თბილისი:
მანჩესტერი:
23-11-2012, 12:17
ავტორი: R.v.Persie,
ნანახია: 2796,
კომენტარები: 22
უეინ რუნის ვრცელი ექსკლუზიური ინტერვიუ
წითელი ბარათები, ფანებისგან მიღებული შეურაცხყოფა, შესანიშნავი მაკრატელა. ეს იყო უეინ რუნის ემოციური 10 წელი პრემიერ ლიგაში. მაგრამ ის არასდროს არ ტიროდა ამის შესახებ, როგორც Shortlist_თან საუბრაში განაცხადა.
უეინ რუნის ვრცელი ექსკლუზიური ინტერვიუ
2002 წლის 19 დეკემბერს ჯერ კიდევ მოზარდი ფეხბურთელი დარწმუნებული იყო საკუთარ თავში, არაფრის ეშინოდა და თავისი ახალგაზრდობის მიუედავად გაიგო ბურთი დაარტყა დაძლიან ძლიერად მაღლა და ბრწყინვალე გოლი გაიტანა. ამ დროს კომენტატორები იძახდნენ: დაიმახსევრეთ სახელი...უეინ რუნი. დღეს კი 10 წლის შემდეგ გავიხსენოთ მისი ეს პერიოდი, მისი გოლები, რომლებმაც 200 გადაააჭარბეს. გავიხსენოთ ტიტულები, მათ შორის 4 პრემიერ ლიგის და ერთიც ჩემპიონთა ლიგის. ფანები კიდევ უფრო მეტს მოითხოვენ, რადგან იციან, რომ რუნისაც იგივე მიზანი ამოძრავებს.

აღგვიწერეთ 16 წლის ბავშვის ემოციები, როცა ის არსენალს უტანს გოლს 2002 წელს.

არ შემიძლია. ვიცოდი, რომ ჩემს პირველ გოლს სწრაფადვე გავიტანდი პრემიერ ლიგაში, მაგრამ წარმოდგენაც არ მქონდა თუ ეს ყველაფერი ასე მოხდებოდა. ეს დაუჯერებელი იყო. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ თამაშით შეწყდა არსენალის 30 მატჩიანი წაუგებელი სერია. ბრბო აფეთქდა და ამის შემდეგ ბუნდოვნად მახსოვს.

როგორ აღნიშნე ეს მოვლენა?

მე მოვედი სახლში და შემდეგ მეგობრებთან ერთად ფეხბურთის სათამაშოდ წავედი. იქვე სახლთან ახლოს ვითამაშეთ ფეხბურთი, როგორც ყოველ სხვა დღეს.

სანამ ევერტონის ძირითად შემადგენლობაში მოხვდებოდი, ამ გუნდის რომელი თამაში დაგამახსოვრდათ როგორც ფანს?

ჩემთვის, როგორ ბავშვისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ინგლისის თასის ფინალი 1995 წელს უემბლიზე. მაშინ ერთმანეთ ევერტონი და მანჩესტერ იუნაიტედი დაუპირისპირდნენ, რომელიც უკვე იყო ყველაზე წარმატებული გუნდი ქვეყანაში. ამ დროს ევერტონის ბავშვთა გუნდში ვთამაშობდი და კლუბმა ფანების ავტობუსით წაგვიყვანა ამ თამაშზე. შესანიშნავი დღე იყო. ევერტონმა 1-0 მოიგო და მთელი გზავ ვმხიარულობდით. 1996 წელს კი მერსსესაიდულ დერბიში დავამარცხეთ 2-1 ჩვენი მოწინააღმდეგე.

იმ შესანიშნავი გოლიდა ორი წლისთავზე 18 წლის მანჩესტერ იუნაიტედში გადახვედი. შენთვის ეს ძნელი იყო?

გადასვლა ასეთ დიდებულ კლუბში, სადაც ასეთი შესანიშნავი ფეხბურთელები და ბრწყინვალე მწვრთნელი იყო ცოტა არ იყოს მაშინებდა, მაგრამ მე ჩემს თავში დარწმუნებული ვიყავი. ცოტას ვნერვიულობიდ, მაგრამ მაინც ვიყავი დარწმუნებული, რომ მივუახოვდებოდუ ამ გუნდს. ვგრძნობდი, რომ სწორად ვიქცეოდი. მივდიოდი გუნდში გუნდში, რომელიც იბრძოდა პრემიერ ლიგისთვის და ჩემპიონთა ლიგისთვის.

