თბილისი:
მანჩესტერი:
4-09-2014, 00:59
ავტორი: Jubo,
ნანახია: 3346,
კომენტარები: 21
რუნიმ და დი მარიამ გაიბრწყინეს
დი მარიამ და რუნიმ ნაკრებებს მოაგებინეს
შვიდი სექტემბრიდან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპი იწყება, მანამდე კი ევროპულმა კლუბებმა ტურნირისთვის მოსამზადებელი ამხანაგური მატჩები გამართეს. დღეს სულ ოთხმა "მანჩესტერელმა" ჩაატარა შეხვედრა.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტები, გერმანია დ არგენტინა დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. არგენტინელებმა მასპინძლების ორ ბურთიანი ჰანდიკაპით დამარცხება მოახერხეს. მარკოს როხომ მატჩი ბოლო წუთამდე ითამაშა, ანხელ დი მარია მწვრთნელმა 86-ე წუთზე, ალვარესით შეცვალა, მანამდე კი "იუნაიტედის" ახალ წვეულმა გაიბრწყინა - დი მარიას ანგარიშზე სამი ასისტი და ერთი გოლია! ანხელმა ყველა გატანილ გოლში მიიღო მონაწილეობა: მე-20 წუთზე აგუეროს გაუკეთა საგოლე პასი, 40-ზე ლამელას, 48-ზე ფერნანდესს, 50-ზე კი თავად დალაშქრა გერმანელთა კარი. ამრიგად, "მანჩესტერელთა" წლის ალბათ საუკეთესო შენაძენმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა რა შეუძლია.

ინგლისმა ამხანაგური მატჩი ნორვეგიის ნაკრებთან გამართა. მასპინძებმა ნორვეგიელების დამარცხება მინიმალური ანგარიშით, 1-0 მოახერხეს, ერთადერთი გატანილი გოლი კი ნაკრების ახალი კაპიტნის, უეინ რუნის ანგარიშზეა. 68-ე წუთზე საჯარიმოში შესულმა სტერლინგმა პენალტი მოიპოვა, რუნიმ კი ზუსტი დარტყმით მეკარეს შანსი არ დაუტოვა. გოლის გატანიდან ორი წუთის შემდეგ ის ყოფილმა "მანჩესტერელმა", დანი უელბეკმა შეცვალა. მატჩი სრულად ჩაატარა ფილ ჯონსმა.

გერმანია – არგენტინა 4:2

გოლები: 0:1 აგუერო (17), 0:2 ლამელა (30), 0:3 ფერნანდესი (48), 0:4 დი მარია (50), 1:4 შურლე (52), 2:4 გიოტცე (78).
გაფრთხილებები: დემიჩელისი, დრაქსლერი, პოდოლსკი
მსაჯი: ბიონ კუპერსი.

შემადგენლობები:

რუნიმ და დი მარიამ გაიბრწყინეს


ინგლისი – ნორვეგია 1:0
სტადიონი: ლონდონი, "უემბლი"
გოლები: 1:0 რუნი (69)
მსაჯი:

შემადგენლობები:
რუნიმ და დი მარიამ გაიბრწყინეს

მიმოხილვები
21 კომენტარი
№21
ავტორი: Berba 9
4 სექტემბერი 2014 18:50
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
დიმკააა !!! ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენია მაინც :)))

პირველ სურათში ეუბნება, ყოფას გიტირებთო, ჯერ სად ხართო. "სიტის" ფეხბურთელებს ანუ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top