თბილისი:
მანჩესტერი:
14-07-2014, 20:39
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 2227,
კომენტარები: 11
კავანის პრემიერ ლიგაში თამაში სურს
ურუგვაელი "იუნაიტედის" სამიზნეა
კავანის პრემიერ ლიგაში თამაში სურს
ედისონ კავანი გასულ ზაფხულს შეუერთდა "პსჟს" 55 მილიონ ფუნტ სტერლინგად და პარიზულ კლუბში 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. თუმცა როგორც ჩანს, ურუგვაელს აღარ სურს დედაქალაქურ კლუბში თამაში.
ედისონ კავანის წარმატებული სეზონი ჰქონდა ფრანგულ კლუბში, მან მოიგო საფრანგეთის "ლიგა 1" და საფრანგეთის თასი, რომლის ფინალშიც მან 2 ბურთი გაიტანა.
მიუხედავად ამისა, ურუგვაელი არ არის კმაყოფილი საკუთარი კლუბით, რადგან მას ხშირად უწევს ფლანგიდან თამაში, რაც მისთვის დისკომფორტია.
სწორედ ამიტომ, პრემიერ ლიგის 2 კლუბი, "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" შეეცილებიან ერთმანეთს ედისონ კავანისთვის.
თუმცა, მუნდიალზე მყოფ ედისონ კავანის კითხეს აპირებდა თუ არა ის ოლდ ტრაფორდზე გადასვლას, რაზეც მან უარყოფითი პასუხი გასცა.
აპირებდა თუ არა ის მომავალში ოლდ ტრაფორდზე თამაშს, ამ კითხვაზე კი ასეთი პასუხი მიიღო ერთ-ერთმა ჟურნალისტმა: "ფეხბურთში, შენ არასდროს იცი. ყველაფერი შეიძლება მოხდეს"

"ერთ დღეს შენ ერთ კლუბში ხარ და მეორე დღეს შეიძლება სხვაგან აღმოჩნდე" - განაცხადა კავანიმ.

ცნობისთვის, კავანის ევროპული კარიერა 2006 წელს დაიწყო, ის "პალერმოს" რიგებში ირიცხებოდა, 27 წლის ფეხბურთელითვის საუკეთესო პერიოდი 2010 წლიდან იწყება "ნაპოლის" რიგებში და განსაკუთრებით 2012/13 წლის სეზონები, როდესაც მან იტალიურ კლუბში 29 ბურთი გაიტანა და ის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა, ვინც კი ოდესმე საფრანგეთში შეუძენიათ.

წყარო: "სქაისპორტი"
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: don_vini
15 ივლისი 2014 14:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
დიდი სიამოვბენით ვიხილავდი ასეთი დონსი ფეხბურთელს გუნდში,მაგრამ ეს არ მიდნა რუნის გაშვების ფონზე მოხდეს.ანუ ხო იყო ბაზარი თითქოს გაცვლის ვარიანტში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top