თბილისი:
მანჩესტერი:
13-08-2014, 09:21
ავტორი: Shako Jones,
ნანახია: 2636,
კომენტარები: 25
ახალი კაპიტანი: უეინ რუნი!
ვან გაალმა "იუნაიტედის" ახალი კაპიტანი დაასახელა
ახალი კაპიტანი: უეინ რუნი!
ლუი ვან გაალმა განაცხადა რომ უეინ რუნი გახდება "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი კაპიტანი, ხოლო ფლეტჩერი ვიცე–კაპიტანი.

"ჩემთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კაპიტნის არჩევა. უეინმა აჩვენა შესანიშნავი დამოკიდებულება ყველაფერზე რასაც ის აკეთებს. მისმა პროფესიონალიზმა და საქმისადმი მიდგომამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის დიდი შთაგონების წყაროა გუნდის ახალგაზრდა წევრებისთვის და მე მჯერა, რომ იგი მთელ თავის სულს და გულს ჩადებს კაპიტნის როლში. დარენ ფლეტჩერი გახდება ვიცე კაპიტანი. ის არის ნამდვილი ლიდერი და იქნება კაპიტნის როლში როცა რუნი არ ითამაშებს. დარენი ძალიან გამოცდილია და ძალიან პოპულარულია გასახდელში. ვიცი რომ იგი კარგად იმუშავებს უეინთან ერთად."

უეინ რუნი: "ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის დიდი პატივია – დასახელდე ასეთი დიდი გუნდის კაპიტნად. ეს ის როლია, რომელსაც ყოველთვის დიდი სიამაყით შევასრულებ. გუნდური სულისკვეთება ყოველთვის მაღალია გასახდელში და ძალიან მადლიერი ვარ, რომ მწვრთნელი მენდობა. მოუთმენლად ველი პირველ მატჩს კაპიტნის სამკლაურით და მჯერა, რომ ამ შეხვედრას აუცილებლად მოვიგებთ"

დარენ ფლეტჩერი: "მოხარული ვარ, რომ დავსახელდი, როგორც ვიცე კაპიტანი. ეს არის ძალიან საამაყო მომენტი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. მე და უეინი ყოველთვის კარგად ვმუშაობდით ერთად კლუბისთვის და გავაგრძელებთ ამას ჩვენ–ჩვენ როლებში. მინდა მადლობა გადავუხადო მწვრთნელს ამ ნდობისთვის."

წყარო : Manutd.com
ახალი ამბები
25 კომენტარი
№21
ავტორი: ელენე
13 აგვისტო 2014 14:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 279
RedTeen,
ფლეტჩერი იმ თამაშში იქნება კაპიტანი, რომელშიც რუნი არ ითამაშებს.
0
№22
ავტორი: RedTeen
13 აგვისტო 2014 14:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ელენე,
ვიცი.. :დდ უცებ მეგონა კარიერას რომ დაასრულებს მერე გახდება კაპიტანიო და მაგიტომ ვთქვი.. :დდ ახლა მივხვდი რაც იგულისხმა.. :დ
0
№23
ავტორი: Manchester_M
13 აგვისტო 2014 15:35
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
კაია გამისწორდა :) წარმატებები შრეკ <3
0
№24
ავტორი: lefty
13 აგვისტო 2014 18:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
ყველა პონტში ეს უნდა ყოფილიიყო
0
№25
ავტორი: LizarD
13 აგვისტო 2014 23:18
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
დამსახურებულად, ვულოცავ ვაზას.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top