თბილისი:
მანჩესტერი:
3-01-2013, 00:33
ავტორი: Hernandez,
ნანახია: 2824,
კომენტარები: 26
Daily Star: გვარდიოლამ მანჩესტერი აირჩია!
Daily Star: გვარდიოლამ მანჩესტერი აირჩია!
Daily Star: გვარდიოლამ მანჩესტერი აირჩია!
ზამთრის პაუზა და სატრანსფერო პერიოდი მწვრთნელებსაც შეეხო და კიდევ შეეხებათ. ამ მასალაში ერთერთი მწვრთნელის ამბავი უნდა გაცნობოთ. მათგან ერთმა, რომელიც ფეხბურთში აღებული პაუზის მიუხედავად, კარგა ხანია ყურადღების ცენტრშია, არჩევანი გააკეთა

"ბარსელონას" ყოფილი თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა, რომელმაც კატალონელთა გუნდის მწვრთნელობისას, ყველა საკლუბო ტიტული მოიგო, პაუზას ზაფხულში დასრულებს და ფეხბურთში დაბრუნდება. გვარდიოლას ახლო მეგობარი ჩიკი ბეგირისტაინი შეხვდა და "მანჩესტერ სიტიში" მუშაობა შესთავაზა, მაგრამ პეპისგან უარი მიიღო. ცნობისათვის, ბეგირისტაინი, რომელიც ამჟამად "მანჩესტერ სიტის" სპორტული დირექტორია, "ბარსელონაშიც" იგივე ფუნქციას ასრულებდა და კატალონელთა გუნდის მთავარ მწვრთნელად გვარდიოლას დამტკიცება, სწორედ მის ინიციატივა იყო. ჩიკი ბეგირისტაინი გვარდიოლასგან უარის მიღებას არ ელოდა, მაგრამ, პეპმა ადრე მიღებული გადაწყვეტილება არ შეცვალა.

ბოლო თვეების განმავლობაში პეპ გვარდიოლა და ალექს ფერგიუსონი სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ფერგიუსონი სამწვრთნელო კარიერის დასრულებას გეგმავს და მის ნაცვლად "მანჩესტერის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა გახდება, ეს უკვე ორმხრივად შეთანხმებული და გადაწყვეტილი საკითხია. უფრო მეტიც, თუ ფერგიუსონი ამ სეზონის დასრულების შემდეგაც დარჩება გუნდის თავკაცის პოსტზე, გვარდიოლა თანახმაა, რამდენიც საჭიროა, იმდენი მოიცადოს და შემდეგ დაიკავოს "მანჩესტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტი. გადაწყვეტილია ისიც, რომ პეპ გვარდიოლა "მანჩესტერთან" 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს - ეს სენსაციური ინფორმაცია ბრიტანულმა Daily Star-მა გამოაქვეყნა.

წყარო: dailystar.co.uk
სიახლეები
26 კომენტარი
№21
ავტორი: VaRdo
3 იანვარი 2013 17:26
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მთელი 1 წელია მოიეს გავყვირი და დავიღალე რა : ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№22
ავტორი: TrueRed
3 იანვარი 2013 19:39
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
ფერგმ უნდა აირჩიოს თავისი შემცვლელი smile მე პირადად მოიესი მინდა მაგრად ძაან მაგარი სპეციალისტია და თუ მოიესი არა მაშინ კლოპი მაგრამ ბაბუ ჯერ არა მგონია წავიდეს კიდე მინიმუმ 3 წელი მაინც დარჩება
0
№23
ავტორი: Shako Jones
3 იანვარი 2013 19:43
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ფერგი ერთი 3 წელი რჩება და ისწავლე უფრო მეტი გვარდი და მერე მოდი lol 3d_2
0
№24
ავტორი: love united
3 იანვარი 2013 22:26
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
Lado Ghonghadze
მოიესს ის პლიუსი აქვს რომ უკვე მაგრად იცნობს EPL-ს,მაგრამ ევროტურნირებზე უფრო გამოვდილი კლოპია...ოირე მაგრად მევასება მე...
0
№25
ავტორი: buka oboladze
4 იანვარი 2013 03:28
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
გუარდიოლა ყველაზე მაგარი ვარიანტია რა, კლოპი დორტმუნდიდან არ წავა 100% დარწმუნებული ვარ და მოიესი კიდე როგორც love united მა თქვა თავის წვალებით აწყობილ ევერტონს არ დატოვებს, გუარდიოლა კიდე საუკეთესო ვარიანტია,მაგრამ ის ვერ გავიგე ფერგი ამბობს არ ვაპირებ არსად წასვლასო ამან კიდე უკვე საფხულში მოვდივარო და ამათ ცენზურაში ხომ არააქვთ???
0
№26
ავტორი: Vodafone
4 იანვარი 2013 18:59
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ჯერ ჯანზეა ბაბუ და გვარდიოლას კანდიდატურა დიდად არ მიტაცებს მე. გაუჭირდება ინგლისურ ფეხბურთზე შეგუება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top