თბილისი:
მანჩესტერი:
3-12-2012, 14:23
ავტორი: Jubo,
ნანახია: 4557,
კომენტარები: 31
მუდამ პროგრესირებადი "თეთრი პელე"
დღესდღეისობით უეინ რუნი "იუნაიტედის" მთავარ ბირთვს წარმოადგენს. თუმცა მისი ასაკიდან გამომდინარე გულშემატკივრის ნაწილი თვლის, რომ მან რესურსების ნაწილი ამოწურა, აღარ აქვს პოტენციალი ლიდერის ფუნქციის შესანარჩუნებლად და პროგრესს მომავალში ვეღარ გააგრძელებს...
მუდამ პროგრესირებადი
დღესდღეობით უეინ რუნი "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ ბირთვს რომ წარმოადგენს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ის "წითლებს" ჯერ კიდევ 2004 წელს შეუერთდა და მას შემდეგ, სრულიად საფეხბურთო სამყაროს საოცარი პროგრესით დაამახსოვრა თავი. იყო აღმასვლა და მხოლოდ აღმასვლა, "არსენალის" ხანგრძლივი წაუგებელი სერიის ბურთის ერთი გასროლით დასრულება, დაუვიწყარი დებიუტი და ჰეთ-თრიკი თურქებთან, გაბრწყინება ევროპის ჩემპიონატზე, შედარება პელესთან, იყო ტრებლის გაფორმება და "მაკრატელა" "სიტისთან". ბევრისთვის საოცნებო რაოდენობის ჯილდოები და ტიტულები... დღეს კი ის გუნდის წამყვანი ფეხბურთელია, თუმცა მისი ასაკიდან გამომდინარე, ბევრი თვლის, რომ მან რესურსი ამოწურა, აღარ აქვს პოტენციალი ლიდერის ფუნქციის შესანარჩუნებლად და პროგრესს მომავალში ვეღარ გააგრძელებს. რა თქმა უნდა ყველა, ვინც შეხედავს ფეხბურთელის ასაკს და ნახავს, რომ ის უკვე 27 წლისაა, იფიქრებს, რომ მას მართლაც აღარ ექნება პოტენციალი ისეთ დონეზე თამაშისა, როგორც ამას ადრე აკეთებდა. ეს მართლაც ნორმალურია, რომ ამ ასაკში მოთამაშე იწყებს კლებას - და არა მატებას. თუმცა, არსებობდნენ და ახლაც არსებობენ ფეხბურთელები, რომლებმაც შექმნეს მსოფლიო საფეხბურთო ისტორია, სამუდამოდ დაუტოვეს თავიანთი ნამოღვაწარი მომავალ თაობას. ასეთი ადამიანები იწყებენ პროგრესს კარიერის დასაწყისშივე, აგრძელებენ და უმატებენ კარიერის ბოლო წლებამდე. ამ ფეხბურთელთა რიცხვს მიეკუთვნება "თეთრი პელეც". ამის დასარწმუნებლად სტატიის წაკითხვა და ისტორიული ფაქტების გახსენება დაგეხმარებათ...

მუდამ პროგრესირებადი "თეთრი პელე"

"თეთრი პელე"
თავის დროზე, ვინ წარმოიდგენდა, რომ შეუჩერებელი "არსენალის" 30 მატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტას ლივერპულის ქუჩებში გაზრდილი 16 წლის ბიჭუნა შეძლებდა...
შეხვედრის დასრულებამდე 28 წამი იყო დარჩენილი, ტომას გრივსენის უხეში პასი უეინმა ადვილად დაიმორჩილა, ბურთი გაისწორა, მოჭრილად დაარტყა, ორ კაცს შორის გატარებული ბურთი იმ დროისთვის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარის, დევიდ სიმენის კარის ცხრიანში გაიტანა და თავის სახელი საფეხბურთო ისტორიაში სამუდამოდ ჩაწერა. 16 წლის რუნი პირველი შეიქმნა იმ ახალგაზრდა ფეხბურთელთა შორის, ვისაც პრემიერ ლიგაში ოდესმე გოლი ჰქონია გატანილი. ხუთ დღეში 17 წლის გახდა და "ევერტონთან" 3 წლიანი კონტრაქტიც გააფორმა. ამ დროისთვის, რუნის ხელფასი კვირაში მხოლოდ 80 ფუნტ სტერლინგი იყო...
აღფრთოვანება ვერ დამალა "მეთოფეების" ბოსმა შეხვედრის შემდეგ: "ამ ქვეყანაში ჩამოსვლის დღიდან, ინგლისში ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი მე ჯერ არ მინახავს. ჩვენ დავმარცხდით ულამაზესი გოლით, უნიჭიერესი მოთამაშის მიერ." - არსენ ვენგერი.

2002/03
"ევერტონის" მოძულე ფანები მის ტალანტს ირონიულად უყურებდნენ, განსაკუთრებით "ლივერპულელები", მაგრამ ფაქტი სახეზე იყო: ის ყოველდღე, საოცრად პროგრესირებდა და დღითიდღე უმატებდა ხალხს სალაპარაკოს. პროგრესი იმავე, "არსენალის" ერთი გოლით განადგურების დღიდან დაიწყო.
2002/2003 სეზონში ის უკვე რეგულარულად ხვდებოდა სასტარტო შემადგენლობაში. საბოლოოდ სეზონში 42 მატჩი ჩაატარა და 8 გოლიც გაიტანა. 8 ყვითელი ბარათი მიიღო და ერთხელ მოედანი წითლითაც დატოვა. ქუჩაში გაზრდილი უეინის ხასიათზე გულშემატკივარმა პირველივე სეზონში შეიტყო...
"მეთოფეების" დამწუხრებიდან სულ რაღაც ხუთი თვის შემდეგ, უეინი ინგლისის ეროვნულ ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელის სახელით შევიდა.
"ჩვენი იმედები მთლიანად უეინ რუნიზე იყო დამყარებული. ეს ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის 18 წლის იყო. როცა რუნი არ თამაშობდა, გვეგონა ვერ მოვიგებდით." - ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მატ მილსი.

