სულ ცოტა ხნის წინ დორტმუნდის "ბორუსიას" ვებ–გვერდმა ოფიციალურად დაადასტურა შინჯი კაგავას ტრანსფერი. დორტმუნდელებმა იაპონელ ფეხბურთელში 8 მილიონი ევრო გადაიხადეს და 4 წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.
შეგახსენებთ, რომ შინჯი კაგავა "მანჩესტერ იუნაიტედში" 2012 წელს "ბორუსიადან" გადავიდა . "წითელ ეშმაკებს" ეს ტრანსფერი 17 მილიონი გირვანქა დაუჯდათ. იაპონელმა კლუბში სულ 57 მატჩი ჩაატარა და 6 გოლის გატანა მოახერხა.