თბილისი:
მანჩესტერი:
29-10-2015, 23:56
ავტორი: A.HERRERA,
ნანახია: 3562,
კომენტარები: 21
დი მარია: "იუნაიტედში" გადასვლა არასდროს მსურდა"
დი მარიამ "იუნაიტედში" არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
დი მარია:
"პსჟ"–ს არგენტინელმა ნახევარმცველმა, ანხელ დი მარიამ განაცხადა, რომ მას არასდროს სურდა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა და მადრიდის "რეალის" დატოვების შემთხვევაში იგი პარიზში გადასვლას ანიჭებდა უპირატესობას.

"ჩემი სურვილი ყოველთვის მადრიდის "რეალში" დარჩენა იყო. ნამდვილად არ ვიცი რა მოხდა კონტრაქტთან დაკავშირებით, თუმცა ამ ყველაფერმა ჩემს მომავალზე იქონია გავლენა, რაც ხშირად ხდება ფეხბურთში".

კითხვაზე, თუ რატომ გადაიქცა მისი "იუნაიტედში" გადასვლა კოშმარად, მან შემდეგი განცხადება გააკეთა: "მე ძალიან კარგად დავიწყე, თუმცა შემდეგ, კლუბში მყოფ ადამიანებთან უთანხმოება და პრობლემები გაჩნდა, ამიტომ ხშირად სათადარიგოთა სკამზე ვხვდებოდი, შემდეგ კი ჩემი სახლი გაძარცვეს. ამ ყველაფერმა სურვილი გამიჩინა წავსულიყავი რაც შეიძლებოდა სწრაფად."

არგენტინელმა დაამატა, რომ ფინანსურმა "ფეარ ფლეიმ" მას "პსჟ"–ში გადასვლაში ხელი შეუშალა და იძულებული გახადა "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგებულიყო.

"ჩემი "პსჟ"–ში გადასვლა შესაძლებელი გახდა ამ ზაფხულს, რადგან აღარ არსებობდა არავითარი ფინანსური პრობლემები წინა ზაფხულის მსგავსად. ამ ზაფხულს მე მქონდა შანსი გადავსულიყავი პარიზში, რაზეც უარი აღარ ვთქვი" – აცხადებს დი მარია Marca–სთან ინტერვიუში.

წყარო: zapsportz.com
ინტერვიუები
21 კომენტარი
№21
ავტორი: The Special One
31 ოქტომბერი 2015 17:01
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
"ფული ჯოჯოხეთს ანათებს" winked
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top