2003/04
"დევიდ მოიესმა მისი ნაკრებში გამოძახება ნაადრევად მიიჩნია. ის რუნის შესაძლებლობებში დარწმუნებული არ იყო, მაგრამ უეინმა ეს შეძლო - მან მშვენივრად ითამაშა. დანარჩენი თქვენც იცით." - ინგლისის ნაკრების იმდროინდელი მწვრთნელი სვენ-გორან ერიკსონი.
რა იგულისხმა ერიკსონმა "დანარჩენში?" - 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე რუნიმ 4 გოლი გაიტანა, ბომბარდირებში მეორე ადგილი დაიკავა და ერიკსონს პელესთან შედარების საბაბიც მისცა.
"არ მახსოვს, ვინმეს ასეთი გავლენა მოეხდინოს მატჩის მსვლელობაზე 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატში, პელეს შემდეგ. მართლა არ ვიცი რა ვთქვა, ის ფანტასტიური მოთამაშეა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის გოლებს იტანს, იმიტომაც, რომ ის ამ ასაკში უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელია."
ისედაც ალაპარაკებული საფეხბურთო სამყარო კიდევ უფრო აალაპარაკა რუნის კარიერაში კიდევ კიდევ ერთმა უმიშვნელოვანესმა მომენტმა: 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში ინგლისის ნაკრები ხოვატიასთან ანგარიშით 1-0 მარცხდებოდა, გოლი ხორვატებს ჯერ სქოულზმა შეუგდო, შემდეგ კი უეინმა 45 და 68 წუთებზე შესრულებული დუბლით საკუთარ ქვეყანას 1/2 ფინალის საგზური აჩუქა. აი რას წერდა მაშინ ინგლისური პრესა:
მუდამ პროგრესირებადი "თეთრი პელე"

პროფესიონალური კარიერის მეორე, 2003/2004 სეზონში ყველა ჩემპიონატში ერთად რუნიმ 52 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა - აქედან 10 "ევერტონში", დანარჩენი 8 - ეროვნულ ნაკრებში, 13 ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან არცერთხელ გაძევებულა. საკლუბო მაჩვენებელი წინა სეზონისგან განსხვავებით 2 ბურთით გაიზარდა, ამას დამატებული 8 გატანილი გოლი ინგლისის ნაკრებში და ევროპის ჩემპიონატზე გაბრწყინება! უეინმა პირველივე წელიწადში საგრძნობლად მოუმატა და მსოფლიო კლუბების ყურადღებაც მიიპყრო.
"ყოველთვის ვხვდებოდით, რომ მასში სხვებისგან რაღაც განსხვავებული იყო. რუნის თითქმის ყველა პოზიციაზე ვათამაშებდით, ის ყველგან საუკეთესო იყო. მახსოვს, როგორ ისხდნენ მთელი ევროპიდან ჩამოსული სკაუტები სტადიონზე ჯერ კიდევ მაშინ, როცა უეინი 16 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა." - "ევერტონის" ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი როი ჰელი.

2004/05
მომდევნო სეზონი რუნის კარიერაში ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი აღმოჩნდა. მოხდა რა - ათასფეროვანი შემოთავაზებებიდან მან მხოლოდ ერთი, "მანჩესტერ იუნაიტედის" წინადადება აირჩია, ფერგიუსონის გუნდში 27 მილიონ ფუნტ სტერლინგად გადავიდა და 6 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამით, უეინი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.
უეინ რუნის დებიუტის შესახებ ალბათ ყველას კარგად სმენია და ბევრ ფეხბურთელსაც შეშურდებოდა მისი ამ წარმატების... "იუნაიტედის" მაისური პირველად მან ჩემპიონთა ლიგის მატჩში "ფენერბახჩეს" წინააღმდეგ მოირგო და ჰეთ-თრიკი შეასრულა...
"მეთოფეების" დამწუხრება მას არც წითელი მაისურით შეუწყვეტია. სადებიუტი ჰეთ-თრიკის შესრულების დღიდან 1 თვის შემდეგ, რუნიმ "არსენალთან" მატჩში ჯერ პენალტი გამოიმუშავა, რომელიც ვან ნისტელროიმ ზუსტად შეასრულა, შემდეგ კი ალან სმიტის გადაცემის შედეგად მეკარესთან მარტოდმარტო დარჩენილმა ლონდონელებს "იუნაიტედის" მაისურით პირველი გოლი გაუტანა! უეინის "არსენალთან" გატანილი ბურთების რიცხვმა უკვე სამს მიაღწია. ეს ჯერ კიდევ 18 წლის ასაკში...
პირველივე სეზონში, რუნიმ გულშემატკივარს თავი არაერთი ლამაზი გოლით დაამახსოვრა. მან მშვენიერი ბურთი გაუტანა იმ გუნდს, რომლისადმი სიძულვილზეც თითქმის ყოველ ინტერვიუში საუბრობდა - "ლივერპულს". ულამაზესი დუბლი "პორთსმუტთან" და "მიდლსბროსთან", (რომელთაგანაც ერთ-ერთი ინგლისური ფეხბურთის წლის საუკეთესო გოლად დასახელდა) გოლი "ნიუკასლთან", "ფენერბახჩესთან"...
ამ საოცარი სეზონის ბოლოს, უეინს საბოლოოდ ყველა ჩემპიონატში ერთად 49 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა - 17-ივე "იუნაიტედის" მაისურით, (მაშინ ინგლისის ნაკრები არცერთ საერთაშორისო ჩემპიონატში არ იღებდა მონაწილეობას). ტრანსფერის შემდეგ, ბევრმა იფიქრა და ბევრმა ექსპერტმაც დაასკვნა, რომ უეინი "მანჩესტერში" ისეთი დონით ვეღარ ითამაშებდა, როგორც ამას "ევერტონში" აკეთებდა. თუმცა, ამ ერთ წელიწადში, რუნიმ საკლუბო მაჩვენებელი მთელი 7 გოლით გაზარდა! მათ შორისაა ერთი ჰეთ-თრიკი და სამი დუბლი. მსაჯმა მას ყვითელი ბარათი 8-ჯერ უჩვენა, წითელი არცერთხელ. ამავე წელს, რუნი ინგლისის, მოგვიანებით კი მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა! მისი ერთ-ერთი გოლი კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, სეზონის საუკეთესო გოლად აღიარეს. სეზონი ამით დასრულდა, პროფესიონალური კარიერის მესამე წელიწადში (და თან "მანჩესტერ იუნაიტედში") უეინ რუნიმ ჩვეულებრივი ფეხბურთელისათვის დამახასიათებელ ნორმას გადააჭარბა და კიდევ უფრო, საგრძნობლად მოუმატა.

