თბილისი:
მანჩესტერი:
30-07-2014, 13:25
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2959,
კომენტარები: 13
ვან გაალის ვრცელი ინტერვიუ Daily Mail-თან
Daily Mail-ის ჟურნალისტმა ინტერვიუ აიღო ლუი ვან გაალისგან
ვან გაალის ვრცელი ინტერვიუ Daily Mail-თან
რას ნიშნავს თქვენთვის პრემიერ-ლიგაში ძალების მოსინჯვა?


მე ბევრი ქვეყნიდან მქონდა შემოთავაზება, მაგრამ სწორედ ინგლისში მსურდა ჩემი კარიერა გამეგრძელებინა. ჩემი კარიერა დასასრულს უახლოვდება, რადგან უკვე 62 წლის ვარ. სწორედ ამის გამო მოვინდომე ძალების პრემიერ-ლიგაში მოსინჯვა და აღმოვჩნდი "მანჩესტერ იუნაიტედში.


როგორ განაცხადეთ, რომ ინგლისში აპირებდით კარიერის გაგრძელებას?


ამის შესახებ პრეს-კონფერენციაზე განავცხადე, როდესაც ჯერ კიდევ ჰოლანდიის ნაკრების მწვრთნელი ვიყავი. პრესა უკმაყოფილო დარჩა ჩემი განცახდებით და ხშირად მესმოდა ის, რომ მე ეს არ უნდა მეთქვა მსფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ. მაგრამ ეს ყველაფერი სისულელეა. მე კარგად ვიცი რასაც ვაკეთებ!


ვან გაალის ვრცელი ინტერვიუ Daily Mail-თან


შეგიძლიათ თქვათ, რომ "იუნაიტედის" ჩაბარებით ოცნება აისრულეთ?


ვერ გეტყვით, რომ თავი სიზმარში მგონია, რადგან უკვე 62 წლის ვარ და უკვე წყნარად ვუყურებ ყველაფერს. "იუნაიტედი" ერთადერთი კლუბი არ იყო ინგლისში ვინც ჩემით ინტერესდებოდა. კიდევ იყო, მაგალითად "ტოტენჰემი". მაგრამ ძალიან მიხარია, რომ სწორედ "იუნაიტედი" ავირჩიე. ეს დიდებული კლუბია, რომლის ჩაბარებაც ნებისმიერ მწვრთნელს სურს.


როგორ თვლით, რატომ ხართ ხალხის თქმით "იუნაიტედისთვის" ზედ გამოჭრილი სპეციალისტი?


დიდი გამოცდილება მაქვს, რადგან ბევრ დიდ გრანდში მიმიღწევია წარმატებისთვის. ახლა უფრო ადვილად ვუყრებ ყველაფერს, ვიდრე მაშინ, როდესაც პირველად ესპანეთში გავემგზავრე. მაშინ ესპანური არ ვიცოდი. ახლა კი ინგლისურად ვლაპარაკობ, მაგრამ ძალიან კარგად არ გამომდის. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ხალხს ჩემი ესმის. ყოველთვის ისეთ ქვეყნებს ვირჩევ, რომლის ენასაც ადვილად ვისწავლი, რადგან ხალხთან ურთიერთობა აუცილებელია. აი ეს არის ჩემი შესაძლებლობები. მაგრამ თუ რატომ ამირჩია მე კლუბმა, ეს ედ ვუდვორდს და ხელმძღვანელობას ჰკითხეთ.


ვან გაალის ვრცელი ინტერვიუ Daily Mail-თან


როგორ ფიქრობთ, გასულ სეზონში მეშვიდე ადგილის დაკავების შემდეგ უფრო გაგიადვილდებათ საკუთარი თავის წარმოჩენა, თუ ეგრევე სერ ალექსის შემდეგ, რომ ჩაგებარებინათ "იუნაიტედი"?


მე ასე არ ვფიქრობ, რადგან ეს კლუბი ყოველთვის ჩემპიონობისთვის იბრძვის. თუ შენ მეშვიდე ადგილზე დაასრულებ სეზონს ესე იგი რაღაც რიგზე არ არის.

