თბილისი:
მანჩესტერი:
26-07-2014, 16:48
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2503,
კომენტარები: 16
ქლევერლი: "მე ვან გაალის სისტემისთვის იდეალური ვარ"
ინგლისელი ნახევარმცველი მომავალს იმედის თვალით უყურებს...
ქლევერლი:
ტომ ქლევერლი ფიქრობს, რომ იგი იდეალურია ვან გაალის სისტემისთვის და იმედი აქვს მალე გახდება ჰოლანდიელი მწვრთვნელის აუცილებელი "ბერკეტი".

დენვერში გამართულ კონფერენციაზე, ინგლისელმა ნახევამრცველმა განაცხადა: "მე ვუყურებდი ვან გაალის ჰოლანდიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე და ვფიქრობ რომ მე ამ სტილის ფეხბურთელი ვარ."

24 წლის ინგლისელი მკაცრად იყო გაკრიტიკებული გასულ წელს მთელი სეზონის განმავლობაში, მაგრამ თავად ტომმა თავის თავს განტევების ვაცი უწოდა და აღნიშნა, რომ სულ ტყუილად აბრალებენ მას "იუნაიტედის" წარუმატებელ სეზონს.

მიუხედავად ყველაფრისა, ქლევერლის სჯერა რომ მალე მოახდებს ადაპტირებას ვან გაალის ახალ სისტემაზე და დაამატა რომ: "მე უნდა წარმოვაჩინო საკუთარი თავი ვარჯიშებზე და უფრო მეტად მატჩებზე. ვფიქრობ რომ გუნდში ჩემი ადგილი არის, მაგრამ ამის დამტკიცებაა საჭირო."

"მე კარგი დასვენება მოვიწყე და ენერგია სრულად აღვიდგინე. ახლა კი უკან დავბრუნდით ყველანი და ბოსზე შთაბეჭდილების მოხდენას ვცდილობთ. ვიცით თუ რა სურს მას - ზუსტი პასები და დროული გადაადგილება. ის გასაგებად გვიხსნის ყველაფერს და ჩვენც კარგი ჯგუფი ვართ, რომლებიც დიდი სიამოვნებით ვსწავლობთ მისგან. ჩვენ სტარტი კარგად დავიწყეთ და ახლა კი შევამოწმებთ თუ როგორ განვაგრძობთ სვლას..." - დაასრულა ქლევერლიმ.

წყარო: FTBPro
ახალი ამბები
16 კომენტარი
№11
ავტორი: Manchester_M
26 ივლისი 2014 18:19
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
თუ ვინმე ახალი არ დავიმატეთ ამის გაშვება უაზრობა იქნება იმის გათვალისწინებითაც რომ კერიკი ტრამვირებულია იმედია მართლა ათამაშდება თორე ცუდათ იქნება საქმე :)
0
№12
ავტორი: GeorgeBest
26 ივლისი 2014 19:24
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რით ვერ მიხვდა რო ეს გუნდი ამისთვის ზედმეტად კარგია და აქ არაა ამისი ადგილი
0
№13
ავტორი: Shako Jones
26 ივლისი 2014 22:37
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
უნამუსო ვიყო ეს ყველაზე დიდი დიშლაა გუნდში. იანგი ნიჭიერია ყველაფერს ვფიცავარ და უფრო გაქაჩავს !!!
0
№14
ავტორი: manutd---10
26 ივლისი 2014 23:42
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 225
აქაა ამისი ადგილი, ისედაც არავინ არ მოდის, ეს ათამაშდება აი ნახავთმ. შანსი დღეს მიეცემა და გამოიყენებს, უკვე ფლეთჩერი და ქერიქი დაბერდნენ, იმათ ეს აჯობებს წელს.
0
№15
ავტორი: temo-scholes
27 ივლისი 2014 00:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
Matavaria shedegi pirvelrigshi da eg luim uket icis visit sheidzleba misi migweva...;)

Matavaria shedegi pirvelrigshi da eg luim uket icis visit sheidzleba misi migweva...;)
0
№16
ავტორი: Goginashvili777
31 ივლისი 2014 01:44
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
კარგით რა , შარშანდელი სეზონი რუნის გარდა აბსოლიტურად სუ ყველა 22 ვე ფეხბურთელმა ჩააგდო .. და რაღა ამ საცოდავს გადაეკიდნენ ??
ფერგი ამ კაცში ხედავს კარგ ტიპიურ გამთამაშებელს და ეს ასეც იქნება !!
რომდენიმე მატჩი ფორმის აღსადგენად, რამდენიმე ვან გაალის შეგინება, რამდენიმე კოშმარული ღამის გადატანა რათა დაივიწყოს მოიესი და აი ნახეთ თუ ეს ქერა ცისფერთვალება ყმაწვილი არ ათამაშდეს :) აბა იყავით 34 წლის ფლეტჩერზე და კერიკზე :) ან 21 წლის ბილბაოდან ნაყიდ ერერაზე :))) ან კიდე იოცნებეთ პოგბას დაბრუნებაზე :))))
ქლევერლი დაბრუნდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top