თბილისი:
მანჩესტერი:
21-07-2014, 21:21
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2107,
კომენტარები: 12
რობსონის აზრით კაპიტანი პერსი გახდება
ბრაიან რობსონი თვლის, რომ ლუი თავის კაპიტანს არ შეიცვლის.
რობსონის აზრით კაპიტანი პერსი გახდება
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი, ბრაიან რობსონი მიიჩნევს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" მომავალ სეზონში რობინ ვან პერსი უკაპიტნებს.

ამ ზაფხულს "იუნაიტედი" ნემანია ვიდიჩს განშორდა, რის გამოც "იუნაიტედის" ახალ მწვრთნელს მოუწევს კაპიტნის სამკლაურს ახალი პატრონი მოუძებნოს.

სავარაუდო კანდიდატებს რობინ ვან პერსი, უეინ რუნი და მაიკლ კერიკი წარმოადგენენ. "იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი, ბრაიან რობსონი, რომელმაც 13 წელი გაატარა "ოლდ ტრაფორდზე" და გუნდს კაპიტნობდა კიდეც, ფიქრობს, რომ ლუი ვან გაალი თავის თანამემამულეს აირჩევს.

"რობინი ჰოლანდიის ნაკრებშიც მისი კაპიტანი იყო, ამიტომ არჩევანი ნათელია. გაოცებული დავრჩები, თუ სამკლაურს რობინს არ გადასცმეს." - განაცხადა რობსონმა Press Association -თან ინტერვიუში.

fapl.ru
სიახლეები, ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: don_vini
22 ივლისი 2014 12:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
სამართლიანი იქნება რომ რუნი იყოს კაპიტანი.უკვე 10 წელია გუნდშიადა მგონი იმსახურებს კაპიტნობას.თან ლიდერის ფუნქციებით არის დაჯილდოვებული.თან უბრალოდ ძალაინ მიდნა რუნიმ გამოიყვანოს ხოლმე გუნდი:) არ მიდნა რა ჰოლანდიელი კაპიტნად!!!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№12
ავტორი: salome-rooney
23 ივლისი 2014 01:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 111
არ გამიკვირდება რომ გაალმა პერსი დააყენოს კაპიტნად, რადგან მას მასთან კარგი ურთიერთობა აქვს, მაგრამ ეს უსამართლობა იქნება, რადგან რუნი არის ჩემთვის და ბევრი თქვენგანისთვისაც ალბათ მანჩესტერის ღირსეული კაპიტანი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top