REDARMY.GE – ინგლისის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფან–კლუბის ყველაზე გამორჩეული საიტი საქართველოში დღეს ორი წლის გახდა. ამ ორი წლის განმავლობაში საიტი მუდმივ პროგრესს განიცდის და ეს თითოეული მომხმარებლის დამსახურებაა.
ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ წინსვლაზე და ვცდილობთ საიტის მომხმარებლებს შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი "მანჩესტერ იუნაიტედზე" ყველანაირი სიახლის მისაღებად. ამას მოწმობს საიტის მენიუს განყოფილებები, სადაც ყველაფერია, რაც კი "იუნაიტედს" ეხება. ამავდროულად, REDARMY.GE თავის მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა სახის პროექტებს, რომლებიც შეგიძლიათ ნახოთ საიტის მენიუში - პროექტები.
ჩვენ შექმნის დღიდან ვუწევთ ორგანიზაციას ფან–კლუბის შეკრებებს, რათა "იუნიატედის" გულშემატკივრებმა ერთად შეძლონ საყვარელი კლუბის მხარდაჭერა. საიტის დიდი სურვილია კიდევ უფრო პოპულარული გახადოს ფან–კლუბის შეკრებები და საშუალება მისცეს "იუნაიტედის" ფანებს ერთად უყურონ საყვარელი კლუბის თამაშებს. უკვე ჩამოვაყალიბეთ ფან–კლუბი, რომელშიც უკვე 40 გულშემატკივარზე მეტი გაწევრიანდა.
საიტი უკვე 2 წელია ქართველი გულშემატკივრებისათვის ინფორმაციის მუდმივ რეჟიმში განახლებას და ქვეყანაში "მანჩესტერ იუნაიტედის" პოპულარობის ზრდას ემსახურება.
REDARMY.GE-ს ადმინისტრაცია განსაკუთრებულ მადლობას უხდის თითოეულ მომხმარებელს, ვინც ამ ხნის მანძილზე საიტის გვერდით იდგა.