თბილისი:
მანჩესტერი:
25-11-2012, 01:15
ავტორი: Esi,
ნანახია: 1574,
კომენტარები: 11
KinG oF ComeBacKs
საგა ComeBacK-ებზე მანჩესტერ იუნაიტედის მონაწილეობით გრძელდება...
KinG oF ComeBacKs
მაშ ასე გაიმართა კიდევ ერთი პრემიერ ლიგული ტური,სადაც ერთმანეთს მანჩესტერ იუნაიტედი და ქუინს პარკ რეინჯერსი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.როგორც უკვე მანჩესტერ იუნაიტედმა მიაჩვია ფეხბურთის მოყვარულები ამ მატჩშიც წითელი ეშმაკები მარცხდებოდნენ,მაგრამ ჩვეულ სტილში ისევ შესძლეს კიდევ ერთი შეხვედრის მოგება..

ამ სეზონში მანჩესტერ იუნაიტედი 9-ჯერ მარცხდებოდა პრემიერ ლიგაში,მაგრამ აქედან 6-ჯერ მოახერხა თამაშის მოგება.ხოლო ჩემპიონთა ლიგაში 4 შეხვედრაში მარცხდებოდა სერ ალექს ფერგიუსონის გუნდი,მაგრამ აქედან 3 შეხვედრის მოგება შესძლეს.

საბოლოო ჯამში 15 შეხვედრიდან,სადაც წითელი ეშმაკები მარცხდებოდნენ 9 მატჩში შესძლეს შეხვედრის თავიანთ სასარგებლოდ დასრულება.

ამ სტატიაში შემოგთავაზებთ იმ შეხვედრებს,სადაც მანჩესტერ იუნაიტედი მარცხდებოდა,მაგრამ საბოლოო ჯამში მოახერხა გამარჯვება...


მანჩესტერ იუნაიტედი 3-2 ფულჰემი | 25 აგვისტო;2012 წელი

პირველ ტურში ევერტონთან 1-0 განცდილი მარცხის შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედმა სახლში ფულჰემს უმასპინძლა და მატჩის დასაწყისისათვის მარცხდებოდა კიდეც,მაგრამ შეხვედრის მე-11 წუთზე მანჩესტერ იუნაიტედის ახალმა შენაძენმა რობინ ვან პერსიმ წონასწორობა აღადგინა.

34-ე წუთზე ამჯერად მანჩესტერ იუნაიტედის იაპონელმა ახალწვეულმა შინჯი კაგავამ წინ გაიყვანა წითელი ეშმაკები,რასაც ზუსტად 7 წუთში ბრაზილიელი მარჯვენა მცველ რაფაელ და სილვას გოლი მოჰყვა და შესვენებაზე მანჩესტერელები ორ ბურთიანი უპირატესობით გავიდნენ,ხოლო მეორე ტაიმში ერთადერთი დასამახსოვრებელი ის გახლდათ,რომ ფულჰემმა ანგარიშის შემცირება მოახერხა. 64-ე წუთზე ნემანია ვიდიჩმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და სხვაობა შეამცირა,მაგრამ ეს აღმოჩნდა საბოლოო ანგარიში ამ შეხვედრაში.





საუთჰეპტონი 2-3 მანჩესტერ იუნაიტედი | 2 სექტემბერი;2012 წელი

ეს მატჩი საუკეთესო აღმოჩნდა წითელი ეშმაკების ახალწვეულ რობინ ვან პერსისათვის,რომელმაც პირველი მანჩესტერული ჰეთ-თრიკი შეასრულა.
23 წუთისათვის მანჩესტერელები მინიმალური ანგარიშით მარცხდებოდნენ,მაგრამ 23-ე წუთზე რობინ ვან პერსიმ წონასწორობა აღადგინა.მაგრამ ამ შეხვედრაში წინ ისევ საუთჰეპტონი გავიდა,რასაც შემდეგ რობინ ვან პერსის კიდევ ორი გოლი მოჰყვა და მატჩის საბოლოო ანგარიში 2-3 წითელი ეშმაკების სასარგებლოდ.





ლივერპული 1-2 მანჩესტერ იუნაიტედი | 23 სექტემბერი; 2012 წელი

პირველი ტაიმის უგოლო ფრის შემდეგ ფეხბურთელები უფრო დიდvი მონდომებით შეხვდნენ მეორე ტაიმს,რამაც შედეგი გამოიღო და მეორე ტაიმის დასაწყისისთვის 10 კაციანმა ლივერპულმა შესძლო ამ მატჩში დაწინაურება,მაგრამ მალევე ბრაზილიელმა მცველმა რაფაელმა გაათანაბრა ანგარიში,ხოლო მატჩის მიწურულისკენ ანტონიო ვალენსიას საჯარიმოში წაქცევისათვის დანიშნული პენალტი ზუსტად გამოიყენა ჰოლანდიელმა რობინ ვან პერსიმ და მატჩის საბოლოო ანგარიში 1-2 დააფიქსირა იუნაიტედის სასარგებლოდ.




