არ წყდება საუბრები ჰოლანდიელის მანჩესტერში გადასვლაზე...
უესლი სნეიდერი 28 წლის ნახევარმცველი უკმაყოფილოა "ინტერით" და სურს გადავიდეს სხვა კლუბში, მიზეზი მასიმო მორატისთან უთანხმოებაა, რომელიც თვლის, რომ სნეიდერს არ სურს თამაში "ინტერში".
უესლი სნეიდერი 2011 წლის ზაფხულში ძალიან ახლოს იყო "იუნაიტედში" გადასვლასთან, თუმცა სხვადასხვა მიზეზების და გამო ის არ გადავიდა მანჩესტერულ კლუბში. ახლა კი, როგორც მაშინ საქმე სერიოზულადაა და დაინტერესებაც 1-2ად გაზრდილია.
სერ ალექსმა თუ გადმოიბირა ჰოლანდიელი ის აუცილებლად კარიერის დასასრულს მყოფ პოლ სქოულზს ჩაანაცვლებს.
"თუ მას დარჩენა სურს ბოლომდე უნდა დაიხარჯოს" - განაცხადა მასიმო მორატიმ. საუბარია იმაზე, რომ უესლიმ უნდა მოინდომოს და მალე გამოჯამრთლედეს, რადგან "ინტერს" გამთამაშებელი აკლია.
სნეიდერს კი ვერც კი გაუგია, თუ რა უნდა "ინტერის" მწვრთნელს...
ჰოლანდიელმა კარიერა "აიაქსში" დაიწყო, შემდეგ მან "მადრიდის რეალის" ყურადღება მიიქცია და შემდეგ 2 წლის წინ მან თავი "ინტერში" ამოყო.
თუ სერ ალექსი გადაწყვეტს უესლი სნეიდერის შეძენას, ის იქნება მესამე ჰოლანდიელი "იუნაიტედის" რიგებში, ვან პერსისა და ალექს ბიუტნერის სახით, რომლებიც ამ სეზონში დაემატნენ "იუნაიტედს".
თავად უესლი სნეიდერს წინა სეზონშივე დიდი სურვილი ქონდა გადასულიყო სერ ალექსის გაწრთვნილ კლუბში, ისევე როგორც თავად ბოსს სურდა ჰოლანდიელის ხილვა თავის კლუბში.
ამ ზამთარს კი ორივეს შეუძლიათ გამოიყენონ ეს მომენტი და განხორციელდეს მათი სურვილები.
იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ზუსტად 1 თვე რჩება, "იუნაიტედი" კი გეგმავს დაიმატოს რამდენიმე კარგი და მაღალი დონის ფეხბურთელი, რათა იბრძოლონ ყველა ჩემპიონატში გამარჯვებისათვის.
წყარო:
Givemefootball.com