2005/06
მისი საოცარი პროგრესი მომდევნო სეზონშიც გაგრძელდა. ჩატარებული 58 მატჩიდან აღსანიშნავი "ტოტენჰემთან" შესრულებული დუბლი, რომელმაც პრემიერ ლიგაში "იუნაიტედის" მდგომარეობაზე დიდი გავლენა იქონია - "ლივერპული" 2 ქულით ჩამოიტოვა და ვიცე-ჩემპიონი გახდა. რუნიმ ახალ კლუბში პირველი ტიტული სწორედ ამ სეზონში მოიპოვა - კარლინგის თასის ფინალში "მანჩესტერი" "უიგანს" დაუპირისპირდა, სადაც მოწინააღმდეგეს 4 გოლი გაუტანა და ჩემპიონიც გახდა. თითო-თითო გოლი რონალდუმ და საჰამ გაიტანეს, რუნიმ დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ამ წელიწადს, "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩა. რუნიმ მხოლოდ ჯგუფურ ეტაპზე შეძლო თამაში და ერთი გოლი გაიტანა. წარუმატებელი გამოდგა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატიც - ინგლისის ნაკრები 1/4 ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა და ჩემპიონატს გამოეთიშა. პორტუგალიელებთან მატჩი რუნისთვის ამ სეზონში საბოლოო გამოდგა, 62-ე წუთზე მსაჯმა ის მოედნიდან რონალდოსთვის ხელის კვირს გამო გააძევა. მოკლედ, სეზონი წარუმატებელი აღმოჩნდა რუნის კლუბისთვისაც და ქვეყნისთვისაც, თუმცა არა პირადად მისთვის - საბოლოო მაჩვენებელი მან ამჯერადაც გააუმჯობესა - ჩატარებული 58 მატჩიდან 21 გოლი, 12 ყვითელი ბარათი და ორჯერ (პირველად "ვილიარეალთან") წითელი. კვლავ დასახელდა პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად! გულშემატკივრების წლის საუკეთესო მოთამაშედ, მოხვდა პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო გუნდში, გადაეცა "სერ მატ ბასბის წლის საუკეთესო მოთამაშის" ჯილდო, ორჯერ იქნა დასახელებული პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელად. წინა სეზონთან შედარებით, გაუმჯობესდა საგოლე მაჩვენებელიც და ჯილდოების რაოდენობაც... და რაც მთავარია, "არსენალს" გოლი უკვე მერამდენედ, ამჯერადაც გაუტანა...

