თბილისი:
მანჩესტერი:
2-11-2014, 01:26
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2444,
კომენტარები: 22
სამი დაპირისპირება, რომელიც დერბის შედეგს განაპირობებს
ჯეიმი რედნაპი მომდევნო შეხვედრის შესახებ.
სამი დაპირისპირება, რომელიც დერბის შედეგს განაპირობებს
sky sports-ის ექსპერტი, ჯეიმი რედნაპი თვლის, რომ მანჩესტერული დერბის შედეგი სამ ძირითად დაპირისპირებაზე იქნება დამოკიდებული.

ანხელ დი მარია პაბლო საბალეტას წინააღმდეგ.

ვაღიარებ, ჩემთვის, როგორც ექსპერტისთვის ეს დაპირისპირება ყველაზე საინტერესო იქნება. მიმაჩნია, რომ სწორედ ამ დუელზეა დამოკიდებული მატჩის ბედი. საბალეტა თანამედროვე ფეხბურთში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. თუ იგი დი მარიას შეჩერებას მოახერხებს, ისე როგორც ეს წინა შეხვედრაში ივანოვიჩმა გააკეთა, ლუი ვან გაალის შეგირდების თამაში შესამჩნევად შესუსტდება.

რობინ ვან პერსი დემიკელისის/მანგალას წინააღმდეგ.

ინგლისის ამჟამინდელი საუკეთესო კლუბის კარში გატანილმა გოლმა ჰოლანდიელს თავდაჯერებულობა შემატა. ექნება თუ არა შანსი მას კომპანის წინააღმდეგ? ვფიქრობ, უმჯობესია ზეწოლა მოახდინოს მასზე, ვინც ბელგიელის გვერდით ითამაშებს, ანუ მანგალაზე ან დემიკელისზე. ამ შემთხვევაში ვან პერსის წარმატების შანსები უთუოდ ექნება.

სერხიო აგუერო კრის სმოლინგის წინააღმდეგ

მანუელ პელეგრინის შეუძლია ერთი თავდამსხმელით ითამაშოს, რათა მოედნის ცენტრში ვითარება უფრო გაამყაროს. მაგრამ აგუეროს მოედანზე გამოჩენა "იუნაიტედის" დაცვისთვის ნებისმიერ შემთხვევაში სერიოზული გამოცდა იქნება. "სიტიმ" უკვე ითამაშა ერთი ფორვარდით "ტოტენჰემის" წინააღმდეგ და ყველას გახსოვთ რა მოხდა იმ შეხვედრაში. "ჩელსისთან" სმოლინგი ძალიან კარგი იყო, ახლა მოუწევს იგივე "სიტისთან" გააკეთოს.

წყარო: redevils.ru
ინტერვიუები
22 კომენტარი
№21
ავტორი: DiMaria
2 ნოემბერი 2014 15:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
სააღოლ პოეტებო :D მაგრად ვიცინე
0
№22
ავტორი: Mufc7
3 ნოემბერი 2014 10:24
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
რა პოეტები ეზრდება ქვეყანას lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top