თბილისი:
მანჩესტერი:
18-07-2014, 14:24
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2675,
კომენტარები: 17
ვინ უნდა დატოვოს კლუბი ?
შებრძანდით სრუალიადში, გაეცანით საიხლეს და მიიღეთ მონაწილეობა გამოკითხვაში.
ვინ უნდა დატოვოს კლუბი ?
გუშინ ლუი ვან გაალი ოფიციალურად შეუდგა საქმიანობას ახალ კლუბში და პირველი ჭორებიც გავრცელდა მის მომავალ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. პირველ პრესკონფერენციაზე ჰოლანდიელი ზოგადი პასუხებით შემოიფარგლა, თუმცა მანამდე გავრცელდა იმ ფეხბურთელთა სია, რომელიც ვან გაალს არ სურს რომ ჰყავდეს საკუთარი გუნდის რიგებში. ქვემოთ მოცემულია აღნიშნული ფეხბურთელების გვარები და მოღვაწეობა გუნდში. მოდით ერთად გამოვიტანოთ დასვკნა იმსახურებს თუ არა რომელიმე მათგანი "ეშმაკუნების" ლოგოს ტარებას მომდევნო სეზონში.

1. ოლივიერა ანდერსონი
ვინ უნდა დატოვოს კლუბი ?

ოლივიერა ანდერსონი 2007 წელს შეუერთდა გუნდს. ის სერ ალექსის ერთ-ერთი შენაძენია, რომელმაც შოტლანდიელის არჩევანი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, რადგან მისი მოსვლის დღიდან, ოლივიერამ ვერა და ვერ მოახერხა ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვიდრება. გასული სეზონი მან "ფიორენტინაში" გაატარა, თუმცა ვერც იქ წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები.

2. პატრის ევრა
ვინ უნდა დატოვოს კლუბი ?

ანდერსონისგან განსხვავებით, პატრის ევრა მრავალი სეზონის მანძილზე შეუცვლელი ფიგურა გახლდათ "იუნაიტედის" შემადგენლობაში. იგი კლუბს 2006 წელს შეუერთდა და მალევე მოახერხა სერ ალექსის იმედების გამართლება. 2010/11 სეზონების შემდეგ იგი ვიცე-კაპიტნადაც მოგვევლინა, რადგან ყველაზე მეტ დროს სწორედ იგი ატარებდა მოედანზე. მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, "იუნაიტედმა" ახალგაზრდა ფლანგელი ლუკ შოუ დაიმატა, რომელიც ავტომატურად საფხთხეს უქმნის ევრას სათამაშო დროს და მიუხედავად ახლახანს მოწერილი 1 წლიანი კონტრაქტისა, მას "ბებერ ქალბატონებს" უკავშირებენ...

3. მარუან ფელაინი
ვინ უნდა დატოვოს კლუბი ?

მარუან ფელაინი გასულ ზაფხულს შეუერთდა კლუბს "ევერტონიდან". იგი დევიდ მოიესის საყვარელი ფეხბურთელი და პირველი შენაძენი გახდლათ "იუნაიტედის" რიგებში. მიუხედავად მრავალწიანი ერთად მუშაობის გამოცდილებისა, მარუანმა, მსუბუქად რომ ვთქვათ, იმედები ვერ გაამართლა და მის ანგარიშზე ჯერაც 0 გოლია. ლუი ვან გაალის დანიშვნის შემდეგ, გავრცელდა ჭორი, რომ ჰოლანდიელი მის გაყიდვას ითხოვდა. არც ფელაინის პასუხსმა დააყოვნა და განაცხადა, რომ მას დასამტკიცებელი არაფერი ჰქონდა და მის მომავალს მუნდიალის შემდეგ გადაწყვეტდა...

4. ბებე
ვინ უნდა დატოვოს კლუბი ?

ანალოგიური, მაგრამ ცოტათი უფრო მძიმე სიტუაციაა ანდესრონთან შედარებით... ბებე გუნდს 2010 წელს შუერთდა და მას შემდეგ ყოველ წელს არენდის სახით სხვადასხვა გუნდებში "მოგზაურობს". უკანასკნელად იგი პორტუგალიურ "ფერეირაში" გამოდიოდა, სადაც 27 ჩატარებული მატჩიდან 12 გოლის გატანა შეძლო. "წითელი ეშმაკების" მაისურით მის ანგარიშზე 0 გოლია. ამასთანავე მას პოზიციურ კონკურენციას უწევენ ფეხბურთელები: უეინ რუნი, რობინ ვან პერსი, დენი უელბეკი, ხავიერ ერნანდესი და ამომავალი ვარსკვლავი ჯეიმს უილსონი. დიდი ალბათობით და მისივე სურვილით ამ წელს ბებე სამუდამოდ გამოემშვიდობება ოლდ ტრაფორდს...

5. ტომ ქლევერლი
ვინ უნდა დატოვოს კლუბი ?