2006/07
ეს სეზონი რუნისთვის ერთდოულად მნიშვნელოვანი, რთული, და წარმატებული გამოდგა. მნიშვნელოვანი და რთული იმიტომ, რომ მისმა ასაკმა 21 წელს მიაღწია - ამ ასაკში ის უკვე აღარ არის ნომინირებული ახალგაზრდულ ტურნირებში. ის რა თქმა უნდა ჯერ კიდევ ახალგაზრდა ფეხბურთელად ითვლებოდა და ზოგი ახლაც თვლის, მაგრამ ამ ასაკში, მას და ყველა ფეხბურთელს რომელიც ასეთი დონის კლუბში თამაშობს, აღარ ეპატიება ის ხშირი და ელემენტარული შეცდომები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში გამოუცდელობას და დაბალ ასაკს ბრალდება ხოლმე. უეინისთვის ეს სეზონი, რთული კიდევ იმიტომ აღმოჩნდა, რომ გუნდში ნელ-ნელა ჩნდება ერთპიროვნული ლიდერი - კრიშტიანო რონალდო, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვნად დაჩრდილოს მისი ნიჭი, შეუცვალოს ამპლუა, დაუკარგოს გოლეადორის ფუნქცია და სეზონის საბოლოო რეზულტატზეც იმოქმედოს. წარმატებული კი იმიტომ, რომ რუნიმ ამ სეზონში პრემიერ ლიგის ტიტულს პირველად დაეუფლა. ეს კი, როგორც მან კარიერის პირველივე წლებში აღნიშნა, მისი მიზანი და ოცნება იყო.
მიუხედავად ამ სირთულეებისა, რუნიმ სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო: პრემიერ ლიგის პირველივე მატჩში "ფულჰემთან" დუბლით გამოიჩინა თავი, მოგვიანებით "ბოლტონს" ჰეთ-თრიკი შეუსრულა. ასევე დუბლით გაამარჯვებინა საკუთარ გუნდს "შეფილდთან", შემდეგ იყო "სიტი", "პორთსმუნთი" და რა თქმა უნდა "არსენალი"...
რუნიმ წარმატებით იასპარეზა ჩემპიონთა ლიგაზეც: იტალიურ "რომასთან" გასვლით მატჩში ერთი გოლი გაუტანა, იგივე გაიმეორა საშინაო შეხვედრაშიც. მომდევნო ეტაპზე კი "მილანთან" "ოლდ ტრაფორდზე" დუბლი შეასრულა.
სეზონის ბოლოს, რუნის ანგარიშზე 60 ჩატარებული მატჩიდან 24 გოლია, 11 ყვითელი და არცერთი წითელი ბარათი, ამას დამატებული ერთხელ პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელება, მისი "ბოლტონთან" გატანილი ბურთის პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო გოლად დასახელება და ჩემპიონის ტიტული. მისი საოცარი პროგრესი გრძელდება...

2007/08
ეს კი რუნსთვის მართლაც ყველაზე ტიტულოვანი სეზონია... პრემიერ ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ქომუნითი შილდი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი - უეინი 2008 წელს კარიერაში პირველად და ჯერ-ჯერობით უკანასკნელად ტრებლს დაეუფლა! პირველად მოირგო 10 ნომრიანი მაისური, რომელიც იქამდე რუდ ვან ნისტელროის ეკუთვნოდა, შესანიშნავად შეთამაშდა კრიშტიანო რონალდოსთან. ამ სეზონიდან მოყოლებული, რუნი და რონალდო გუნდის მთავარ ბირთვს და მოწინააღმდეგისთვის გამანადგურებელ ძალას წარმოადგენდნენ. რუნიმ ტრავმების გამო სეზონის დიდი ნაწილი უქმად გაატარა, რაც საბოლოო შედეგზეც აისახა. პირველი ტრავმა 12 აგვისტოს, "რედინგთან" მიიღო და 6 კვირა გამოტოვა, დაბრუნებიდან 1 თვის შემდეგ, 3 დეკემბერს მუხლის დაზიანების გამო კიდევ ორი კვირა გამოტოვა. მიუხედავად ამისა, რუნი ფორმიდან მაინც არ ამოვარდნილა და ჩატარებულ მატჩებში თავის გამოჩენა არაერთხელ შეძლო. და მიუხედავად ხშირი ტრავმებისა, ევროპის ჩემპიონატზეც წარმატებით იასპარეზა.
სულ 2007/08 სეზონში რუნიმ 48 შეხვედრა ჩაატარა, ყველა ჩემპიონატში ერთად 20 გოლი გაიტანა, 14 ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან არცერთხელ გაძევებულა. ტიტულებსა და ჯილდოებზე კი უკვე მოგახსენეთ... და რაც მთავარია, "არსენალს" ამჯერადაც გაუტანა (ინგლისის თასზე, 16 თებერვალს.)

2008/09
რუნიმ ამ წელიწადს უკვე მესამედ მოახერხა პრემიერ ლიგის ტიტულის მოპოვება, მოიგო კარლინგის თასი და ევროპის სუპერ თასიც. 2008 წლის 4 ოქტომბერს "ბლექბერნთან" გამარჯვების შემდეგ, ის პრემიერ ლიგის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვისაც ამ ჩემპიონატში 200 მატჩი ჰქონდა ჩატარებული. უეინი ტრავმამ ამჯერადაც შეაწუხა, მაგრამ ფორმიდან ამოვარდნის ნაცვლად, გოლი-გოლზე გაჰქონდა და წლის ბოლოს საოცარი შედეგი დააფიქსირა. უხვგოლიანი იყო მისი სეზონი ინგლისის ნაკრებშიც: სულ ნაკრების მაისურით 9 მატჩი ჩაატარა და აქედან მხოლოდ 3 მატჩში არ გაუტანია გოლი! მის ანგარიშზე ინგლისში 10 გოლია!
რაც შეეხება საკლუბო სეზონს, მან არაერთ გამორჩეულ მატჩში მიიღო მონაწილეობა და მნიშვნელოვანი გოლებიც გაიტანა, მათ შორისაა "ტოტენჰემთან" შესრულებული "ქამბექი", რომელშიც რუნიმ დუბლი შეასრულა: "იუნაიტედმა" პირველი ტაიმი ანგარიშით 0-2 დათმო, მეორე ნახევარში კი მეტოქეს 5 ბურთი გაუტანა, რომელთაგანაც უკანასკნელი ორი უეინის ხარჯზეა. რუნიმ ისეთივე წარმატებით გააგრძელა რონალდოსთან ერთად გუნდის ლიდერობა, როგორც ამას ისინი წინა სეზონში აკეთებდნენ.
წლის ბოლოს, მის ანგარიშზე 27 გოლი, 10 ყვითელი და 1 წითელი ბარათია. მორიგი წარმატებული და სეზონი ამით დასრულდა. რუნი კვლავ უმატებდა და აგრძელებდა წინა წლების შედეგების გაუმჯობესებას.

