თბილისი:
მანჩესტერი:
17-07-2014, 18:50
ავტორი: Esi,
ნანახია: 6961,
კომენტარები: 34
სატრანსფერო ციებ-ცხელება!
სრულადში შემოგთავაზებთ უახლესს სატრანსფერო ჭორებს...
სატრანსფერო ციებ-ცხელება!
17 ივლისი


1. როგორც Sky Sports-ი იტყობინება, მანჩესტერ იუნაიტედის შემტევი ნახევარმცველი ბებე, მზადაა გადავიდეს პორტუგალიურ კლუბ ბენფიკაში.

2. დღეს, აწ უკვე მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი მცველი, რიო ფერდინანდი, ქუინს პარკ რეინჯერსში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბთან ერთ წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

3. დასრულდა ტონი კროოსზე ყველანაირი ჭორი, რადგან იგი უკვე ოფიციალურად მადრიდის რეალის ფეხბურთელია. მოგეხსენებათ ტონი კროოსით მანჩესტერ იუნაიტედიც იყო დაინტერესებული და მეტიც დიდი ალბათობით სწორედ ამ კლუბში უნდა გაეგრძელებინა კარიერა, მაგრამ ლუის ვან გაალმა ეს ტრანსფერი დაბლოკა.


18 ივლისი


1. The Daily Star-ის ინფორმაციით, ლუის ვან გაალმა თვალი ევერტონის 20 წლის ნახევარმცველ როს ბარკლის დაადგა.

2. დიდი ალბათობით პატრის ევრა იუნაიტედს დატოვებს, ამიტომაც ჰოლანდიელ მწვრთნელს სურს შეიძინოს დალეი ბლინდი.

3. The Daily Mail-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველ ტომ ქლევერლის შეუძლია განიხილოს თავისი მომავალი სხვა კლუბში.მისით კი ინტერესს ევერტონი იჩენს.

4. ეშლი იანგი და ვილფრიდ ზაჰა ვესტ ჰემს მოუნდა. როგორც ვესტ ჰემის მთავარი მწვრთნელი აცხადებს, ორივე ზემოდხსენებული ფეხბურთელი კლუბს იჯარის წესით სურს.


19 ივლისი


1. არტურო ვიდალმა დაადასტურა, რომ მისით იუნაიტედი მართლა ინტერესდება. მაგრამ ჯერ კიდევ არ იცის თუ სად გააგრძელებს კარიერას.

2. Le10Sport-ის ინფორმაციით იუნაიტედს "ახალი ჩავი"-ის ყიდვა უნდა. საუბარია 22 წლის ესპანელ ნახევარმცველზე სერხი რობერტოზე.

3. დეილი ბლინდით იუნაიტედი სერიოზულადაა დაინტერესებული, კლუბმა მისთვის 17 მილიონი ევრო გამოყო. ასევე ამ უკანსკნელით ბარსელონაა დაინტერესებული.

4.
La Stampa - ვიდალის მეზობლებმა განაცხადეს, რომ ჩილელი ტურინში თავისი სახლის გაყიდვას აპირებს.


20 ივლისი


1. დიდი ალბათობით, ლუის ვან გაალის პირველი შენაძენი ჰოლანდიელი მცველი დე ვრეი იქნება. კლუბი მზადაა მის სანაცვლოდ £10 მილიონი გადაიხადოს.

2. Mundo Deportivo-ს განცხადებით, დალეი ბლინდის სანაცვლოდ, იუნაიტედი და ბარსელონა მზადაა ამსტერდამულ კლუბს 22 მილიონი ევრო გადაუხადონ.

3. Daily Express-ის ცნობით, მანჩესტერ იუნაიტედი კვლავ დაუკავშირდა ფიორენტინას, ხუან კუადრადოს ტრანსფერის თაობაზე.იუნაიტედი შემდეგ კვირას £30 მილიონიან შეთავაზებას გააკეთებს ამ უკანასკნელის სანაცვლოდ.

4. იუნაიტედი საგრძნობლად დაწინაურდა ტომას ვერმაელენის ტრანსფერში, მას შემდეგ რაც ვენგერმა განაცხადა ამ უკანასკნელზე, რომ ის შეიძძლება წავიდეს და მას ვერმაელენის შემცვლელის ძებნა არ გაუჭირდება. იუნაიტედი მზადაა ბელგიელში £10 მილიონი გადაიხადოს.

5. Daily Express-ის ცნობით, მილანი მზადაა ნანის სანაცვლოდ £11 მილიონი გადაიხადოს.
ჭორები
34 კომენტარი
№11
ავტორი: chudikone
17 ივლისი 2014 20:40
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
კროოსმა ძღრენი ჭამა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№12
ავტორი: Manchester_M
17 ივლისი 2014 22:02
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
რეალმა კოლექციას კიდევ ერთი ნახევარმცველი შემატა მივულოცოთ ფლორენტო პერესს !!!!!! ბაიერნის ფანებმა გააცამტვერეს რა კროსი :D კარგი ფეხბურთელი კია მაგრამ რათ გინდა ტვინის მაგივრად სლე ქონია თავში :)))
0
№13
ავტორი: salome-rooney
17 ივლისი 2014 22:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 111
კროოსი... რა არის ისევ აგვახიეს ფეხბურტელი recourse
0
№14
ავტორი: red devil
18 ივლისი 2014 06:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
არადა კროოსი უძლიერესია :(
0
№15
ავტორი: gilmour
18 ივლისი 2014 13:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ოღონდ ის არ მჯერა რომ ვან გაალმა დაბლოკაო რა სისულელეა. გამწარებულები ვეძებთ ნახევარმცველებს და თურმე კროოსი დავიწუნეთ:)
მოიესმა დაბლოკა ყველა და ყველაფერი, წინა სეზონი ხო თავზე დაგვამხო და ახლო მომავლის პერსეკტივაშიც ჩაგვი*ვა. მინუმუმ ერთი წელი კიდევ უნდა ვაგინო და მერე მოვიფიქრებ თუ გავახანგრძლივებ:)
0
№16
ავტორი: Manchester_M
18 ივლისი 2014 14:32
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ბარკლი ძან მაგარი ახალგაზრდაა თუ დავითრიეთ ძან კაი იქნება რუნის წააგავს ძალიან იმედია დავითრევთ :)
0
№17
ავტორი: don_vini
18 ივლისი 2014 16:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
აუცილებელია ვინმეს მოყვანა შუაში და ეს ვინმე ამ ონკრეტულ შემთხვევა ში თუ იქნება ვიდალი ძალიან კარგი იქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№18
ავტორი: GeorgeBest
18 ივლისი 2014 17:24
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვიდალი მოიყვანეთ ვიდალი!!!
0
№19
ავტორი: Malboro463
18 ივლისი 2014 19:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ციტატა: chudikone
კროოსმა ძღრენი ჭამა

ვედროტი თან
0
№20
ავტორი: LizarD
18 ივლისი 2014 22:06
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ბლინდი დაიდოს! გემოვნება აქვს ლუის, ბარკლი მოუნდა, ვნახოთ, მაგრამ ახლა მცველი უფრო საფიქრალია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top