილი 2016 09:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
Legenda xar
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top