თბილისი:
მანჩესტერი:
8-01-2015, 22:10
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2487,
კომენტარები: 26
ოფიციალურად: ვალდესი "იუნაიტედის" ფეხბურთელია
ვიქტორ ვალდესი "წითელი ეშმაკი" გახდა.
ოფიციალურად: ვალდესი
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ვიქტორ ვალდესთან 18 თვიანი კონტრაქტი გააფორმა და შეთანხმება სამომავლო გახანგრძლივების პერსპექტივასაც ისახავს.

"ჩემთვის დიდი პატივია "მანჩესტერ იუაიტედთან" კონტრაქტის გაფორმება. მინდა ლუი ვან გაალსა და კლუბს მადლობა გადავუხადო რეაბილიტაციის კურსის გავლისა და სავარჯიშო ბაზაზე ვარჯიშის უფლების მოცემის გამო. აქ გატარებული მცირე ხნის პერიოდში უკვე დავინახე, რამდენად განსაკუთრებულ კლუბში ვარ. ლუი ვან გაალთან ერთად "ბარსელონაშიც" მიმუშავია და იგივე შესაძლებლობის მოცემა "მანჩესტერ იუნაიტედში" ოცნების ახდენას ჰგავს." - განაცხადა ვალდესმა.

"მოხარული ვარ, რომ ვიქტორი გავიფორმეთ. ის ძალიან გამოცდილი ფეხბურთელია და მისი შედეგები ამაზე მეტყველებს. მრავალჯერ მითქვამს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" საუკეთესო ფეხბურთელებით ყოველთვის ინტერესდება. ტრავმის შემდეგ აღდგენითი პროცესის გავლისა და პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშის დროს ვალდესმა ნამდვილი პროფესიონალიზმი გამოავლინა. ის კლუბს უერთდება, როგორც ნომერ მეორე მეკარე და პირველი გუნდისთვის დიდი დანამატია." - განაცხადა ვან გაალმა.



წყარო: manutd.com


როგორ შეაფასებთ ვალდესის შეძენას?

დადებითად
უარყოფითად

ახალი ამბები
26 კომენტარი
№21
ავტორი: Shako Jones
8 იანვარი 2015 23:48
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
6–ჯერ ლა ლიგის და 3–ჯერ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ნამდვილად დაგვეხმარება
0
№22
ავტორი: Count Alucard
9 იანვარი 2015 00:35
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
მეკარეთა შორის იანგიიიი foreveralonehappy ურააააააა foreveralonehappy
0
№23
ავტორი: Mufc7
9 იანვარი 2015 01:11
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
Jorbe-Jorbe,
Di Maria (7),
32 ნომერი იქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№24
ავტორი: Svanii
9 იანვარი 2015 09:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 112
ძაან გამისწორდა ამის გადმოსვლა... დარწმუნებულივარ დე ხეა იგრძნობს კონკურენციას და უფრო მოუმატებს ახლა ხო გიჟია მარა მერე უფრო გაგიჟდება.. ორი მსოფლიო დონის მეკარეები მარტო ჩვენ გვყავს თუ დააკვირდებით და ჩელსის ი ვსო ეგაა და ეგ.
0
№25
ავტორი: Manchester_M
9 იანვარი 2015 12:23
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
areyoukiddingme ამაზე რაც ნაგადავები მაქ სად გამოვყო თავი :X
0
№26
ავტორი: DiMaria
10 იანვარი 2015 01:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ავშენდით ხალხოო
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top