2009/10
ყველაზე უხვგოლიანი წელიწადი რუნის კარიერაში... ამავე სეზონში, მან პირადი ჯილდოების რაოდენობა რეკორდული გახადა: ინგლისური ფეხბურთის წლის საუკეთესო მოთამაშე, პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელი, პრემიერ ლიგის ოქროს ბუცი, ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ინგლისური ფეხბურთლის წლის მოთამაშედ დასახელება, პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოპოვება და ამავე ჩემპიონატის წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრა.
რუნის მთავარი მიზანს მხოლოდ და მხოლოდ ბევრი გოლის გატანა წარმოადგენდა. მისთვის მიზნის მიღწევა იშვიათი შემთხვევა არაა - გამონაკლისი არც ახლა მომხდარა - პირველი "მანჩესტერული" სეზონის შედეგი მან გააორმაგა! - "ევერტონული" კი თითქმის გაახუთმაგა! ამით უეინ რუნიმ კრიტიკოსებს მყარი არგუმენტი დაუდო იმისა, რომ ის კი არ უკლებდა, არამედ უმატებდა და მისი რესურსი ჯერ-ჯერობით გამოულევი იყო...
რუნი მიზნის მისაღწევად საქმეს სეზონის დასაწყისშივე შეუდგა: ქომუნითი შილდის ფინალში "ჩელსის" ბოლო წუთზე გაუტანა გოლი, შემდეგი იყო პრემიერ ლიგის პირველივე მატჩში გატანილი ბურთი "ბირმინგემთან", დუბლი "უიგანთან", გოლი "არსენალთან"... "ტოტენჰემთან", წვლილი შეიტანა ისტორიულ გამარჯვებაში "სიტისთან" (4-3), სადაც ერთხელ გაახვია მეტოქის ბადეში ბურთი. უეინს ყველა თუ არა, თითქმის ყველა მატჩში გაჰქონდა გოლი. "პორთსმუნთან" სეზონში პირველი, საერთო ჯამში კი კარიერის მესამე ჰეთ-თრიკი შეასრულა, კარიერაში პირველად (და ჯერ-ჯერობით უკანასკნელად) რუნიმ "ჰალ სიტის" 4 გოლი გაუტანა! შეხვედრაში გასული ყველა ბურთი მის ხარჯზეა... "სიტის" გაუტანა კარლინგის თასზეც, სადაც მოგვიანებით ჩემპიონის ტიტულიც ერგო, "არსენალს" კიდევ ერთხელ შეუგდო მათსავე სტადიონზე, სადაც "იუნაიტედმა" 1-3 იმარჯვა. დუბლი შეასრულა გასვლაზეც და სახლშიც ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "მილანთან". გაუტანა "ლივერპულს" და "ბაიერნს" გასვლით შეხვედრაში, სადაც კოჭის ტრავმა მიიღო, ფორმიდან ამოვარდა და ინგლისის ნაკრებისთვის საკმარისი დახმარების გაწევა ვერ შეძლო 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე.
საერთო ჯამში, 2009/10 სეზონში უეინ რუნიმ "იუნაიტედში" ყველა ჩემპიონატში ერთად 45 მატჩი ჩაატარა და 35-ჯერ დალაშქრა მეტოქის კარი! როგორც უკვე გითხარით, ეს მის კარიერაში საუკეთესო შედეგია. მიიღო 8 ყვითელი ბარათი, არცერთხელ არ გაუძევებია მსაჯს მოედნიდან. ჯილდოებზეც უკვე მოგახსენეთ, რაც შეეხება ტიტულებს, პრემიერ ლიგაში "ჩელსის" საოცარად კარგი ასპარეზობის ფონზე "იუნაიტედისთვის" სეზონი უიღბლო აღმოჩნდა - ლონდონელებს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩა... ასე, რომ უეინი მხოლოდ კარლინგის თასს, უხვ და მრავალფეროვან ჯილდოებს და "არსენალთან" კვლავ გატანას დასჯერდა.

მუდამ პროგრესირებადი "თეთრი პელე"

