თბილისი:
მანჩესტერი:
19-12-2014, 23:15
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2728,
კომენტარები: 23
"ასტონ ვილა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
ხვალინდელი მატჩის პრევიუ.
"ასტონ ვილა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სტადიონი: "ვილა პარკი", ბირმინგემი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-17 ტური
თარიღი: შაბათი, 20 დეკემბერი, 2014 წელი
მთავარი მსაჯი: ლი მეისონი
მატჩის დასაწყისი: 19:00, (ჩვენი დროით)

"ასტონ ვილა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"ასტონ ვილა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ასტონ ვილა"

ტრავმირებულები: ვესტვუდი, ბეკერი, კოზაკი, სენდეროსი, ჯო კოული
დისკვალიფიკაცია: რიჩარდსონი, ბეკერი, ჰატონი
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: Guzan, Given, Lowton, Okore, Clark, Vlaar, Herd, Cissokho, Delph, Sanchez, N'Zogbia, Grealish, Bacuna, Agbonlahor, Weimann, Benteke, Robinson.

"ვილას" შემადგენლობაში ერთბაშად სამი ფეხბურთელია დისკვალიფიცირებული და გუნდს ვერ დაეხმარებიან. თუმცა შემადგენლობას უბრუნდებიან კაპიტანი, რონ ვლაარი და ნახევარმცველი, ფაბიან დელფი, რომლებმაც ტრავმები მოიშუშეს.


"ასტონ ვილა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ბლინდი, ლინგარდი, სმოლინგი, ფელაინი (გაციება) შოუ,
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: დი მარია, როხო
განაცხადი: De Gea, Lindegaard, Amos, Vermijl, Blackett, Thorpe, Evans, Jones, McNair, Rafael, Pereira, Fletcher, Valencia, Lingard, Anderson, Carrick, Young, Herrera, Di Maria, Mata, Januzaj, Falcao, Rooney, Van Persie, W Keane.

ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ "ასტონ ვილასთან" მატჩს ავადმყოფობის გამო მარუან ფელაინი გამოტოვებს, ხოლო ანხელ დი მარია გუნდთან ერთად მთელი კვირის განმავლობაში ვარჯიშობდა და შესაძლოა "ვილა პარკზე" ითამაშოს. ოპტიმალური ფორმის აღდგენასთან ახლოსაა რადამელ ფალკაოც.


"ასტონ ვილა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ასტონ ვილა"


მე-12 ადგილი, 19 ქულა
"ასტონ ვილა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა: ფ-ფ-ფ-მ-მ-წ
"ასტონ ვილა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მარტის შემდეგ საშინაო არენაზე "ასტონ ვილა" პირველად ეცდება ზედიზედ მეორე გამარჯვების მოპოვებას.

პრემიერ ლიგაში გამართულ უკანასკნელ 60 შეხვედრაში "ვილამ" ნახევარი წააგო და საშოალოდ ერთ მატჩში ერთ ქულას მოიპოვებდა - 15 გამარჯვება, 15 ფრე, 30 მარცხი.

ლამბერტის გუნდმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 10 გოლის გატანა მოახერხა - პრემიერ ლიგის 16 ტურის შემდეგ ინგლისის ოთხ დივიზონში ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

"ასტონ ვილამ" გოლის გატანა ჩატარებული 16 ტურიდან 8 მატჩში ვერ მოახერხა. ლამბერტის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ "ასტონ ვილამ" ჩატარებული 92 მატჩიდან მხოლოდ 56-ში მოახერხა გოლის გატანა - ეს ყველაზე ცუდი მაჩვენებელია ლიგაში.

უკანასკნელ 15 წუთში გაშვებული გოლების მიხედვით "ვილას" ყველაზე მეტი ქულა აქვს დაკარგული - 8 ქულა.

ლამბერტის გუნდს იგივე მაჩვენებელი აქვს, რაც გასულ წელს ამავე ეტაპზე - 5 მოგება, 4 ფრე, 7 მარცხი.

"ასტონ ვილა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-3ადგილი, 31 ქულა
"ასტონ ვილა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა: მ-მ-მ-მ-მ-მ
"ასტონ ვილა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგაში გამართული უკანასკნელი 10 შეხვედრიდან მხოლოდ 1 წააგო - 7 მოგება, 2 ფრე, 1 მარცხი.

ლუი ვან გაალის გუნდმა უკანასკნელ 6 შეხვედრაში გაიმარჯვა და 18 ქულა აიღო, რაც ნებისმიერი სხვა გუნდის უკანასკნელი 6 მატჩის შედეგს აღემატება.

აღებული 31 ქულიდან "წითელმა ეშმაკებმა" გასვლაზე მხოლოდ 9 ქულა მოიპოვეს - 2 მოგება, 3 ფრე, 2 მარცხი.

ლუი ვან გაალის გუნდი პრემიერ ლიგაში ზედიზედ მე-7 გამარჯვების მოპოვებას ეცება, რაც "იუნაიტედს" უკანასკნელად სერ ალექს ფერგიუსონის დროს 2013 წლის იანვარი-მარტის შუალედში გამოუვიდა.

"იუნაიტედმა" მიმდინარე სეზონში პირველად მოიპოვა გასვლაზე ზედიზედ ორი გამარჯვება.

