"მანჩესტერ იუნაიტედმა" როგორც იქნა დაასრულა მორგან შნეიდერლინის ტრანსფერი და მოხარულები ვართ რომ ეს ინფორმაცია გაცნობოთ. მორგანმა კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, გახანგრძლივების საშუალებით.
შნეიდერლინი, რომელიც 25 წლისაა, "საუთჰემპტონის" ღირსებას 2008 წლიდან იცავს და 253 შეხვედრის ჩატარებაც მოახერხა, თავის გამოჩენა კი 15-ჯერ შეძლო. იგი საფრანგეთის ნაკრების წევრიც გახლავთ და ეროვნული გუნდის ფორმა 9-ჯერ აქვს მორგებული.
მორგან შნეიდერლინი: "უბედნიერესი ვარ, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედის" მოთამაშე მქვია. მას შემდეგ რაც გავიგე, რომ ჩემით "იუნაიტედი" ინტერესდებოდა ძალიან ადვილი გახდა გადაწყვეტილების მიღება. 7 წელი გავატარე ჩემს ყოფილ კლუბში და დიდი სიამოვნება მივიღე თითოეული დღით, "საუთჰემტონი" ყოველთვის ჩემს გულში იქნება. როდესაც გაქვს შანსი, გახდე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდის წევრი დაუყოვნებლივ უნდა გამოიყენო ის.
მიხარია, რომ წინასასეზონო ტურნეში მივიღებ მონაწილეობას. ვიცი თუ რას ნიშნავს "მანჩესტერ იუნაიტედი" გულშემატკივართათვის და ამ გუნდს ქომაგები მთელს მსოფლიოში ჰყავს."
ლუი ვან გაალი: "მორგანი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, ენერგიით სავსე და ბევრი შესაძლებლობებით. ვფიქრობ მისი შეძენა ძალიან სასიხარულო ამბავია, რადგან თუკი მორგანს დავამატებთ იმ რესურსს, რაც უკვე გუნდშია მივიღებთ ძალიან მძლავრ შემადგენლობას. შტატების ტურნე ძალიან წაადგება როგორც მორგანს ისე მთლიანად გუნდს, იმედი მაქვს სეზონის სტარტისთვის იდეალურ ფორმაში ვიქნებით და ეს შედეგებზეც აისახება.