2010/11
"ბაიერნთან" მიღებულმა ტრავმამ რუნის ამ სეზონზე დროებითი "რევოლუცია", გადატრიალება მოახდინა. რა იგულისხმება გადატრიალებაში: ზემოთხსენებული მიზეზის გამო, ფორმიდან ამოვარდნილი რუნი საკმარისად ვერ დაეხმარა ინგლისის ნაკრებს და გოლებით მსოფლიო ჩემპიონატზე თავი ვერ გამოიჩინა. არც თუ ისე ხანგრძლივი დასვენების შემდეგ, მისი სეზონი ისე დაიწყო, როგორც უკანასკნელი დაასრულა - უგოლოდ. უეინს ბურთები ვეღარ გაჰქონდა, რამაც მწვრთნელთან ერთად მასაც საფიქრალი გაუჩინა. გადაწყვეტილება მალევე მიიღო და მალე მწვანე მინდორზე სრულიად განსხვავებული უეინ რუნი მოგვევლინა, ის რუნი, რომელიც გულშემატკივარს აქამდე ჯერ არ ენახა. ის აღარ ცდილობდა გუნდის შეტევების დროს მუდამ მეტოქის საჯარიმოსთან ყოფნას, საგოლე პასის დალოდებას, აღარ ასრულებდა იმ ფუნქციას, რაც ცენტრ ფორვარდს აკისრია. მოკლედ, ის ფორმალურად იყო ცენტრ-ფორვარდი, თუმცა სინამდვილეში ის სულ სხვა საქმეს აკეთებდა: ჩადიოდა უკან, ეხმარებოდა მცველებს, გამოჰქონდა ბურთი საკუთარი საჯარიმოდან, ეხმარებოდა ნახევარმცველებს და ითავსებდა მათ პოზიციას, ასრულებდა "შავ საქმეს", იყო იქ, სადაც არ უნდა ყოფილიყო და თან უნდა ყოფილიყო... და რაც მთავარია, შესანიშნავი საგოლე პასებით ამარაგებდა იმ სეზონის პრემიერ ლიგის ბომბარდირს დიმიტარ ბერბატოვს. ეს ყველაფერი მას ფორმის აღდგენაში და "ძველი რუნის" დაბრუნებაში დაეხმარა: ნელ-ნელა, ისევ დაიწყო გოლების გატანა. ჯერ "ოლდ ტრაფორდზე" "ასტონ ვილას" დუბლი შეუსრულა, შემდეგ "სიტის ყველასთვის ნაცნობი მაკრატელა გაუტანა, "არსენალს", "ჩელსის", კვლავ "ჩელსის", მთლიანად შემოუბრუნა თამაში "ვესთ ჰემს" შესრულებული ჰეთ-თრიკით. ბოლოს კი, ჩემპიონტა ლიგის ფინალში "ბარსელონასაც" გაუტანა. მოკლედ, სეზონის მეორე ნახევარში "ძველი რუნი" დაბრუნდა, თუმცა პირველ ნახევარში შეძენილ გამოცდილებას და ახლად დაბრუნებულ სტილს ერთმანეთს ათავსებდა, რამაც გულშემატკივრის დიდი ნაწილის თვალში ახალი, იდეალური ფეხბურთელის ჩამოყალიბება გამოიწვია.
სეზონის საბოლოო შედეგი რიცხვებში ძველებურად წარმატებული რომ არ გამოდგა, ალბათ ისედაც ხვდებით, მაგრამ მაინც დავწერ: ყველა ჩემპიონატში ერთად, უეინმა 46 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა (აქედან 14 სეზონის მეორე ნახევარში), 8 ყვითელი ბარათი მიიღო, არცერთი წითელი.
რაც შეეხება მომატებას, ამ სეზონის მაგალითიდან გამომდინარე ადვილი გასაკეთებელია დასკვნა, რომ ფეხბურთელისთვის მთავარი ციფრები არ არის. რუნიმ მთლიანად შეიცვალა ამპლუა და ჩამოყალიბდა სულ სხვა სახის მოთამაშედ. განა ეს არ არის პროგრესი და მომატება? ხშირია შემთხვევა, როცა თუნდაც მსოფლიო დონის ფეხბურთელი, მთელი კარიერის განმავლობაში ერთფეროვნად არ თამაშობს და ასე უცბათ, ახალ ფუნქციებს ითავსებს? ეს იშვიათობაა, რუნი სწორედ ამ იშვიათ შემთხვევას მიეკუთვნება...