ზემოთ ჩამოთვლილთაგან განსხვავებით, ტომი "იუნაიტედის" აღზრდილია. იგი 2000 წელს ჩაირიცხა "იუნაიტედის" სკოლის რიგებში და მას შემდეგ "ეშმაკუნების" ღირსებას იცავს. 2009 წლის შემდეგ, იგი განათხოვრებულ იქნა სხვა ინგლისურ კლუბებში, რათა სათამაშო პრაქტიკა მიეღო. (ლესტერი - 2009, ვოთფორდი - 2010, უიგანი - 2011). ალბათ ყველას კარგად ახსოვს მისი დაბრუნება ოლდ ტრაფორდზე. სერ ალექსის თამადობით ყველა დიდ იმედებს ამყარებდა ტომზე. მეტიც უამრავი ადამიანი იყო, რომელიც მას ლეგენდარულ პოლ სქოულზსაც ადარებდა. გასულ სეზონში კი ყველაფერი თავდაყირა დადგა მისთვის. ახლა ფანების უმრავლესობა გამოსავალს მის წასვლაში ხედავს. არავინ იცის რა გახდა მისი კარიერის ასეთი დაღმავლობის მიზეზი, დევიდ მოეისის ქვეშ ხელმძღვანელობა, თუ ვნებიანი შეყვარებული... ალბათ უფრო მეორე, რადგან ალბათ ტომი ძალების დახარჯვას საწოლ ოთახში უფრო ცდილობდა...

6. ნიკ პაუელი
ვინ უნდა დატოვოს კლუბი ?

2012 წელს "იუნაიტედმა" ყველასათვის უცნობი ფეხბურთელი, ნიკ პაუელი დაიმატა "ქრიუ ალექსანდრიიდან". ეს სერ ალექსის მორიგი ინტერესი გახლდათ, რომელმაც 2 ოფოციალური მატჩსი 1 გოლი გაიტანა. მიუხედავად კარგი შთაბეჭდილებისა, მას სერ ალექსი თითქმის საერთოდ არ ენდობოდა და შემდეგ სეზონში განათხოვრებულ იქნა "უიგანში", სადაც 32 მატჩში 7 გოლის გატანა შეძლო. მას აგრეთვე უამრავი დრო გაუცდა ტრავმიანობის გამო. უცნაურია, მაგრამ ამ სიაში პოუელის გვარი მაინც არის, მას ხომ ჯერ არაფერი დაუმტკიცებია იმისთვის რომ დადებითად, ან მითუმეტეს უარყოფითად შევაფასოთ...

7. ნანი
ვინ უნდა დატოვოს კლუბი ?

ლუიშ ნანი - ერთ დროს ფლანგებზე შუეჩერებელი და მომავალი კრიშიანო რონალდუ. რომელმაც ბოლო ხანებში თამაშის ხარისხს საგრძნობლად უკლო. ალბათ ყველას გახსოვთ მისი სადებიუტო და მომდევნო სეზონები, სადაც იგი შორეული დარტყმებით, ფინტებით და გასაოცარი გოლის აღნიშვნებით გვაწონებდა თავს. 2011 წლების შემდეგ, სერ ალექსი თითქოსდა აღარ ენდობოდა პორტუგალიელს. გადამწყვეტ შეხვედრებში მას ერთფეროვან, უფანტაზიო და ამასთანავე შრომისმოყვარე ანტონიო ვალენსიას ამჯობინებდა. ამას დაემატა ტრავმები და უქმად გატარებული დრო, რამაც ხელი შეუწყო ნანის კარიერას წინსვლაში. ვან გაალის დანიშვნამდე მას აქტიურად უკავშირებნენ "იუვენტუსს", მაგრამ ჭორების თანახმდა თავად ვან გაალმა დაბლოკა ეს ტრანსფერი. თუმცა ჩვენ მის გვარს ამ სიაში ყველაფრის და მიუხედავად, მიანც ვხედავთ...

8. უილფრიდ ზაჰა
ვინ უნდა დატოვოს კლუბი ?

უილფრიდი სერ ალექს ფერგიუსონის ბოლო შენაძენია. იგი 15 მილიონად გამოისყიდა კლუბმა "კრისტალ პალასიდან" და სეზონის მეორე ნახევარი არენდის მეშვეობით იმავე კლუბში გაატარა. ზაჰა დაეხმარა "არწივებს" პრემიერ ლიგის საგზურის მოპოვებაში და იგი ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გახდლათ ტონი პულისის შეგირდებში. მომავალ წელს კი, როდესაც დევიდ მოიესმა ჩაიბარა "იუნაიტედის" საჭე, ახალგაზრდა ინგლისელს ფიზიკურად არ ჰქონდა სათამაშო დრო. მან მხოლოდ ოთხი მატჩი ჩაატარა. იგი იშვიათად თუ მოხვდებოდა სათადარიგო შემადგენლობაშიც. მოესის "თავის იმით იმართლებდა", რომ გარისკვა არ სურდა, თუმცა სოციალურ ქსელებში ჭორი აგორდა, თითქოდა ზაჰა მოიესის ქალიშვილთან ერთობოდა. სეზონის მეორე ნახევარში, ფორმიდან ამოვარდნილი ზაჰა "კარდიფში" გაანათხოვეს, სადაც მას ოლე გუნარ სოლსკიაერი თავდაპირველად რეგურალურად, შემდეგ კი იშვიათად ენდობოდა...

