თბილისი:
მანჩესტერი:
11-02-2016, 11:13
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3411,
კომენტარები: 21
მოურინიო "იუნაიტედის" ორ ფეხბურთელს გაყიდის
მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოსვლის შემთხვევაში პორტუგალიელი "იუნაიტედის" ორ ფეხბურთელს გაყიდის.
მოურინიო
Daily Mail-ის მტკიცებით, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მოსვლის შემთხვევაში ჟოზე მოურინიო ხუან მატასა და მარუან ფელაინის გაყიდის.

პრესა უკვე აქტიურად წერს, რომ სეზონის ბოლოს "წითელი ეშმაკების" რიგებს ლუი ვან გაალი დატოვებს და მას პორტუგალიელი სპეციალისტი შეცვლის.

"ჩელსის" ყოფილმა მწვრთნელმა კი "იუნაიტედის" აღმასრულებელ დირექტორ ედ ვუდვორდს უკვე ჩამოუყალიბა გუნდში მუშაობის თავისი გეგმა.

მოურინიომ გადამწყვეტი როლი ითამაშა 2014 წლის იანვარში "ჩელსიდან" მატას გაშვებაში და როგორც მოსალოდნელია, ესპანელი ფეხბურთელი არც "ოლდ ტრაფორდზე" იქნება ჟოზეს გეგმის ნაწილი.

იგივე ეხება ფელაინისაც, რომელიც "იუნაიტედში" რეგულარულ სათამაშო დროს ვერ იღებს სასტარტო შემადგენლობაში, როცა მისი კოლეგა პარტნიორები ჯანმრთელები არიან.

წყარო: goal.com
ახალი ამბები
21 კომენტარი
№21
ავტორი: Jorbe-Jorbe
12 თებერვალი 2016 22:49
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ფელაინის არ გაუშვებს. ეგეთი ხისტი ფეხბურთელები უყვარს მოუს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top