თბილისი:
მანჩესტერი:
12-10-2012, 17:36
ავტორი: ViDa,
ნანახია: 3146,
კომენტარები: 13
ხანდახან ჭინჭარი შიშველი ხელებით უნდა მოთხარო
შესაძლოა ეს კარგი იყო გუნდისათვის, მაგრამ არა როი კინისთვის!
ხანდახან ჭინჭარი შიშველი ხელებით უნდა მოთხარო
2005/06 სეზონი მანჩესტერისათვის საშინლად დაიწყო. ამის მთავარი მიზეზი ჯორჯ ბესტის სიკვდილი იყო. უეცრად ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე რისკის ქვეშ აყენებდა თავის ჯამრთელობას გარდაიცვალა. ალკოჰოლისაგან დაავადებულმა ჯორჯმა ღვიძლის გადანერგვის შემდეგაც ვერ შეძლო თავის დანებება სასმელზე. იმის მიუხედავად, რომ ბესტს აფრთხილებდნენ, თუ რამხელა რისკი იყო მისთვის ალკოჰოლი და შეეძლო მისი მოკვლა, იგი მაინც თავისას აგრძელებდა და სიკვდილი აირჩია. მისმა სიკვდილმა შოკში ჩააგდო ოლდ ტრაფორდი და მთელი მანჩესტერი. მანჩესტერის ოჯახის ერთ-ერთი წევრის გარდაცვალების შემდეგ, გუნდიდან თითქოს ისტორიის ერთი ნაწილი აორთქლდა. მწუხარება და პესემიზმი ბესტის გარდაცვალების შემდეგ, დიდ პრობლემად იქვა. ჟოზე მაურინიო და ჩელსი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ. დიდი რაოდენობით თანხის დახარჯვის შემდეგ მაურინიომ განაახლა გუნდი, რომელიც ახლახან ინგლისის ჩემპიონი იყო. ყველასთვის გასაგები იყო, რომ ჩელსის არაფერი არ აინტერესებდა თასის გარდა. მაურინიომ ყველაფერი დაისაკუთრა, ყველა ინფორმაცია, მხოლოდ მასზე იწერებოდა. რომელ გაზეთშიც არ უნდა ჩაგეხედა ყველგან მისი სურათები იყო. პარალელურად ფეხბურთან ერთად გაზეთები აქვეყნებდნენ ჟოზეს ქცევებს: რომელ მწვრთნელს ეკამათა და რომელ მსაჯს ეჩხუბა. ეს მაურინიოს დრო იყო. მაშინ გეგონებოდა, თითქოს ფერგიუსონი თანდათან ხდებოდა გუშინდელ ადამიანად და მანჩესტერი გუშინდელ გუნდათ. სმიმ ამასობაში ჩამოწერა ფერგიუსონი წარმატებულ მწვრთნელებთაგან, რასაც ისინი ხშირად აკეთებენ ხოლმე. 2005 წლის შემოდგომა შესაძლოა ყველაზე დაძაბული იყო ფერგიუსონისათვის. ექსპერთები მსჯელობნდნე შეძლებდა თუ არა ფერგიუსონი გუნდის ჭაობიდან ამოყვანას. აქ მინდა ავღნიშნო, რომ ნებისმიერი ადგილი პირველის გარდა ჭაობად ითვლება იუნაიტედის გულშემატკივრებისათვის. ძირითადად პრობლემები როი კინის გამო ჰქონდა გუნდს. უფრო სწორედ, მისი არ ყოფნის გამო. ტრავმების გამო იგი იშვიათად გამოდიოდა მოედანზე და ვერანაირად ვერ ეხმარებოდა საკუთარ გუნდს. მწვრთნელმა ყველანაირი ვარიანტები გამოიყენა. შემოდგომის დასასრულში გაირკვა, რომ ჯემბა-ჯემბა და კლებერსონის შეძენა ძალიან დიდი შეცდომა იყო. ვერც ხუან ვერონი გამოადგა გუნდს. სელტიკიდან გადმოსული ლაიამ მილერი გამოჩნდა და იქვე გაქრა იუნაიტედიდან, როგორც "ელვა გაზაფხულის საღამოს"- იგი უკვე ალბათ აღარავის აღარ ახსოვს მანჩესტერის ფორმაში. პოლ სქოულზის არ ყოფნაში ფერგიუსონს ისღა რჩებოდა, რომ როი კინის ადგილზე რაიან გიგზი დაეყენებინა