თბილისი:
მანჩესტერი:
7-01-2015, 22:18
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 2667,
კომენტარები: 25
ჭორები ბრიტანულ პრესაში
ექვსი თვე საკმარისი არ აღმოჩნდა... ეს და სხვა ჭორები სრულიადში.
ჭორები ბრიტანულ პრესაში
"ჩელსი" მზად არის 200 მილიონი გადაუხადოს "ბარსელონას", ლიონელ მესის სანაცვლოდ. გამოცემების თანახმად, ლონდონელები მესის მამას დაუკავშირდნენ,რომელიც ფეხბურთელის აგენტია.

"ვესტ ბრომვიჩი", "ტოტენჰემს" წინადადებით მიმართავს. საიდი ბერაჰინოს ნაცვლად, მათ აარონ ლენონი და ანდრეს თაუნსენდი სურთ.

ნორვეგიელმა სუპერტალანტმა, მარტინ ედეგორმა უარი განაცხადა პრემიერ ლიგაში ასპარეზობაზე და "რეალთან" გააფორმა ხელშეკრულება.

"არსენალსა" და "საუთჰემპტონს" 21 წლის ნახევარმცველის შეძენა განუძრახავთ. "პორტუს" 21 წლის მოთამაშის, ხუან კუინტეროს სანაცვლოდ კლუბები მზად არიან 17 მილიონი გადაიხადონ.

"ტოტენჰემის" კაპიტანი იოან ქაბული ახლოს არის "ბეშიქთაშში" გადასაბარგებლად.

"ლივერპული" დათანხმდა "ბაიერნის" წინადადებას. წითლები მზად არიან 10 მილიონი გადაიხადონ ხერდან ჩაქირის სანაცვლოდ.

"არსენალმა" 2 მილიონიანი შეთავაზება გააკეთა "ლეგიას" 17 წლის ტალანტ, კრისტიან ბელიკის სანაცვლოდ, თუმცა უარი მიიღო.

დევიდ მოიესს "არსენალიდან", იაია სანოგოს იჯარით აყვანა სურს.

"ლივერპულმა" მიმართა "ლილის" წარმომადგენლებს, დივოკ ორიჯის ნაადრევ დაბრუნებაზე.

"ნიუკასლი" იანვრის სატრანსფერო პერიოდში მუსა სისოკოს არ გაყიდის.

"ლესტერს", "უიგანის" შემტევი სურს. საუბარია შონ მალოუნიზე.

"კრისტალ პალასის" მიზანი "ლივერპულიდან" რიკი ლამბერტის გადაბირება იქნება.

"რომა" არ კარგავს იმედს, რომ იანვარში პეტერ ჩეხს გაიფორმებს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ პირველი ექვსი თვე არ ყოფილა საკმარისი კლუბის საუკეთესო მხარის გამოსავლენად.

"ტოტენჰემის" თავდამსხმელი, ჰარი კეინი ინგლისის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს.

წყარო: fapl.ru
ჭორები
25 კომენტარი
№21
ავტორი: red devil
8 იანვარი 2015 11:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ჩელსიმ თუ მესი დაითრია მერე დაგვერხევა derpwhy

ჩელსიმ თუ მესი დაითრია მერე დაგვერხევა derpwhy
0
№22
ავტორი: დავითი
8 იანვარი 2015 12:03
  • სიახლეები: 13
  • კომენტარები: 154
ბიჯო ყველა ძლიერდება და ჩვენ ვალდესი გვიხარია? მცველი და ცენტრალური ნახევარმცველი გვინდა შემქმნელი! ოღონდ მაღალი დონის!
0
№23
ავტორი: GeorgeBest
8 იანვარი 2015 13:28
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
"ლივერპულმა" მიმართა "ლილის" წარმომადგენლებს, დივოკ ორიჯის ნაადრევ დაბრუნებაზე.


ამათ რა მაგრად უჭირთ
0
№24
ავტორი: RedGirl
8 იანვარი 2015 13:49
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
"ჩელსი" მზად არის 200 მილიონი გადაუხადოს "ბარსელონას", ლიონელ მესის სანაცვლოდ. გამოცემების თანახმად, ლონდონელები მესის მამას დაუკავშირდნენ,რომელიც ფეხბურთელის აგენტია.


და რონალდუ რო დაბრუნდეს :დ

სისულელეა ფეხბურთელში ამ თანხის გადახდა რა. ნერვები მეშლება ხოლმე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№25
ავტორი: Lalana
8 იანვარი 2015 20:31
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2349
ციტატა: RojoDiablo
პეს 15 ისედაც ჰგავს რაღაცით ფიფას.

კი გეთანხმები,მაგრამ ფუნქციურად უკეტესია ფიფა იმ მხრივ რა განხრითაც შენ თამაშობ.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top