2011/12
წინა სეზონის დასასრულის მსგავსად გაგრძელდა მომდევნოც - ყველაზე დრამატული და კვლავ წარმატებული სეზონი რუნის კარიერაში. მისმა საოცარმა სტარტმა გულშემატკივარს ჩემპიონობის იმედი ჩაუსახა და რომ არა "სიტის" "იუნაიტედზე" 8-ით მეტი გატანილი ბურთი ან აგუეროს გოლი, ეს ასეც მოხდებოდა. პრემიერ ლიგის პირველივე მატჩში რუნიმ ზუსტად შესრულებული პენალტით "წითლებს" "ვესთ ბროვიჩის" დაამარცხებინა, მომდევნო გოლი "ოლდ ტრაფორდზე" "ტოტენჰემს" გაუტანა, შემდეგ "არსენალთან" დაუვიწყარ მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა - ორი ზუსტად შესრულებული ჯარიმითა და ერთი პენალტით შესნის ბურთის აღების შანსი არ დაუტოვა, გაუკეთა საგოლე პასი ნანის და საკუთარ გუნდს 8-2 გაამარჯვებინა, სამჯერ გაუტანა "ბოლტონსაც" და "იუნაიტედის" ისტორიაში ჩარლტონის, ლოუს, ჯეკ როულის და დენის ვაიოლეტის შემდეგ მეოთხე ფეხბურთელი გახდა შესრულებული ჰეთ-თრიკების რაოდენობით. მოგვიანებით კი "ჩელსის" 3-1 დამარცხებაშიც შეიტანა წვლილი. რუნიმ 2011/12 სეზონის პრემიერ ლიგის პირველ 5 მატჩში 9 გოლი გაიტანა!
"ნორვიჩთან" შეხვედრის შემდეგ, სადაც რუნიმ ამ სეზონში პირველად ვერ გაიტანა ჩატარებული 90 წუთიდან გოლი, მონტენეგროს ნაკრებთან წითელი ბარათი დაიმსახურა და 3 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, რომელიც მოგვიანებით 2-მდე მისივე თხოვნით შემცირდა. "ლივერპულის" მიმართ განსაკუთრებული სიძულვილის გამო ფერგიუსონმა ის "ენფილდზე" წუთითაც არ ათამაშა, რაც აქამდეც არაერთხელ გაუკეთებია. უეინი მოედანს "ოცეულთან" დაუბრუნდა, სადაც დუბლი შეასრულა. რამდენიმე დღეში კი მისმა გუნდმა "სიტისთან" კატასტროფული მარცხი იწვია, რამაც ფეხბურთელთა ფსიქიკაზე იმოქმედა და მათი ნაწილი გარკვეული დროით ფორმიდან ამოვარდა. რუნი მათ რიცხვში არ შესულა.. ის "იუნაიტედის" დასახმარებლად ყველაფერს აკეთებდა და გოლების გატანას აგრძელებდა სეზონის უკანასკნელი მატჩის ჩათვლით... რუნი გადამწყვეტ როლს თამაშობდა გუნდის წარმატებაში იქამდე, სანამ "მანჩესტერმა" ფორმა არ აღიდგინა. წინა სეზონის მსგავსად, კვლავ ჩადიოდა უკან და ეხმარებოდა პოლ სქოულზის გარეშე დარჩენილ ნახევარმცველებს. საგოლე გადაცემების დიდი ნაწილი სწორედ მის ხარჯზეა. უეინმა დუბლი შეუსრულა "სიტის" ასოციაციის თასზე, მოგვიანებით "ჩელსის" 2 ზუსტად შესრულებული პენალტით "ქამბექი" შეუსრულა, შემდეგ კი "ოლდ ტრაფორდზე" "ლივერპული" დუბლით დაამარცხა! უხვად გაიტანა გოლები ევროპის ლიგაშიც, პრემიერ ლიგაში სეზონის ბოლო მატჩებში ვითარება "მანჩესტერელების" სასიკეთოდ შეიცვალა: "სიტიმ" ქულები დაკარგა და ცხრილში გალიდერდა, ტიტულამდე სულ მცირე ნებისყოფა იყო საჭირო, ჩემპიონობამდე "იუნაიტედს" მხოლოდ რამდენიმე მატჩი აშორებდა. გეგმების დამამსხვრეველად "წითლებს" რუნის ყოფილი გუნდი, "ევერტონი" მოევლინა. "ოლდ ტრაფორდზე" დადგმული თრილერის შედეგად "მანჩესტერმა" კიდევ ორი ქულა დაკარგა და "სიტისთან" გადამწყვეტი მატჩისთვის დაიწყო მზადება, სადაც 1-0 დამარცხდა და ტიტულს დაემშვიდობა. რუნის "ევერტონი" ბავშვობიდანვე ძალიან უყვარდა, ფერგიუსონი მას უგებდა და ხშირად მოედანზე არ გაყავდა. ამჯერად, უეინმა დევიდ მოიესის გუნდს ორი გოლი გაუტანა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. სეზონი "იუნაიტედისთვის" რბილად რომ ვთქვათ წარუმატებელი გამოდგა. მაგრამ ისტორიას თუ გადახედავთ ადვილად მიხვდებით, რომ რუნი ასეთ დროს უფრო მეტს იტანდა და უფრო უმატებდა.. 2011/12-შიც ასე მოხდა: წლის ბოლოს მას ყველა ჩემპიონატში ერთად ჩატარებული 49 მატჩიდან 38 გოლი დაუგროვდა, საოცრად შეამცირა ყვითელი ბარათის რაოდენობამ და კარიერაში პირველად, მისი რიცხვი 2-მდე დაიყვანა, წითელი კი როგორც უკვე მოგახსენეთ, მონტენეგროსთან მატჩში მიიღო. მოიგო ერთადერთი (ქომუნითი შილდის) ტიტული, რამდენჯერმე დასახელდა პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მოთამაშედ, მოხვდა პრემიერ ლიგის და მსოფლიოს წლის სიმბოლურ ნაკრებში, მისი "სიტისთან" გატანილი მაკრატელა კი პრემიერ ლიგის უკანასკნელი 20 წლის საუკეთესო გოლად დასახელდა. "ახალი რუნი" კიდევ უფრო დაიხვეწა, 26 წლის ასაკში, კიდევ უფრო მოუმატა.

2012/13
წელს რუნი ისეთივე სტილით აგრძელებს თამაშს, როგორც ამას მთელი წინა სეზონი აკეთებდა - ერთდროულად ეხმარება არასტაბილურ და ახალგაზრდა ნახევარმცველებს, ასრულებს "შავ საქმეს", ხშირად გვევლინება საკუთარი კარის საჯარიმოსთან, ასრულებს საგოლე გადაცემებს (რითაც პრემიერ ლიგის საუკეთესო ასისტენტთა შორის პირველ ადგილზეა 7 საგოლე პასით) და იტანს გოლებს! ყველაფერ ამას უეინი ხან ერთდროულად, ერთ მატჩში აკეთებს, ხან კი - მონაცვლეობით. მაყურებელი იმ ფაქტს უკვე შეეჩვია, რომ მან სულ რაღაც 90 წუთში შეიძლება რამდენჯერმე შეიცვალოს პოზიცია და ამპლუა. მეტიც, მან განაცხადა, რომ დიდი სურვილი აქვს ნახევარმცველად ჩამოყალიბების, რაც მას ალბათ არც გაუჭირდება და არც უჭირს - თითქმის ყოველ მატჩში დროის გარკვეულ ნაწილს მოედნის ცენტრში, ნახევარმცველებთან ატარებს და ხშირ შემთხვევაში, შეტევებსაც ის იწყებს. ამ ყველაფერს კი მისი ხასიათი, ამბიცია, ენერგია და "იუნაიტედისადმი" სიყვარული განაპირობებს, გულშემატკივარიც შესაბამისად პასუხობს და აფასებს მის შრომას ჩანტით (სიმღერით), რომლის მთავარი გმირი რუნისთან ერთად პელეა, ის პელე, რომელიც ჯერ კიდევ 2004 წელს ერიკსონმა ამ უდიდეს ტალანტს შეადარა: I saw my mate the other day,
He said to me he saw the white Pele,
So I asked, who is he?
He goes by the name of Wayne Rooney,
Wayne Rooney, Wayne Rooney,
He goes by the name of Wayne Rooney...
წელს ჩატარებული 17 მატჩიდან რუნიმ 8 ბურთი შეაგდო, აქედან 3 ეროვნულ ნაკრებში, 7 საგოლე გადაცემიდ ლიდერობს პრემიერ ლიგის ასისტენტთა შორის, მიღებული აქვს 2 ყვითელი ბარათი.

