თბილისი:
მანჩესტერი:
29-01-2015, 09:55
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2483,
კომენტარები: 21
ვალენსია ახალწვეულების შესახებ
ანტონიო ვალენსია როხოს, დი მარიასა და ფალკაოს შესახებ.
ვალენსია ახალწვეულების შესახებ
ანტონიო ვალენსიას თქმით, "მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ ზაფხულში შეძენილი ფეხბურთელები, რადამელ ფალკაო, მარკოს როხო და ანხელ დი მარია გუნდს კარგად შეეწყვენ.

არგენტინელები "იუნაიტედს" მუდმივი კონტრაქტით შეუერთდნენ და თავის დამკვიდრებაც მოახერხეს.

კოლუმბიელი ფორვარდი კი, რომელიც "იუნაიტედში" "მონაკოდან" იჯარის წესით გადმოვიდა, ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებს პრემიერ ლიგაში ჩვეული თამაშის ჩვენებას - მის ანგარიშზე მხოლოდ სამი გოლია.

ასეთ შედეგებს კი სპეკულაციები მოჰყვა, თითქოს "წითელი ეშმაკები" 28 წლის ფორვარდს არ შეიძენენ.

თუმცა, ვალენსია აცხადებს, რომ ჭორები ფალკაოზე გავლენას ვერ ახდენს და როხოსა და ანხელთან ერთად თავს ისიც კარგად გრძნობს.

"ანხელი, როხო და ფალკაო საოცარი ადამიანები არიან. თითოეული მათგანი მალე შეეგუა ჯგუფს და ვფიქრობ, აქ ცხოვრებისგან სიამოვნებას იღებენ.

შესანიშნავი გუნდი გვყავს. ერთმანეთს კარგად ვეწყობით - ატმოსფეროც დიდებულია, თუმცა ეს ყოველთვის ასე იყო."
- განაცხადა ვალენსიამ.

წყარო: express.co.uk
ინტერვიუები
21 კომენტარი
№21
ავტორი: GeorgeBest
29 იანვარი 2015 21:27
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
შესანიშნავი გუნდი გვყავს. ერთმანეთს კარგად ვეწყობით - ატმოსფეროც დიდებულია, თუმცა ეს ყოველთვის ასე იყო


ერთმანეთის შეწყობაში უკან პასი და თამაშის მერე ჯიგრულად ჩაჯდომა იგულისხმა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top