რას იტყოდი სერ ალექსზე?

როცა ისმენ მის საუბარს თამაშის წინ ფიქრობ:"რატომ ამბოს ამას?". შემდეგ ეს სიტყვები შენს გონებაში აღწევს და მზად ხარ მოედანზე გამოსასვლელად და ბოლომდე საბრძოლველად. ის არასდროს დაიღლება იმაზე ლაპარაკით, რომ აუცილებელია ძალიან ბევრი მუშაობა. ადამიანები წარმატება აღწევენ ფეხბურთში, ბიზნესში, ცხოვრებაში, რადგან მათ იციან შრომა. მიუხედავად ბევრი ტალანტი ყოფნისა გასადელში მწვრთნელი გვახსენებს, რომ შრომის გარეშე ვერაფერს ვერ მიაღწევ. გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელია. ჩვენ მანჩესტერ იუნაიტედი ვართ და სხვაგვარად ვერც იქნება. შრომაა ის მთავარი ფაქტორი, რის გამოც გამარჯვებულები ვართ.

გახსოვს პირველი შენიშვნა ფერგიუსონის?

არა. იმდენჯერ მოუცია, რომ ყველა გაერთიანდა.

როგორ იქცევი ამ დროს? საუკეთესო ვარიანტი იატაკზე ყურებაა, როგორც დამნაშავე მოსწავლის?

ყოველთვის განსხვავებულად. ზოგჯერ ვპასუხობ და ვეუბნები თუ რას ვგრძნობ. ის ბოსია, ამიტომ ყოველთვის ვღებულობ იმას რასაც ის მეუბნება და როგორც ყოველთვის ის მართალია.

რა არის დადებითი მის ხასიათში?

ის ძალიან განსხვავდება, იმისგან, როგორსაც პუბლიკა ხედავს. როგორც ფეხბურთელი ძალიან მკაცრია, ის ყოველთვის ზუსტად გამოხატავს თავის აზრს და მუდამ გამარჯვება უნდა. მაგრამ როცა სადმე მივდივართ ან სასტუმროში ვჩერდებით ყოველთვის ხუმრობს. მუშაობის დროს ძალიან სერიოზულია, ხოლი მის იქით ძალიან მხიარული.

რომელი მომენტი იყო ყველაზე ბედნიერი პრემიერ ლიგაში შენთვის?

პირველი გოლი არსენალის კარში რა თქმა უნდა მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ჩემი პირველი ჩემპიონობა იყო ყველაზე ბედნიერი.

ყველაზე არასასიამოვნო მომენტი?

ბოლო მატჩი სანდერლენდთან წინა სეზონში. აზრები და იმედემი იმისკენ იყო მიმართული, რომ ჩემპიონები გავხდებოდით, მაგრამ ეს ასე არ მოხდა და ძალიან მძიმე იყო ჩვენთვის. ეს საშინელი გრძნობაა. ნამდვილი კატასტროფა.

არსენლათან გატანილი გოლის გარდა რომელია თქვენი საყვარელი გოლი პრემიერ ლიგაში?

მე მიყვარს გოლი მაკრატელა, რომელიც 2011 წელს სიტის კარში გავიტანე.

ბევრი ამბობს, რომ ეს გოლი წვივით გაიტანე....

წვივით ასეთი გოლის გატანა უფრო რთულაი ვიდრე ბუცით. ასეთი გოლის გატანა სიტის კარში ჩემთვის ძალზედ განსაკუთრებული იყო. ასევე ძალიან კარგი გოლი გავუტანე ნიუკასლს. ეს გოლები ძალიან მიყვარს + არსენალთან გატანილი.

შენ თქვი, რომ გოლის გატანის შემდეგ ისე გრძნობ თავს, რომ შეიძლება თავი დაკარგო. აღგვიწერე ეს გრძნობა..

ეს ძალიან რთულია. შენ თამაშობ ძალიან მნიშვნელოვან და რთულ შეხვედრაში. შემდეგ უეცრად იტან გოლს და გიპყრობს რაღაც გრძნობა. ზოგჯერ ვერ აცნობიერებ რას აკეთებ. წინასწარ არასდროს დამიგეგმავს გოლი აღნისშვნა. შემდეგ როცა ტელევიზორში ვუყურებ ჩემს თავს ვამბობ:"ნეტავ რაზე ვფიქრობდი მაშინ"

შენ ბევრს შესანიშნავ თავმდასხმელთან გითამაშნია, რომელს გამოარჩევდი?