9. ეშლი იანგი
ვინ უნდა დატოვოს კლუბი ?

ეშლი იანგის სატრანსფერო საგა ალბათ ყველას გახსოვთ. მისი გადმობირება დიდი ძალისხმევის შემდეგ შეძლო კლუბმა. 2012 წელს იგი ერთადერთი მარცხენა ფლანგელი იყო, რომელზეც "იუნაიტედის" ქომაგების იმედები მყარდებოდა. ქლევერლის მსგავსად, მისი კარიერა ოლდ ტრაფორდზე კარგად დაიწყო. ალბათ ყველას კარგად ახსოვს ორი შესანიშნავი გოლი "არსენალის" კარში. თუმცა გადის დრო, და ეშლი გოლების ნაცვლად სიმულაციებს გვთავაზობს, რის გამოც ხშირად ხდება ფართო მასების დასაცინი ობიექტი. დღეს "იუნაიტედის" ფანების უმრავლესობას არ სურს მისი ხილვა მომდევნო სეზონში, რისი დამადასტურებელი მაგალითიც გახლავთ, კომენტარები, რომელიც მისსავე ოფიციალურ Facebook გვერდზე კეთდება:
ვინ უნდა დატოვოს კლუბი ?

ვინ უნდა დატოვოს კლუბი ?

ვინ უნდა დატოვოს კლუბი ?


10. ჩიჩარიტო
ვინ უნდა დატოვოს კლუბი ?

ხავიერ ერნანდესი, იგივე ჩიჩარიტო კლუბმა 2010 წელს შეიძინა მექსიკური "გუადალახარადან". ჩიჩარიტოს სადებიუტო სეზონი შესანიშნავი გამოდგა. მან უამრავი ბურთის გატანა შეძლო და დაეხმარა გუნდს გადამწყვეტ მომენტებში. მეტიც, მას ლეგენდარულ ოლე გუნარ სოლსკიაერსაც კი ადარებენ. იქიდან გამომდინარე, რომ მას უმეტეს წილად სათადარიგოთა შემადგენლობიდან უწევს თამაშში ჩართვა, მის წასვლას აქტიურად განიხილავენ სხვადასხვა გამოცემები. მიუხედავად იმისა, რომ მან მრავალჯერ დაადასტურა, რომ ბედნიერია კლუბში და არსად წასვლას არ აპირებს, ყვითელი პრესა მას "მილანის ინტერს" უკავშირებს. ეს თემა უფრო აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც "იუნაიტედის" კაპიტანი ნემანია ვიდიჩი შუერთდა იტალიურ კლუბს.

სტატია მომზადებულია დაჩი ქიზიყურაშვილი მიერ



ვინ უნდა დატოვოს კლუბი მომდევნო სეზონიდან ?

ანდერსონი
ევრა
ფელაინი
ბებე
ქლევერლი
პაუელი
ნანი
ზაჰა
იანგი
ჩიჩარიტო

სტატიები
17 კომენტარი
№11
ავტორი: Macklemore
18 ივლისი 2014 17:57
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
იანგი, ნანი, ბებე და ანდერსონი! ესენი უნდა წავიდნენ.
0
№12
ავტორი: chicha_chicha14
18 ივლისი 2014 18:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 175
კლევერსლის იანგს ბებეს და ჩემდა სამწსუხაროდ ანდერსონს მივეცი ხმა.
ჩემი თხოვნა იქნება ჩიჩარიტოს არ დააჭიროთ
0
№13
ავტორი: Red Hooligan
18 ივლისი 2014 19:30
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
იანგი, ქლევერლი, ანდერსონი, ბებე, ნანი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№14
ავტორი: love united
18 ივლისი 2014 21:17
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
აქედან ევრას, ფელაინის, პაუელის, ჩიჩას გარდა ყველა გასაყრელია. ნუ კაი ზაჰაც ეგდოს.
0
№15
ავტორი: L. van Gaal
18 ივლისი 2014 22:25
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 51
ნანი,ფელაინი,ევრა,ზაჰა და ევრა დარჩეს დანარჩენები გაუშვით
0
№16
ავტორი: nikusha1999
18 ივლისი 2014 23:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 73
ბებე ანდერონი ჩიჩა იანგი კლევერლი კერიკი ვალენსია და კაგავა უნდა წავიდნენ
0
№17
ავტორი: RedTeen
19 ივლისი 2014 02:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
nikusha1999,
კაგავა და ვალენსია რატომ??
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top