ენტონი მარსიალის ტრანსფერში ფინანსური ცვლილება შეიმჩნევა.
"მანჩესტერ იუნაიტედსა" და "მონაკოს" შორის მიღწეული შეთანხმების დეტალებზე დაკვირვებით, რომლითაც ენტონი მარსიალი "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგდა, აღმოჩნდა, რომ ფრანგის სატრანსფერო ღირებულება 80 მლნ. ევრო, ანუ 60.8 მლნ. ფუნტი სტერლინგია.
Football Leaks-მა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც დართულია კონტრაქტს, რომელსაც ლუი ვან გაალის გუნდმა მიაღწია ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, თუმცა როცა გამოცემა Goal-ი "მონაკოს" დაუკავშირდა, ფრანგულმა მხარემ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
დოკუმენტი იუწყება, რომ "იუნაიტედს" 20 წლის ფეხბურთელში უნდა გადაეხადა 50 მლნ. ევრო, რომლისგან 20 მლნ. ფრანგულ გუნდს შეთანხმების მიღწევიდან სამ დღეში გადაერიცხდებოდა, ხოლო დანარჩენი 30 მლნ. 2016 წლის 1 ივლისამდე.
იმ შემთხვევაში, თუ მარსიალი სეზონში 25 ისეთ მატჩს ჩაატარებდა, რომელშიც მინიმუმ 45 წუთს გაატარებდა მოედანზე, "მონაკო" დამატებით 10 მლნ. ევროს მიიღებდა. კიდევ ერთი 10 მლნ. ევრო "მონაკოს" იმ შემთხვევაში გადაერიცხება, თუ მარსიალი სეზონში 25 გოლს გაიტანს, ხოლო თუ "ოლდ ტრაფორდზე" ასპარეზობის დროს "ოქროს ბურთის" ნომინანტი გახდება, კიდევ ერთი 10 მლნ. ევროს გადახდა მოუწევს "იუნაიტედს".
"იუნაიტედი" "მონაკოს" თანხის ნაწილს იმ შემთხვევაშიც გადაუხდის, თუკი მარსიალს სხვა კლუბში 60 მლნ. ევროზე მეტად გაყიდის.
წყარო:
goal.com