თბილისი:
მანჩესტერი:
2-12-2012, 20:12
ავტორი: ლადო,
ნანახია: 1930,
კომენტარები: 21
სერ ალექსი:"იმედი მაქვს ვიდიჩი "კლუჟთან" დაგვიბრუნდება"
სერ ალექსმა ისაუბრა იმ თავდაცვით გეგმებზე, რომლებსაც ის "კლუჟთან" მატჩში განახორციელებს...
სერ ალექსი:
"იუნაიტედის" ბოსმა აღიარა, რომ იგი ელოდება ნემანია ვიდიჩის მინდორზე დაბრუნებას, "კლუჟთან" მატჩში კი შემადგენლობა საგრძნობლად იქნება შეცვლილი, იმის გათვალისწინებით, რომ "წითელი ეშმაკები" უკვე გავიდნენ ჯგუფიდან, პირველი ადგილით:"იმედი მაქვს, რომ ვიდიჩი ითამაშებს. ვფიქრობ, ეს არის კარგი შესაძლებლობა მისთვის. მაგრამ, ჩვენ ვიხელმძღვანელებთ თუ რამდენად კარგად იგრძნობს თავს ნემანია.ამ შემთხვევაში მე შემიძლია მინდორზე ფილ ჯონსი, კრის სმოლინგი ან ალექს ბიუნტნერი გამოვიუყვანო. ვფიქრობ ბიჭები კარგად გაართმევენ დავალებას თავს და ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება" –განაცხადა სერ ალექსმა manutd.com–თან.
სერ ალექს დარწმუნებულია, რომ სერბის დაბრუნება გუნდში მოაგვარებს დაცვის ყველა პრობლემას:"მე ვიცი, რომ ფიზიოთერაპევტებს აქვთ დადებითი პასუხები ნემანიაზე. ის იღდგენს ფორმას მათი კონტროლის ქვეშ და ორშაბათს მან მთავარ ჯგუფიშიც ივარჯიშა. ის არის ნამდვილი გამანადგურებელმა, სასტიკი და უკომპრომისო. უყვარს ფეხბურთი და სურს მალე დაბრუნდეს მინდორზე"
სერ ალექსმა ასევე გააკეთა კომენტარი და ისაუბრა "მანჩესტერ სიტი" ევროპული ჩემპინატიდან გამოვარდნაზე და რობერტო მანჩინის გუნდი თავის ძალისხმევას ინგლისის ჩემპიონატში დახარჯავს, "ქალაქელებმა" უნდა მოუგონ "ბორუსიას". "მე არ ვფიქრობ, რომ მარცხი პოზიტიურ გავლენას მოახდენს კლუბზე. ერთის მხრივ, მათ შეუძლიათ ჩემპიონატის მეორე ტურში გამოავლინონ დიდი ენერგია. მაგრამ მეორეს მხრივ, როგორ შეიძლება იყო ბედნიერი, თუ გამოვარდებით ევროპული ჩემპიონატიდან? მაგრამ მე არ ვიცი არაფერი "სიტის" მოთამაშეებზე, იმიტომ, რომ მე არ ვმუშაობდი არც ერთი მათგანთან, გარდა კარლოს ტევეზისა. ზოგჯერ მოთამაშეებს სურთ ითამაშონ რამდენიმე თამაში კვირაში. ეს აძლევთ მათ იმპულსს. ვერ ვიტყვი, რომ "ქალაქელებს" ექნებათ უპირატესობა ამ შემთხვევაში. მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ეს შეესაბამება მათ. დიახ, თქვენ შეგიძლიათ უფრო მეტი მუშაობა საწვრთნელ ბაზაზე, მაგრამ თქვენ იქნებით შევიწროვებულნი, რომ დარჩით ჩემპიონთა ლიგის მიღმა. გარდა ამისა, თითოეული კლუბის დირექტორს სურს მისმა კლუბმა მიაღწიოს წარმატება ევროპაში. მე ერთ–ერთი მათგანი ვარ. "



წყარო:www.redevils.ru
ახალი ამბები
21 კომენტარი
№21
ავტორი: Amerigo
17 მარტი 2013 11:58
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
კლუჟი ჩაამყნეს რა მანჩესტერელებმა!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top