"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რომ კლუბის ბრაზილიელი ნახევარმცველმა, ანდერსონმა ტრავმა მიიღო. სწორედ ტრავმა გახდა აშშ-ს ტურნეზე ანდერსონის ვერ წასვლის მიზეზი.
ბრაზილიელი კარინგტონში კლუბის ბაზაზე ინდივიდუალურ ვარჯიშებს დაიწყებს და მკურნალობასაც იქვე განაგრძობს.
შეგახსენებთ, რომ სეზონის მეორე ნაწილი ანდერსონმა "ფიორენტინას" რიგებში იჯარის წესით გაატარა.