"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა, პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ გუნდი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე თავდამსხმელს შეიძენს.
ჟურნალისტებთან შეხვედრისას ჰოლანიდელმა სპეციალისტმა ბევრი კთხვა მიიღო გუნდის მორიგ შესაძლო შენაძენის შესახებ.
"ის პროცესშია" - განაცხადა ბოსმა. "ეს არ არის თავდამსხმელი, რომელზეც მედია წერდა. უნდა დაიცადოთ და ნახოთ. სატრანსფერო პერიოდი პირველ სექტემბრმდე გრძელდება, ამიტომ მოცდა მოგიწევთ."
მენეჯრმა ასევე უპასუხა სერხიო რამოსის ტრანსფერთან დაკავშირებულ კითხვებს. "ამ ჭორებზე საუბარი არ შემიძლია. უკვე ბევრ პრეს-კონფერენციაზე განვაცხადე, რომ ეს ყველაფერი პროცესია. შეიძლება, რამოსიც არის ამ პროცესში - ზუსტად არასდროს იცი."
ამ შეხვედრის დროს ვან გაალმა დაადასტურა, რომ დავიდ დე ხეა და ანტონიო ვალენსია "სან ხოსე ერთქუეიქთან" შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.