ფერგიუსონი და გვარდიოლა მესამედ შეხვდნენ ერთმანეთს ნიუ- იორკში.
ამ კვირაში „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი კიდევ ერთხელ გაესაუბრა პეპ გვარდიოლას ნიუ-იორკში.
„ბარსელონას“ ყოფილ მწვრთნელს კიდევ არ გადაუწყვეტია თუ სად გააგრძელებს თავის საქმიანობას.ერთ-ერთი ვარიანტია „მანჩესტერ იუნაიტედი“.
ეს შეხვედრა ნიუ-იორკში მესამე იყო სერ ალექს ფერგიუსონსა და გვარდიოლას შორის.ჯერჯერობით უცნობია გააგრძელებს თუ არა შოტლანდიელი მწვრთელი თავის საქმიანობას „იუნაიტედთან“ სეზონის დასასრულამდე.
The Sun გვამცნობებს რომ გვარდიოლა თავად არის დაინტერესებული იმუშაოს „ოლდ ტრაფორდზე“,მიუხედავად იმისა რომ მას ინტერესები აქვს „ჩელსის“ და „ბაიერნის“ მიმართ.