ეს ძალიან რთული არჩევანია. ისინი ძალიან ბევრნი იყვნენ.... ვფიქრობ ლუი საათან. ის შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, რომელიც ძალიან ბევრს ეხმარებოდა გარშემო და მე მომწონდა მასთან ერთად თამაში. ის შესანიშნავ გარბენებს აკეთებდა და უთავისუფლებდა სივრცეს სხვა.

ვინ არის თქვენი ინდეალური პარტნიორი თავდასხმაში ?

შემიძლია მარადონა დავასახელო ?

რა თქმა უნდა.

მაშინ მარადონა და დუნკან ფერგიუსონი.ის ჩემი გმირი იყო,ბევრი რამ მიწწავლია მისგან და ეხლა ის ჩემი დიდი მეგობარია.მე მასთან ერთად ვთამაშობდი "ევერტონის" რიგებში და ყოველთვის მენატრება ის დრო.

რაც შეეხება თქვენს მოწინააღმდეგეს,არსებობს თუ არა ისეთი მცველი,რომელიც განსაკუთრებულ პრობლემებს გიქმნით ?

მე ვფიქრობ ჯონ ტერი.ძალიან რთულია მის წინააღმდეგ თამაში.გარდა ამისა ის ძალიან კარგად თამაშობს მეორე სართულზე და ფიზიკურადაც ძლიერია.ის ძალიან კარგად ხედავს მოედანს და შეუძლია წამის მეასედში გამჭოლი გადაცემის წაკითხვა შეძლოს.საერთოდ ლონდონის "ჩელსთან" მატჩი ყოველთვის ბრძოლაა და ჩემთვის ჯონ ტერის წინააღმდეგ თამაში კი განსხვავებული ბრძოლა.

"ოლდ ტრაფორდის" გარდა რომელი სტადიონი მოგწონთ პრემიერ ლიგაში ?

ძალიან მომწონს "უაიტ ჰარტ ლეინი" "ტოტენჰემის" მოედანი.იქ ყოველთვის განსაკუთრებული ატმოსფეროა.მე ამ მოედანთან განსაკუთრებული მოგონებები მაკავშირებს.იქ ძალიან ბევრი გოლი მაქვს გატანილი და რამოდენიმე კი ძალიან ლამაზი.

თქვენ უკვე რამოდენიმე წელია მაღალ დონეზე თამაშობთ ფეხბურთს,რომელი მომენტი იყო ისეთი სადაც ყველაზე მეტად ღელავდით ?

ესეთი ძალიან ბევრი მომენტი იყო.მახსოვს 2011 წელს "ბლექბერნის" წინააღმდეგ მატჩში ძალიან რთულად წაგვივიდა თამაში.მე თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან ვიდექი პენალტის დასარტყამად.თუ ვერ გავიტანდი საქმე ძალიან ცუდად წავიდოდა.მე გოლის გატანა ჩემპიონატში გამარჯვებას ნიშნავდა ხოლო,რომ ვერ გამეტანა ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა.იმ მომენტში პანიკაში ჩავარდი,ვნერვიულობდი,მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა და მე მოვახერხე გოლის გატანა.

თქვენ ძალიან ბევრი გულშემატკივარი გყავთ,როდესაც "ევერტონი" დატოვეთ იყო მათი მხრიდან შეურაწყოფა ?

ეს ფეხბურთის ნაწილია,მაგრამ მე ესეთი კონკრეტული მომენტის გახსენება არ შემიძლია."ევერტონის" მაისურით 9-დან 18 წლამდე ვთამაშობდი და რათქმაუნდა მათვის რთული იქნებოდა ჩემი გუნდიდან წასვლა.მე მესმის მათი.ჩემთვის ამ ყველაფერს გართულებები არ წარმოუქმნია.

რა მოსაზრება გაქვთ ჟურნალისტებისადმი ? უყურებთ ან უსმენთ რადიო & ტელე სპორტულ გადაცემებს ?