კლუჟი 1-2 მანჩესტერ იუნაიტედი(ჩემპიონთა ლიგა) | 2 ოქტომბერი; 2012 წელი

პირველ ტურში გალათასარაისთან შინ მინიმალური ანგარიშით გამარჯვების შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედი კლუჟს ესტუმრა და პირველივე ტაიმში მარცხდებოდა,მაგრამ რობინ ვან პერსიმ ჯერ გაათანაბრა ანგარიში,ხოლო შემდეგ მატჩში საბოლოო ანგარიში 1-2 მანჩესტერ იუნაიტედის სასარგებლოდ დასვა.




მანჩესტერ იუნაიტედი 4-2 სტოკ სიტი | 20 ოქტომბერი ; 2012 წელი

მანჩესტერ იუნაიტედი არ წყვეტდა ქამბექების სერიებს და არც ეს მატჩი იყო გამონაკლისი.მე-11 წუთისთვის სტოკი წინ გავიდა,მაგრამ შემდეგ უეინ რუნიმ შესძლო წონასწორობის აღდგენა,ამის შემდეგ ჯერ ტაიმის მიწურულს ვან პერსიმ 2-1 გახადა ანგარიში,ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისისთვის დანი უელბეკმა ორ ბურთიანი უპირატესობით გაიყვანა წითელი ეშმაკები წინ,ამის შემდეგ სტოკმა ანგარიში შეამცირა,მაგრამ საბოლოო წერტილი ამ შეხვედრაში უეინ რუნიმ დასვა 4-2.




მანჩესტერ იუნაიტედი 3-2 ბრაგა(ჩემპიონთა ლიგა) | 23 ოქტომბერი; 2012 წელი

სტუმრები მატჩის პირველ ტაიმში ალანის დუბლის წყალობით 0-2ს ამარცხებდნენ მეტოქეს,მაგრამ ჯერ იყო და ხავიერ ერნანდესმა იგივე ჩიჩარიტომ შეამცირა სხვაობა,ხოლო შემდეგ ჯონი ევანსმა გაათანაბრა წონასწორობა და მატჩის საბოლოო წერტილი ისევ და ისევ ხავიერ ერნანდესმა დასვა 3-2 მანჩესტერ იუნაიტედის სასარგებლოდ.




ბრაგა 1-3 მანჩესტერ იუნაიტედი(ჩემპიონთა ლიგა) | 2 ნოემბერი; 2012 წელი

როგორც ამ გუნდების წინა შეხვედრაში ამ შეხვედრაშიც ალანმა ანგარიში გახსნა და წინ გაიყვანა პორტუგალიელები,მაგრამ მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოსულმა რობინ ვან პერსიმ წონასწორობა აღადგინა,რასაც შემდეგ უეინ რუნისა და ხავიერ ერნანდესის გოლები მოჰყვა და წითელმა ეშმაკებმა 1-3 იმარჯვეს.




ასტონ ვილა 2-3 მანჩესტერ იუნაიტედი | 10 ნოემბერი;2012 წელი

ამ მატჩის გმირი კი შეცვლაზე შემოსული ხავიერ ერნანდესი იგივე ჩიჩარიტო გახლდათ,რომელმაც 2 გოლი გაიტანა,ხოლო ერთი მისი დარტყმის შემდეგ ასტონ ვილელ მცველს მოხვდა და კარის ბადეში გაეხვა.

ყველაფერი იმით დაიწყო,რომ ასტონ ვილა მეორე ტაიმის მეორე ნახევრისაკენ კი ხავიერ ერნანდესმა შეუძლებელი შესძლო და დარჩენილ წუთებში 3გოლის გატანა მოახერხა,რითიც მანჩესტერ იუნაიტედს ამ სეზონში ერთ-ერთი ყველაზე ურთულესი ქამბექი გააკეთებინა.





მანჩესტერ იუნაიტედი 3-1 ქუინს პარკ რეინჯერსი | 24 ნოემბერი; 2012 წელი

დღევანდელ შეხვედრაში კი,როგორც მოსალოდნელი იყო ქუინს პარკ რეინჯერსის გოლის შემდეგ,რომელიც მეორე ტაიმში გავიდა ყველა მოელოდა მანჩესტერ იუნაიტედის კიდევ ერთ ქამბექს,რომელიც კლავ შესდგა.

ჯერ იყო და ჯონი ევანსმა ანგარიში გაათანაბრა,ხოლო შემდეგ დარენ ფლეტჩერმა წინ გაიყვანა წითელი ეშმაკები და რაღა თქმა უნდა წერტილი შეცვლაზე შემოსულმა ხავიერ ერნანდესმა დასვა,რომელმაც თავის კლუბს მორიგი სამი ქულა და მორიგი ქამბექი მოუტანა.




სპეციალურად ReDarmY.Ge-სთვის მოამზადა გოგიტა"Esi"ესიავა-მ
სტატიები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Jubo
25 ნოემბერი 2012 15:24
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ასტონ ვილასთან და საუთჰემპტონთან ყველაზე მაგარი იყო love
საღოლ ავტორ good2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top