თბილისი:
მანჩესტერი:
14-10-2012, 11:42
ავტორი: sLipa ;x,
ნანახია: 2472,
კომენტარები: 22
ვიდიჩი არ ივიწყებს დაღუპულ მეგობარს
ვიდიჩი არ ივიწყებს დაღუპულ მეგობარს
ვიდიჩი არ ივიწყებს დაღუპულ მეგობარს
როგორც სერბეთის ტელეარხი B92 იტყობინება, ნემანია ვიდიჩი დაეხმარა მისი, 11 წლის წინ დაღუპული მეგობრის, ვლადიმერ დიმიტრევიჩის მამას ბელგრადში სახლსის ყიდვაში.

ნემანიამ და ვლადიმერმა ერთმანეთი ჯერ კიდევ "ცვერნა ზვეზდას" აკადემიაში გაიცნეს და გახდნენ საუკეთესო მეგობრები. დიმიტრევიჩი ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მოთამაშედ თავის ასაკში და მას დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა 2001 წლის პირველ ოქტომბერს, ერთ-ერთი ვარჯიშის ბოლოს 20 წლის ვლადიმერი უგონოდ დაეცა და გარდაიცვალა საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე. ნემანია რა თქმა უნდა ბოლომდე მასთან იყო.

ვლადიმერ დიმიტრევიჩის პატივსაცემად მის მშობლიურ ქალაქში ყოველ წელს იმართება საფეხბურთო ტურნირი. წელს ამ ტურნირის დასრულების შემდეგ ვიდიჩმა დაურეკა მეგობრის მამას და სთხოვა, რომ გაეხსნა ბანკის ანგარიში, რადგან უნდოდა ცოტაოდენი ფული გადაერიცხა მისთვის. ცოტა ხანში კი დიმიტრევიჩის ანგარიშზე 100 000 ფუნტი სტერლინგი დაირიცხა.

ნემანიამ ურჩია უფროს დიმიტრევიჩს, რომ ეყიდა სახლი ბელგრადში. მანაც ვიდიჩის საპატივცემულოდ შეიძინა სახლი №15 - ვიდიჩი ხომ ამ ნომრით ასპარეზობს მანჩესტერ იუნაიტედში.

Manutd.ru
ახალი ამბები
22 კომენტარი
№21
ავტორი: Degea1
28 თებერვალი 2013 16:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 206
magaria dzaan vida
0
№22
ავტორი: R.v.Persie20
4 მარტი 2013 11:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 17
სგ ავტორ :)
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top