პრემიერ ლიგის ეგიდით ვან გაალის გუნდმა 11-ჯერ გახსნა ანგარიში მატჩში, მსგავსი მაჩვენებელი მხოლოდ "ჩელსისა" და "სუონსის" აქვთ.

"ასტონ ვილა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)



მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"ასტონ ვილა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ასტონ ვილა"


წამყვანი ბომბარდირი: აგბონლაჰორი, ვაიმანი - 3 გოლი
"ასტონ ვილა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: ვან პერსი - 7 გოლი.

პრემიერ ლიგის მატჩებში უეინ რუნის "ასტონ ვილას" კარში 12 გოლი აქვს გატანილი - მეტი, ვიდრე ნებისმიერი სხვა გუნდის კარში.

"ასტონ ვილას" წინააღმდეგ ჩატარებულ უკანასკნელ 5 შეხვედრაში რობინ ვან პერსის 5 გოლი აქვს გატანილი.

მარუან ფელაინის "ასტონ ვილას" კარში უფრო მეტი გოლი აქვს გატანილი, ვიდრე ნებისმიერი სხვა გუნდის კარში - 4 გოლი.

ხუან მატამ მიმდინარე სეზონში კარში მხოლოდ 6-ჯერ დაარტყა და 5 გოლი გაიტანა.

თუ მოედანზე ეშლი იანგი გავა, თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 182-ჯერ შეხვდნენ. "ასტონ ვილამ" 49-ჯერ იმარჯვა, "იუნაიტედმა" 95-ჯერ, ხოლო 38 მატჩი ფრედ დასრულდა.

"მანჩესტერ იუნაიტედს" 1995-96 წლების სეზონის შემდეგ "ასტონ ვილას" წინააღმდეგ ჩატარებულ 18 მატჩში არც ერთი მარცხი არ განუცდია. ეს პრემიერ ლიგის ყველაზე გრძელვადიანი წაუგებელია სერიაა.

ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში მხოლოდ "სანდერლენდი" ვერ იმარჯვებს სახლში "ლივერპულთან" უფრო დიდი ხნის განმავლობაში - 20 მატჩი, 1959 წლიდან 2002 წლამდე.

"იუნაიტედმა" "ვილას" უკანასკნელი 7 შეხვედრა მოუგო ბურთების სხვაობით 21-4.

"იუნაიტედის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 37 შეხვედრაში "ვილას" მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული და ეს 2009 წელს "ოლდ ტრაფორდზე" მოხდა, როცა გაბრიელ აგბონლაჰორმა გაიტანა ერთადერთი გოლი.

ყველა ტურნირის მასშტაბით ჩატარებულ უკანასკნელ 35 შეხვედრაში "ვილამ" "იუნაიტედი" ერთადერთხელ დაამარცხა.

ამ გუნდებს შორის გამართულ უკანასკნელ 12 შეხვედრაში არც ერთხელ არ დაფიქსირებულა ნულოვანი ფრე.

"ასტონ ვილას" წინააღმდეგ ჩატარებულ უკანასკნელ 5 შეხვედრაში "იუნაიტედს" მინიმუმ 3 გოლი გაჰქონდა.

"ასტონ ვილასთან" მატჩებში "იუნაიტედს" 103 ქულა აქვს აღებული - მეტი, ვიდრე პრემიერ ლიგაში მოთამაშე ნებისმიერი სხვა გუნდის წინააღმდეგ.

ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


გოლების საერთო რაოდენობა

"ასტონ ვილა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


საგოლე პოზიციები

"ასტონ ვილა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


გოლის გატანის დრო

"ასტონ ვილა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


ბარათები

"ასტონ ვილა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


პენალტები

"ასტონ ვილა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
\

სახლში და გასვლაზე



ლიგა: "ვილა" - 43 მოგება, "იუნაიტედი" - 82 მოგება, ფრე - 37.

პრემიერ-ლიგა "ვილა"- 3 მოგება, "იუნაიტედი" - 30 მოგება, ფრე - 10.


"ასტონ ვილას" სტადიონი"


ლიგა: "ვილა" - 32 მოგება. "იუნაიტედი" - 28 მოგება, ფრე - 21 .

პრემიერ-ლიგა: "ვილა" - 2 მოგება. "იუნაიტედი" - 14 მოგება, ფრე - 6

"ასტონ ვილა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


გასული წლის ანალოგიური შეხვედრა


"ასტონ ვილა" 0-3 "მანჩესტერ იუნაიტედი"

15 დეკემბერი, 2013 წელი
მსაჯი: ლი მეისონი
სწრებადობა: 42, 682
გოლი "იუნაიტედის" რიგებში: უელბეკი 15' 18' ქლევერლი 52'
"ასტონ ვილა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


პრომო


მატჩის წინ
23 კომენტარი
№21
ავტორი: chudikone
20 დეკემბერი 2014 15:21
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მეშვიდე მოგება უნდა დაიდოს!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№22
ავტორი: GeorgeBest
20 დეკემბერი 2014 15:30
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ხუან მატამ მიმდინარე სეზონში კარში მხოლოდ 6-ჯერ დაარ*** და 5 გოლი გაიტანა.


დღეს მეშვიდედ დაარ***ვს და კიდე შეაგდებს wink
0
№23
ავტორი: Manchester United 14
20 დეკემბერი 2014 18:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
ამათთან სახში თამაში ძნელია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top