დასრულდა "პრემიერ ლიგის" 17 ტური. "იუნაიტედი" კვლავ 6 ქულიანი ჰანდიკაპით სარგებლობს თანაქალაქელებთან. ლონდონურმა გუნდებმა "არსნეალმა" და "ტოტენჰემმა" აქტივში 3 ქულა ჩაიწერეს და საუკეთესო ოთხეულს მიუახლოვდნენ. ასევე 17 ტურის შემდეგ პირველი მოგება როგორც იქნა გაიფრომეს ჰარი რედნაპის შეგირდებმა და აქტივშიც შესაბამსიად პირველი 3 ქულა ჩაიწერს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "პრემიერ ლიგაში" ერთადერთი გუნდი რომელსაც ჯერ ფრედ თამაში არ უთამაშია ეს "მანჩესტერ იუნაიტედია" და კვლავ ნოლიანი წერია გრაფაში.
ნომინაცია "ტურის საუკეთესო" გოლი.
Adel Taarabt
ნომინაცია "ტურის საუკეთესო" მატჩი
ნიუკასლი 1:3 მანჩესტერ სიტი
ნომინაცია "ტურის საუკეთესო" გუნდი
"არსენალი"
ტურის იმედგაცრუება
"ლივერპული"
ბოლო პერიოდში "ლივერპულმა" საგრძნობლად მოუმატა და წაუგებელი სერიაც "გამოაცხო". აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ასტონ ვილასთან მატჩამდე ბოლო 10 შეხვედრით ლივერპული სატურნირო ცხრილში მე_3 პოზიციას იკავებდა მანჩესტერული გუნდების შემდეგ. ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ "მერსისაიდელები" უპრობლენოდ დაამარცხებდნენ ცუდ ფორმაში მყოფ "ასტონ ვილას," მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. 1:3! სწორედ ამ ანგარიშით დამარცხდა "ლივერპული" და უდაოდ ტურის იმედგაცრუებათაც მოინათლა.აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 87 წუთამდე 0:3 იყო და დიდი იყო იმის ალბათობაც რომ 0:4 გამხდარიყო და გამანადგურებელი ანგარიშით მორჩენილიყო თამაში, მაგრამ მეტოქე გუნდის ფეხბურთელები გადამწყვეტ მომენტში ხეირიანად ვერ გამოიყურებოდნენ და საბოლოდ 1:3 დამთავრდა და ლივერპულიც ოთხეულ უფრო ჩამოშორდა.
ტურის მოულოდნელობა
"ქუინს პარკ რეინჯერსი"
17 ტურში სენსაციური და გასაკვირვებელი შედეგი არცერთ შეხვედრაში არ დაფიქსირებულა, მაგრამ მაინც გასაკვირია "ქუინს პარკ რეინჯერსის" ძლივს მოგებული შეხვედრა. მე_16 ტურამდე ამ გუნდს მოგების გრაფაში 0 ეწერა და კითხვა თუ როდის მოახერხება 3 ქულის აქტივში ჩაწერას "ფულემთან" მატჩში გაეცა. ასე და ამგავრად ინგლიში სუყველა გუნდს აქვს მოგებული 1 შეხვედრა მაინც და სავარაუდოდ "ქპრ" მოგებების სერიას დაიწყებს. ამის რესურსიც გააჩნია და ძლიერი ტაქტიკოსიც ჰარი რედნაპის სახით.
ტურის ყველაზე სწრაფი გოლი
აგუერო 10' წუთი
"საინტერესო ფაქტები"
1) "მანჩესტერ იუნაიტედი" ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ ფრეების გრაფაში კვლავ ნოლიანი უწერია!
2) მე_17 ტურში სულ 28 გოლი გავიდა! აქედან 13 სტუმრებმა გაიტანეს ხოლო 15 მასპინძლებმა
3) რობინ ვან პერსის მიერ გატანილი გოლი "სანდერლენდის კარში" გამოდგა რიგით მე_12 და დაეწია "სუონის" ფორვარდ მიჩუს.
4) სულ მსაჯებმა 17 ტურში 30 ყვითელი ბარათი უჩვენეს ფეხბურთელებს და არცერთი წითელი ბარათი.
5) 28 გატანილი გოლიდან მხოლოდ 1 ავტოგოლი გავიდა "პრემიერ ლიგაში"
6) 17 ტურში ჩატარებული 9 შეხვედრიდან ( ჩელსის შეხვედრა გადაიდო ) 4 სტუმრებმა მოიგეს 3 მასპინძლებმა ხოლო 2 შეხვედრა ფრედ დასრულდა!
7) ამ ტურში 2 დუბლი და ერთი ჰეტ ტრიკი დაფისქირდა. დუბლები ასტონ ვილას და ქუინს პარკ რეინჯერისის ფეხბურთელებმა ( ბენტეკემ და ტარაბატიმ ) გაიტანეს ხოლო ჰეტ_ტრიკი არსენალის ფეხბურთელმა კასორლამ
8) ჩატარებული 9 შეხვედრიდან მხოლოდ 1 შეხვედრა დამთავრდა ნულოვანი ფრით. "ვესტ ბრომვიჩი" - "ვეს ტჰემი", დანარჩენი 8 შეხვედრიდან სუონსი გახლდათ ის გუნდი, რომელამც გოლის გატანა ვერ მაოხერხა. სხვამ ყველა გუნდმა მაოხერხა წაგების მიუხედავათ 1 გოლსი გატანა მაინც
ფოტო განწყობისთვის
წლევანდელი "პრემიერ ლიგის" საუკეთესო გოლები
P.S. კომენტარებში შეგიძლიათ თქვენი სასურველი ნომინაცია დაწეროთ რომელსაც გავითვალისწინებ და ჩავამატებ შემდეგ ტურში!