"მანჩესტერ იუანიტედის" ფეხბურთელები "სანდერლენთან" გამარჯვების შემდეგ იტალიურ რესტორანში აღნიშნეს დამდეგი ახალი წელი. ეს რესტორანი რიო ფერდინანდს ეკუთვნის. აღსაღნიშნავად არ წავიდა უეინ რუნი, რომელიც თავისი მეგობრის, ამირ ხანას ბრძოლას უყურებდა ტელევიზორში. საშობაო არდადეგები - ეს ის პერიოდია,როდესაც სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებს შეუძლიათ ეწვიონ ბარებს, რესტორანებს და საღამოს კლუბებს. 2007 წელს მოხდა ერთ-ერთი სამწუხარო ფაქტი, როდესაც ჯონი ევანსი ეჭვიტანილად აიყვანეს გაპატიურების ბრალდებით. ამის შემდეგ სერ ალექსმა მკაცრად გასცა განკარგულება. დღეს კი გავრცელდა ვიდეოები, სადაც ამავე რესტორანში მყოფი რობინ ვან პერსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ჰიმნს ასრულებს, შინჯი კაგავა კი Gangam Style-ს მღერის.