თბილისი:
მანჩესტერი:
13-10-2012, 11:45
ავტორი: R.v.Persie,
ნანახია: 3087,
კომენტარები: 23
მანჩესტერელები ნაკრებებში
მანჩესტერელები გამოვიდნენ საკუთარი ნაკრებების მაისურით მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევის ჯგუფურ ეტაპზე და ბევრი რამით დაგვამახსოვრეს თავი.
მანჩესტერელები ნაკრებებში
ამ სტატისტიკაში შემოგთავზებთ გუშინ ჩატარებული შეხვერდრების მიხედვით იუნაიტედის ფეხბურთელების სტატისტიკებს.

მანჩესტერელები ნაკრებებში

პირველ რიგში რა საკვირველია უნდა აღვნიშნოთ ინგლისის ნაკრების კარგი თამაში, რომელშიც უდიდესი წვლისი შეიტანეს იუნაიტედის ფეხბურთელება. მანჩესტერ იუნაიტედისა და ინგლისის ნაკრების ათიანი გუშინ მოედანზე კაპიტნის სამკლაურით გამოვიდა და განსაკუთრებით მოტივირებული იყო. უეინ რუნიმ დუბლის შესრულება მოახერხა. მან 35 წუთზე შეძლო პენალტის გატანა და გახსნა ანგარიში. 70 წუთზე კი აარონ ლენონის პასით შესანიშნავი გოლი გაიტანა.

მანჩესტერელები ნაკრებებში

სან მარინოსთან დაპირისპირებაში გამოირჩეოდა იუნაიტედის ახალგაზრდა ფეხბურთელი დენი უელბეკი. მანაც, რუნის მსგავსად დუბლის გაფორმება მოახერხა. ძალიან ეფექტური იყო მისი პირველი გოლი, რომელიც მან ქუსლით გაიტანა. საერთო ჯამში, ის ძალიან აქტიური იყო და დიდი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში.

მანჩესტერელები ნაკრებებში

ტომ კლევერლის მუხტი თამაშიდან თამაშზე გადაეცამა და სულ უფრო და უფრო კარგად თამაშობს. მასზე გატანილმა გოლებმა ძალზედ იმოქმედა და ახალი სუნთქვა გაუხსნა ამ ახალგაზრდა ფეხბურთელს. სან მარინოსთან კლევერლი შესანიშნავად ანკონტროლებდა თამაშს და პასებსაც კარგად ანაწილებდა. მან გუშინ თავისი 2 ასისტით დაგვამახსოვრა თავი.

მანჩესტერელები ნაკრებებში

გუშინდელი მატჩი ძალზედ წარუმატებლად და უიღბლოდ წარიმართა მაიკ ქერიქისთვის. ის ძალიან მონდომებული იყო და არაეთხელ მიეცა გოლის გატანის შანსი, თუმცა ყველაზე სახიფათო იყო, როცა უძლიერესი დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხამ აისხლიტა.

მანჩესტერელები ნაკრებებში

დიდი ხნის შესვენების შემდეგ ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა და პირველი მატჩი გამართა დარენ ფლეტჩერმა. მან გუშინ უელსის წინააღმდეგ ჩაატარა მატჩი. შოტლანდიელებისთვის მატჩი კარგად დაიწყო და გოლის გატანაც მოახერხეს, თუმცა თამაშის ბოლო ათ წუთში გარეტ ბეილის მიერ შესრულებული დუბლის შემდეგ დამარცხდნენ.

მანჩესტერელები ნაკრებებში

იუანიტედის პორტუგალიელი ლეგიონერის, ლუის ნანის ნაკრები რუსეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა და 1-0 დამარცხდა. ნანი მთელი 90 წუთი დაჰყო მოედანზე მაგრამ ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლო. მართალია ფლანგებზე აქტიურობდა და ცდილობდა ხიფათი შეექმნა, თუმცა რუსები მას სწრაფადვე ანეიტრალებდნენ. მან ვერ ითამაშა კარგად რის გამოც დაბალი შეფასება მიიღო.

მანჩესტერელები ნაკრებებში

იუნაიტედისა და მექსიკის ნაკრების 14 ნომერი ხავიერ ერნანდესი კვლავ შეუჩერებელია ნაკრებში და კიდევ შეძლო თავისი გულშემატკივარი გაეხარებინა და გიანას კარში მოახერხა გოლის გატანა და საგოლე პასი გააკეთა. უკვე მიჯრით რამდენიმე მატჩია ჩიჩარიტოს გოლები გააქ და მექსისკის ნაკრების მთავარ დამრტყმელ ძალად ითვლება.

მანჩესტერელები ნაკრებებში

დავიდ დე ჰეამ მისი მორიგი მატჩი ჩაატარა ესპანეთის U21 ნაჯრებში, რომელიც მონაწილეობს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფურ ეტაპზე. ესპანეთი დანიას შეხვდნენ და გაანადგურეს მეტოქე. რაც მნიშვნელოვანია დე ჰეამ კარის სუფთად შესანხვა შეძლო და გუნდმა მშრალი ანგარიშით 5-0 გაიმარჯვა.

მანჩესტერელები ნაკრებებში

იუნაიტედის იაპონელმა ნახევარმველმა შინჯი ჯაგავამ ითამაშა თავისი ნაკრების შემადგენლობაში და საფრანგეთს დაუპირისპირდა. მატჩი ძალზედ დაძაბული აღმოჩნდა. კაგავამ შესანიშნავად ითამაშა. 88 წუთზე სწორედ მან შეძლო გოლის გატანა ნაგატომოს პასის შემდეგ და თავის ნაკრებს გამაჯვება მოუტანა.

ძალზედ სამწუხაროა ასევე ის ფაქტი, რომ ანტონიო ვალენსიამ და რობინ ვან პერსიმ ვერ შეძლეს მონაწილეობა მიეღოთ თავიანთი ნაკრებების წარმატებაში. ეკვადორის ნაკრებმა ვალენსიას გარეშე ითამაშა და მოახერხა გამრჯვების მოპოვება. მათ 3-1 ჩილე დაამარცხეს. გაურკვეველია თუ რატო არ თამაშობდა იუნაიტედის გარემარბი. რობინ ვან პერსიმ კი მწვრთნელის გადაწყვეტილებისსამებრ ვერ შეძლო თამაში, რამეთუ ლუი ვან გაალმა გადაწყვიტა დამქანცევლი ორი კვირის შემდეგ ფეხბურთელისთვის მიეცა ცოტაოდენი დრო დასვენებისთვის.

R.v.Persie_ს მიერ მომზადებული სტატისტიკა WwW.Redarmy.Ge_ს
ახალი ამბები
23 კომენტარი
№21
ავტორი: Game Face
13 ოქტომბერი 2012 15:23
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 66
კარგიააა
0
№22
ავტორი: Ví Ví
14 ოქტომბერი 2012 21:56
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
რაფაელის დიდი იმედი მაქ ბრაზილიაში
0
№23
ავტორი: TrueRed
26 თებერვალი 2013 21:50
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
რაფა <3
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top