ამ 11 წლიანი ისტორიის გახსენება ადვილად დაარწმუნებს მკითხველს, რომ რუნი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი ფეხბურთელი იყო და რაც მთავარი და ყველაზე გასაკვირია, 27 წლის ასაკში ახლაც არის. ხშირად ბევრს და მათ შორის მეც, მიჩნდება კითხვა, როგორ ახერხებს ის ამ ყველაფერს, როგორაა ასეთი მრავალფეროვანი, ცვალებადი, შეუჩერებელი, პროგრესირებადი. პასუხი კი მხოლოდ ერთია - ის იმ განსაკუთრებულ ფეხბურთელთა შორისაა, რომლებზედაც სტატიის დასაწყისში გესაუბრეთ, რომლებმაც მსოფლიო ფეხბურთი შეცვალეს და ისტორიას საკუთარი სახელები აჩუქეს. ის 27 წლის ასაკში ცოცხალი ლეგენდაა - ამ დასკვნის გაკეთებას ბევრი ნაადრევად მიიჩნევს, მაგრამ "იუნაიტედის" ოფიციალურ ვებ-საიტზე ლეგენდების გვერდს მისი სახელი და გვარი უკვე ამშვენებს. "ოლდ ტრაფორდზე" გატარებულ 8 წელიწადში მან იმდენი ტიტულის მოგება მოახერხა, რამდენიც "სიტის", "ლივერპულს" ბოლო 20 წლის განმავლობაში არც დასიზმრებია. ამ ყველაფერის შემდეგ, ძნელია უეინ რუნი ფეხბურთის ნებისმიერმა გულშემატკივარმა ერთ-ერთ იმ ყველაზე პროგრესირებად ფეხბურთელად არ ჩათვალოს, რომელიც დღემდე უმატებს. დღევანდელობა კი ადვილად გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მისი პოტენციალი და რესურსები ჯერ-ჯერობით გამოულევია და საკუთარი თავი "იუნაიტედში" ამოწურული არ აქვს...

ავტორი: ჯუბო ბერიძიშვილი
სტატიები, ბიოგრაფიები
31 კომენტარი
№21
ავტორი: zatara
3 დეკემბერი 2012 10:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
ძველი რუნი მინდაააა :(
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(
№22
ავტორი: Zizou
3 დეკემბერი 2012 13:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
მალადეც ავტორ !

გული მწყდება უეინი რო ვეღარ იტანს გოლებს მისი პოზიციის გამო მარა რას იზამ :) ძველი რუნი მენატრებ რა, გიჟი რო იყო, წითელ ყვითელ ბარათებს რო იღებდა :)

ვერ ვიტან 2011/12 სეზონს !!! 5 ტურში 8 ქულა როგორ დავკარგეთ :@: @
0
№23
ავტორი: BERDI
3 დეკემბერი 2012 14:04
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
საღოლ ავტორ მართლა ძალიან მაგარია
რუნი ჩემთვის N#1 ფეხბურთელია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№24
ავტორი: m-an-united
3 დეკემბერი 2012 15:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 598
runi love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Thank you Sir Alex !!
№25
ავტორი: APeX
3 დეკემბერი 2012 17:10
  • სიახლეები: 25
  • კომენტარები: 384
საღოლ ჯუბიკ ბევრი გიშრომია :)) საღამოს წავიკითხავ აუცლებლად
0
№26
ავტორი: UTD-Rule
3 დეკემბერი 2012 17:11
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
საღოოოოლ ჯუბო love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№27
ავტორი: Shako Jones
3 დეკემბერი 2012 17:54
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
სასწაული სტატიაა წავიითხე თავიდან ბოლომდე !!! მისტერ დუბლი და არსენალის რისხვა derphappycry
0
№28
ავტორი: R.V.P
3 დეკემბერი 2012 20:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
რონიიიი love
0
№29
ავტორი: v.persie and rooney
3 დეკემბერი 2012 23:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 466
მაგარია სიახლეა საღორ ავტორ
0
№30
ავტორი: M . U . F . C
8 დეკემბერი 2012 23:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 199
აუ თვალები მეტკინა ამდენი კითხვით მაგრამ, არ დამზარებია იმიტომ რომ მაგარი სტატიაა ვგიჟდები ამ ადამიანზე ვიზეც სტატიაა ჩემთვის N1 არის ფეხბურთში მიყვარს მიყვარს მიყვარს სიგიჟემდე love manunited საღოლ ჯუბო მაგრად გიშრომია ბრავო 3d_5
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ - ალექს ფერგიუსონი: - კაცი რომელმაც მოიფიქრა ტაქტიკა - " მიეცი ფორა და მერე გადაალეწე ბურთი თავზე "
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top