და დამხმარეთ ხან ჯონ ოშის (მცველს) და ალან სმიტს (თავდამსხმელს) აყენებდა. ამ დროს კინი შორს იყო გუნდისაგან, შორს იყო ქვეყნისაგან. იგი მკურნალობდა დუბაიში. ყოველი იუნაიტედის თამაში ცუდად მოქმედებდა მასზე-ხარჯავდა უამრავ ნერვებს, ჯამრთელობას იმის ყურებაში, თუ როგორ კარგავდა მისი გუნდი კიდევ ერთ ჩემპიონობას. ერთხელ მას მთელი ორი საათის საშინელების გადატანა მოუწია, როდესაც მანჩესტერი მიდოლსბროს ეთამაშებოდა. როიმ დატოვა პაბი შუა მატჩის დროს, ანგარიში 3-1 იყო მიდოლსბროს სასარგებლოდ. შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 4-1. კინი დუბაიდან სრულიად განადგურებული და გაბრაზებული დაბრუნდა. ერთხელ იგი სავარჯიშო ბაზაზე წავიდა, რომ ფეხბურთელებს დალაპრაკებოდა. როდესაც ფეხბურთელები ვარჯიშიდან გასახდელში დაბრუნდნენ მათ იქ კინი დახვდათ და მისალმების ნაცვლად მან ისინი სულ ლანძღა. მან ცალკე კიდევ ისაუბრა გუნდის ახალწვეულზე კიერონ რიჩარდსონზე, რომელმაც ახლახან შეიძინა ბენტლი. კიერონმა გაიგო ყველაფერი რასაც ფიქრობდა მასზე როი კინი. ახალგაზრდა ფეხბურთელს ჯერ არაფერზე არ მიუღწევია და უკვე ფულში ცურავდა. "როგორი ბიჭი ხარ, რიკო?" შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა ახლახან განუცხადა გუნდს, რომ მას დღეიდან რიკო უნდა დაუძახონ. თუ ფეხბურთელები თვლიდნენ, რომ კინმა ასე იმიტომ ილაპარაკა რომ ვინმეზე ჯავრი ეყარა, მაშინი ისინი ძალიან ცდებოდნენ. როდესაც როი მიიწვიეს ''Play the Pundit-ზე" MUTV-ს არხზე, მან თვითოეულ ფეხბურთელს ანალიზი გაუკეთა. "ამ გუნდს აღარაფერი არ გააჩნია. მათ უსვამენ კითხვას და ისინი ვერ პასუხობენ. მე უკვე დავიღალე ამდენი ლაპარაკით, ისინი კი დაიღალენ ჩემი მოსმენით." შემდეგ მან დაასახელა ექვსი ფეხბურთელის გვარი, რომლებიც არაფერში არ ადგება გუნდს. სიაში პირველი ედვინ ვან დერ სარი იყო, შემდეგ დარენ ფლეტჩერი -ფერგიუსონის ფავორიტი ფეხბურთელი. "მასზე ბევრს კარგს ამბობენ შოტლანდიაში, მაგრამ მე ვერაფერს ვერ ვხედავ მასში." ალან სმიტმაც მიიღო თავისი პორცია:"რა უნდა მას საერთოდ ამ გუნდში? დალაყუნობს ამ თავიდან იმ თავში ტყეში დაკარგული ბავშვივით. იგი იმასაც ვერ ხვდება რას აკეთებს." ეს გადაცემა შოკის მომღვრელი იქნებოდა გუნდისათვის, მაგრამ საბედნიეროდ გადაცემა პირდაპირ ეთერში არ მიმდინარეობდა. შემეგ ჩანაწერი დავიდ გილს აჩვენებს, რომელმაც გადაწყვიტა რომ გადაცემა გადაედო. ფერგიუსონმა ყველა ფეხბურთელი მოიწვია, მათ შორის როი კინიც, იმისათვის რომ ჩანაწერზე ერთად ედევნათ ტვალ-ყური. ჩანაწერის ყურების შემდეგ, რამოდენიმე ფეხბურთელს, მათ შოის რიო ფერდინანდიც თვლიდნენ რომ არც თუ ისე ტრაგიკულად იყო საქმე. მაგრამ ფერგიუსონს სულ სხვა აზრი ჰქონდა ამასთან დაკავშირებით. ალბათ ბევრმა იფიქრა, რომ ფერგიუსონს უნდოდა ფეხბურთელები როი კინის წინააღმდეგ დაეპირისპირებია, მაგრამ ასე