არაერთხელ დაიწერა პრესაში ჭორები იმის შესახებ თუ სად გააგრძელებს თავის სამწვრთნელო კარიერას პეპ გუარდიოლა. ბოლო ინფორმაციით,რომელიც The Daily Star Sunday-მა გაავრცელა პეპ გვარდიოლამ უარი განუცხადა სიტის,რომელიც რამდენიმე თვის წინ მზად იყო შეთავაზება გაეკეთებინა 41 წლის სპეციალისთვისთვის,მაგრამ თვითონ გუარდიოლამ სიტის იუნაიტედი არჩია.
ასევე გავრცელდა ხმები,რომ თუ სერ ალექს ფერგიუსონი ამ ზაფხულს არ წავა საფეხბურთო სამყაროდან მაშინ პეპ გუარდიოლა მზადაა მოითმინოს და დაელოდოს თუ როდის წავა სერ ალექსი,რომ შემდგომ დაიკავოს მისი ადგილი.
პეპ გუარდიოლამ უკვე დაამტკიცა,რომ მას ფული არ აინტერესებს,რომელსაც მანჩესტერ სიტი მას სთავაზობდა,არამედ ის ძალიან მოხიბლულია იუნაიტედის პროექტით და თვითონ ამ კლუბით,რასაც მისი და სერ ალექსის ბოლო თვეში 3 შეხვედრაც ადასტურებს.
მესამე შეხვედრის შემდეგ The Daily Star Sunday-მ გაავრცელა ინფორმაცია,რომ შესაძლოა გუარდიოლამ მანჩესტერ იუნაიტედთან 3 წლიან კონტრაქტს მოაწეროს ხელი.გარდა ამისა, გვარდიოლა “ოლდ ტრაფორდზე” ორ თანაშემწესა და სამ მწვრთნელს წაიყვანს, რომლებიც ახალგაზრდულ გუნდს ჩაიბარებენ.