თბილისი:
მანჩესტერი:
14-07-2014, 09:14
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2542,
კომენტარები: 11
გაფუჭდება თუ არა რუნის და ვან გაალის ურთიერთობა?!
რას გადაწყვეტს ლუი ვან გაალი
გაფუჭდება თუ არა რუნის და ვან გაალის ურთიერთობა?!
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი რისკზე წავა, თუ ის რუნის კაპიტნად არ აირჩევს, რადგან შესაძლოა ამ ორ ადამიან შორის ურთიერთობა გაფუჭდეს.

ამ ზაფხულს "წითელი ეშმაკუნებიდან" წავიდნენ ლეგენდები: რიო ფერდინანდი, ნემანია ვიდიჩი და რაიან გიგზი, რომელიც ვან გაალის მარჯვენა ხელი იქნება მომდევნო სეზონიდან კლუბში.

რუნი კი თვლის, რომ კლუბში დარჩენილი ფეხბურთელებიდან ყველაზე ღირსეული კანდიდატი კაპიტნის სამკლაურის მორგებაზე თავად არის. ის ფიქრობს, რომ კლუბში გატარებული 10 წელი და დიდი ნდობა საკმარისია იმისთვის, რომ კაპიტნის სამკლაური მოირგოს.

უკვე მომდევნო კვირაში ვან გაალი მზად იქნება უეინს დაელაპარაკოს, მაგრამ დიდი ალბათობით ჰოლანდიელი მწვრთნელი რობინ ვან პერსის გადასცემს ამ სამკლაურს.

როგორც გამოცემა Daily Mirror გვამცნობს, რუნი "იმედგაცრუებული" იქნება, თუ ის არ გახდება კაპიტანი. 28 წლის ვარსკვლავს აღარაფერი დარჩენია იმის გარდა, რომ დაელოდოს ვან გაალის გადაწყვეტილებას.

წყარო:http://fapl.ru
ჭორები
11 კომენტარი
№11
ავტორი: LizarD
15 ივლისი 2014 01:16
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
რუნი იმსახურებს და არამგონია 2 წლის მოსულ ფეხბურთელი დანიშნოს კაპიტნად. თან პერსი ისეთი ადამიანი მგონია რომ უარს ეტყვის როცა რუნია გუნდში, მაგრად ევასება და აფასებს რუნის
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top