"Boxing Day" დაიწყო და გუნდებიც ფორმის პიკს აღწევენ! სანახაობრივი, უხვგოლიანი, დაძაბული და კვლავაც "ქამ ბექებით" დატვირთული გამოდგა "იუნაიტედის" შეხვედრა "ნიუკასლთან"! 3_ჯერ იგებდნენ სტუმრები შეხვედრას, მაგრამ სამივეჯერ ვერ შეინარჩუნეს უპირატესობა, ბოლოს კი 90 წუთზე ჩიჩარიტომ საბოლოო წერტილი დაუსვა შეხვედრას და 4:3 დააფიქსირა ტაბლოზე. ხასიათზე მოვიდა ლონდონის "ჩელსიც" რომელმაც ზედიზედ მე_3 გამარჯვება მოიპოვა და მე_2 ადგილოსან სიტის წამოეწია და ორთაბრძოლა პირველობისთვის სამ გუნდიანი ხდება ისევ. კვლავ არასტაბილურია "მერსისაიდული" გუნდი და სტოკში 3:1 დათმეს და საუკეთესო ოთხეუსლაც საბოლოდ ჩამოშორდნენ. მაშ ასე ახლა კი გადავიდეთ "ნომინაცია ტურის საუკეთესოს" გამოსავლენად!
ნომინაცია "ტურის საუკეთესო" მატჩი
"მანჩესტერი" 4:3 "ნიუკასლი"
ნომინაცია "ტურის საუკეთესო" გუნდი
"მანჩესტერ იუნაიტედი"
ნომინაცია "ტურის საუკეთესო" ფეხბურთელი
Gareth Bale
ნომინაცია "ტურის საუკეთესო" გოლი
Matta
ნომინაცია "ტურის ყველაზე სწრაფი" გოლი
James Perch 4' წუთი
ნომინაცია "ტურის საუკეთესო მწვრთვნელი"
Tony Pulis
"ტურის იმედგაცრუება"
"ლივერპული"
ტურის იმედგაცრუებად რაღათქმა უნდა "ლივერპული" დასახელდა. ალბათ ყველაზე ოპტიმისტ "ლივერპულის" გულშემატკივარსაც აღარ ექნება იმის იმედი, რომ წელს მაინც შეძლებს ეს გუნდი საუკეთესო ოთხეულში მოხვედრას. თავიდან შეხვედრა აქტიურად დაიწყეს "მერსისაიდელებმა" და სწრაფი 11 მეტრიანიც მოჰყვა, რომელიც გოლად გუნდის ლიდერმა და კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა აქცია. 0:1 მაგრამ ეს დაწინაურება წუთიერი გამოდგა ვინაიდან სწრაფადვე მოახერხა სტოკმა ანგარიშის გათანაბრება და შემდგომ დაწინაურება. საბოლოოდ კი ანგარიში 3:1 მორჩა "სტოკის" სასარგებლოდ და "ლივერპულს" კუთვნილი მე_10 ადგილი მიუჩინა!
ტურის მოულოდნელობა
"მანჩესტერ სიტი"
შარშანდელი ჩემპიონი წლევანდელ წელს ძალზედ ცუდ შედეგს აჩვენებს. წინა ტურში ბოლო წუთზე მოგებული შეხვედრის შემდეგ "სანდერლენდთან" გასვლაზე აუცილებელი 3 ქულა ესაჭიროებოდა ვინაიდან ამ პერიოდში ქულების დაკარგვა ტრაგედიის ტოლფასია. ეს იცოდა "სიტიმ" და ეს იცოდა მანჩინიმ, მაგრამ ვერ მაოხერხეს მასპინძლების გატეხვა და 1:0 დამარცხდნენ. ბევრი ნიჩიას ვარაუდობდა ამ შეხვედრას ბევრიც ორიანს, მაგრამ წაგებას რთულად თუ ვინმე წარმოიდგენდა. საბოლოოდ "სიტი" მდევრის როლში იქნება შობამდე და ძალზედ გაირთულა ცხრილში საქმე. "იუნაიტედმა" 7 ქულით გაასწრო და "ჩელსიც" წამოეწია რომელსაც მხოლოდ 4 ქულას უგებს მაგრამ იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ "არისტოკრატებს" ერთი თამაშით ნაკლები აქვთ მივხვდებით, რომ შეიძლება სულ მალე მე_2 ადგილოსანი შეიცვალოს!
საინტერესო ფაქტები
1) "იუნაიტედმა" წლევანდელ სეზონში ყველაზე ბევრი 8 ქამ ბექი გააკეთა რაც მსგავსი შედეგი "პრემიერ ლიგის" არცერთ გუნდს არ აქვს. Come Back Kings! სწორედ ასე მოიხსენიებენ დღეს იუნაიტედს მსოფლიოს მაშტაბით!
2) მე_19 ტურში ჩატარებულ 9 შეხვედრაში სულ 25 ბურთი გავიდა. აქედან 13 სტუმრებმა გაიტანეს ხოლო 12 მასპინძლებმა.
3) რობინ ვან პერსის მიერ გატანილი გოლი "ნიუკასლის" კარში გამოდგა რიგით მე_13 და კვლავ გაუთანაბრდა "სუონის" ფორვარდ მიჩუს.
4) სულ მსაჯებმა მე_19 ტურში 28 ყვითელი ბარათი უჩვენეს ფეხბურთელებს და არცერთი წითელი ბარათი.
5) "პრემიერ ლიგის" მე_19 ტურში 25 გატანილი გოლიდან 2 ავტოგოლი იყო!
6) 19 ტურში ჩატარებული 9 შეხვედრიდან, 3 სტუმრებმა მოიგეს, 4 მასპინძლებმა ხოლო 2 შეხვედრ ფრედ დასრულდა.
7) ამ ტურში მხოლოდ 1 დუბლი და 1 ჰეტ_ტრიკი დაფიქსირდა. (Jonathan Walters დუბლი და Gareth Bale ჰეტ_ტრიკი )
8) ჩატარებული 9 შეხვედრიდან მხოლოდ 1 შეხვედრა დასრულდა ნულოვანი ფრით, "რედინგი" - "სუონსი"! ხოლო დარჩენილი 8 შეხვედრაში მყოფი 16 გუნდიდან 3 გუნდმა ვერ მაოხერხა გოლის გატანა. ( სიტი, ასტონ ვილა,ნორვიჩი )
9) "მანჩესტერი" მე_7 ტურია ზედიზედ რაც პირველ ადგილზეა და წლევანდელი "ჩელსის" შედეგი გაიმეორა და მინიმუმ 2 შეხვედრა კვლავ პირველ ადგიზლე იქნება რაც 9 ტურს ნიშნავს!
10) 7 ქულიანი სხვაობა პირველ და მეორე ადგილოსანს შორის წლევანდელ სეზონში პირველად დაფიქსირდა რაც არაა პატარა ფორა!
"ფოტო განწყობისთვის"
სინოპტიკოსები ინგლისში ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ. მთვარეც ისეთი ცუდია,რომ შესაძლოა ყინვებმა მაისამდე გასტანოს. ამწუთას ინგლისში -7 გრადუსი ფიქსირდება!
უკომენტაროდ!
ვინ არის ქამ ბექების მეფე? მართალია! ეს იუნაიტედია!