არ იყო. უკვე პირველივე წუთებიდან ფერგიუსონი იწვებოდა შიგნიდან და შეგეძლოთ გენახათ, თუ როგორ გამოდიოდა ყურებიდან ბოლი. ჩანაწერის დასრულების შემდეგ, ფერგიუსონი წამოხტა და კინის ლანძღვა დაიწყო. ამბობდა, რომ იგი აღარ ფიქრობდა როგორც იუნაიტედის ლიდერი და უთხრა, რომ მან დაკარგა გუნდის გასახთელის გასაღები. კინი არ იქნებოდა კინი, რომ არ შეპასუხებოდა ფერგიუსონს ასეთი გალანზღვის შემდეგ. მანაც გამოძებნა რა ეთქვა მწვრთნელისათვის და თავისი თანაგუნდელებისათვის. როდესაც კარლოს კეირუში ჩაერია და კინს უთხრა გუნდზე ეცა პატივი როიმ იქვე მონახა სათქმელი და განუცხადა, რომ ის გუნდის ზედმეტი თვირთი იყო და უთხრა, რომ მას საერთოდ არ უნდა ელაპრაკა ერთგულებაზე, იმიტომ რომ პირველივე საშუალების დროს მან დატოვა გუნდი და მადრიდის რეალს შეუერთდა, მაგრამ როდესაც დაითხოვეს იქედან იქვე დაბრუნდა მანჩესტერში. ფერგიუსონისათვის ეს ყველაფერი საკმარისი იყო! ან კინი, ან გუნდი! მარასკევს 19 ნოემბერს 2005 წელს ფერგიუსონმა თავის ოფისში დაიბარა ფეხბურთელი და მისი აგენტი. ამ შეხვედრამდე კინმა გასცა ბრძანება რომ გაეთავისუფლებიათ მისი ადგილი გასახდელში. ამიტომ მათი შეხვედრა ფორმალური იყო, მათ ჩამოართვეს ხელი და წარმატება უსურვეს ერთმანეთს. როი კინი, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედის განსახიერება იყო დატოვა გუნდი დილის 9:20-ზე. როი კინის გუნდიდან თახოვამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ფერგიუსონის დაუნდობლობა და სიმკაცრე. გუნდიდან ასეთი ფეხბურთელის გაშვება შეიძლება შევადაროთ, მხოლოდ ოპერაციას გახსნილ გულზე.

"არ იყო ცრემლები, ერთი წვეთიც კი. ბევრი ადამიანი იყო დამწუხრებული ამ ამბავთან დაკავშირებით. ახლობლები, მშობლები და ცოლი მეხმარებოდნენ და მხარში მედგნენ. ჩემთვის ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო. ასე უნდა მომხდარიყო. ეს კარგი გადაწყვეტილება იყო იუნაიტედისათვის, მაგრამ არა როი კინისათვის და შესაძლოა არც ფერგიუსონისათვის, მაგრამ გუნდისათვის უდაოდ ეს კარგი გადააწყვეტილება იყო."-დაწერა როი კინმა საკუთარ წიგნში.

"ხანდახან ჭინჭარი შიშველი ხელებით უნდა მოთხარო"-ასეთი კომენტარი გაუკეთა ფერგიუსონმა როი კინის წასვლას.
სტატიები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Hernandez
15 იანვარი 2013 20:35
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 403
ააააააააააააა
0
№12
ავტორი: Degea1
26 თებერვალი 2013 17:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 206
sagol avtor
0
№13
12 ივნისი 2016 22:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 154
როოოიიიიი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ თუ მე ვიცი რა არის სიყვარული, ეს მხოლოდ შენი დამსახურებაა მანჩესტერ !!!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top