როდესაც "ბარსელონა" ჩავიბარე ბობი რობსონის ადგილას მოვედი, რომელმაც მის ბოლო სეზონში კატალონიელებთან ერთად სამი ტიტული მოიგო. ჩემს ხელში ჩემპიონი გუნდი აღმოჩნდა. მეორეს მხრივ, როდესაც 2012 წელს ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები ჩავიბარე, გუნდი მთლიანად დაშლილი გახლდათ. მეორე შემთხვევაში უფრო რთული იყო მუშაობა, მერწმუნეთ.


ადრე იწერებოდა, რომ თქვენ "იუნაიტედი" 90-იან წლებში უნდა ჩაგებარებინათ? კლუბი მართლა მოლაპარაკებებს მართავდა თქვენთან?


არა, არა და კიდევ არა! ეს უბრალოდ ჭორები იყო, რომ თითქოსდა სერ ალექსი მიდიოდა.


რამდენი ხანი დაგჭირდებათ "დანგრეული" გუნდის ფეხზე დასაყენებლად?


როდესაც გუნდი მეშვიდე ადგილზე გადის, ფეხბურთელები თავდაჯერებულობას კარგავენ, მაგრამ ახალ გუნდში ახალი მწვრთნელია და მოთამაშეებიც ყველაფერს ცდილობენ, რომ თავი მომაწონონ. ვცდილობ თამაშის ახალ მოდელს შევაჩვიო, მაგრამ ეს მათთვის მარტივი არ არის. მათ პრესინგის დროს თავდაჯერებულად უნდა იმოქმედონ და სწრაფი გადაწყვეტილებები მიიღონ. ამის სწავლა არც ისე ადვილია.


ვან გაალის ვრცელი ინტერვიუ Daily Mail-თან


რა უფრო სასიამოვნოა, გამარჯვებებს მიაღწიოთ თქვენი აღზრდილი ფეხბურთელებით, თუ ნაყიდი ფეხბურთელებით?


კლუბის აღზრდილმა ფეხბურთელებმა კლუბის ისტორია კარგად იციან, მიჩვეულები არიან ატმოსფეროს. მაგრამ თუ სხვა ქვეყნიდან იყიდი ფეხბურთელს შეიძლება ის გუნდს ვერ შეეგუოს და ამის გამო მწვრთნელის დავალებებიც ვერ შეასრულოს.


გაწუხებთ თუ არა ის ფაქტი, რომ მანჩესტერში თქვენი გყავთ ისეთი ძლიერი კონკურენტი როგორიც "სიტია"?


არა, არ მაწუხებს. მოწინააღმდეგეების გეოგრაფიული მდებარეობა ნამდვილად არ მაღელვებს.


რას ფიქრობთ სიტის წარმატებაზე, ბოლო სამი წლის განმავლობაში?


გასაკვირია, რადგან არც თუ ისე დიდი ისტორიის მქონე კლუბმა ასეთი დიდი პროგრესი განიცადა. ისინი ჩვენს კართან არიან და ეს ძალიან მომწონს. "იუნაიტედს" კონკურენცია უფრო აძლიერებს.


ვან გაალის ვრცელი ინტერვიუ Daily Mail-თან


ალბათ მოუთმენლად ელით ჟოზე მოურინიოსთან შეხვედრას?

არა!. მინდორზე "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი" შეხვდებიან და არა ლუი და ჟოზე.


ის ცნობილია თავისი "ჭკვიანური სვლებით". როგორ გაუმკლავდებით მას?

ჩემთან მას ეს არ გაუვა!


ახდენს თუ არა ზეწოლას თქვენზე ის ფაქტი, რომ სერ ალექსი უნდა შეცვალოთ?

თუ კლუბმა ჩათვალა, რომ ამის გაკეთება შემიძლია, მაშინ ეს ასე იქნება.


რას გრძნობთ, როდესაც ფერგის გადარებენ?

ძალიან მსიამოვნებს ამხელა დონის სპეციალისტს, რომ მადარებენ. ეს ჩემთვის დიდ და კარგ კომპლიმენტად ითვლება.


წყარო:http://redevils.ru
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Amanda Seyfried
30 ივლისი 2014 17:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
მაგრი კაცია და უკვე ეტყობა გუნდს ხელი, აბა შენ იცი ლუი winked
0
№12
ავტორი: Best 7
30 ივლისი 2014 17:48
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Jose dagerxa bichoo
0
№13
ავტორი: N.Vidic
30 ივლისი 2014 22:55
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 90
მაგარი კაცი ხართ ბოსს winked
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 2008 წელი ... მოსკოვი ... ეს დაუვიწყარია <3

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top