ჟურნალისტები,ყოფილი ფეხბურთელები,გულშემატკივრები - ყოველთვის საუბრობენ თქვენზე მიუხედავად იმისა შენ კარგად თამაშობ თუ ცუდად.ვცდილობ მათ ხშირად არ მოვუსმინო,მაგრამ ვიცი,რომ ყველას საკუთარი შეხედულება აქვს სხვადასხვა ფეხბურთელისადმი.მე მარტო ჩემი მწვრთნელებისა და ოჯახის წევრების მოსაზრებას ვუგდებ ყურს,რადგან მათ უფრო იციან რა არის ჩემთვის კარგი ან ცუდი.

ხედავთ თქვენს თავს ფეხბურთში ისეთ ასაკში,როგორშიც პოლ სქოულზი და რაინ გიგზია ?

დიახ,რათქმა უნდა.ფეხბურთი ჩემი ცხოვრების ნაწილია,ამიტომ მე მინდა ძალიან დიდ ხანს ვითამაშო.გიგზმა და სქოულზმა შთამაგონა ამის გაკეთება.ისინი მე სტიმულს მატებენ.ჩემთვის ძალიან კარგი იქნება თუ კიდევ მინუმუმ 10 წელს ვითამაშებ.

როგორც მოგეხსენებათ რაიან გიგზი იოგითაა დაკავებული და მის კარიერაში წარმატების ფორმულად სწორედ ამას მიიჩნევს.რას იტყვით ამის შესახებ ?


გულახდილად გეტყვით,მე არ ვარ დარწმუნებული ამ ყველაფერში.ჩვენ ყველას საკათური სპორტული რეჟიმი გვაქვს.ჩვენს ფანტასტიურ გუნდში ძალიან კარგი სპორტული მწვრთნელები არიან და მე წარმატების ფორმულად სწორედ ეს მიმაჩნია.ასე,რომ მე დარწმუნებული ვარ,რომ შემიძლია ისეთივე წარმატების მიღწევას,როგორიც პოლმა და რაიანმა მიაღწია.

თქვენი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი ცნობილია ფეხბურთელის "აღორძინების" სახელით.მან უკვე რამოდენიმე ფეხბურთელს შეუცვალა პოზიცია და ეს წარმატებით განახორციელა.ბევრი თქვენ მომავალ ნახევარმცველად გთვლით და რას იტყვით ამის შესახებ ?

მე ვხედავ თავს ამ პოზიციაზე - ეს არ არის პრობლემა.ზოგჯერ შევძლებ ამის გაკეთებას,მაგრამ ყოველთვის ვერა,რადგან მე ცენტ-ფორვარდი ვარ და ჩემი მიზანი გოლების გატანაა.მე მხოლოდ ეს მიზიდავს.

და თქვენ იმუშავებთ ამ პოზიციაზე ?

რათქმა უნდა.მე მსურს რაც შეიძლება ბევრი გოლის გატანა,მაგრამ თუ საჭიროება შეიქმნება მე შემიძლია ნახევარმცველადაც ვითამაშო.მიმდინარე სეზონში უკვე რამოდენიმეჯერ ვითამაშე ამ პოზიციაზე,მაგრამ ჩემი ცხოვრების ნაწილი მოწინააღმდეგის კარში გოლების გატანაა.

საუკეთესო ფორვარდი გოლების მხრივ,როგორც "მანჩესტერ იუნაიტედში" ასევე ინგლსისი ნაკრებში სერ ბობი ჩარლტონია და თქვენ როგორ გგონიათ შეძლებთ მისი რეკორდის გაუმჯობესებას ?

ორივე ჩანაწერი სერ ბობი ჩარლტონს ეკუთვნის და ჩემთვის ეს დიდი სტიმულია.სერ ბობი ლეგენდაა და მას დიდი წვრილი მიუძღვნის კლუბის განვითარებაში.თუ მე შევძლებ და გავაუმჯობესებ მის რეკორს ან ინგლისის ნაკრებში ან "მანჩესტერ იუნაიტედში" ეს ფანტასტიური იქნება.

ცოტა ხნის წინ თქვენ მოედანზე ინგლისის ნაკრების კაპიტნის სამკლაურით გამოხვედით,როგორი შეგრძნება იყო ?

გამოხვიდე "უემბლიზე" კაპიტნის სამკლაურით ეს დიდი შეგრძნებაა.ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო ამ სტადიონზე თამაში,რომ არაფერი ვთქვათ კაპიტნობაზე.ჩემი ეროვნული ნაკრების კაპიტნობა ჩემთვის დიდი პატივი იყო.

თქვენ თქვით,რომ მატჩის დაწყების წინ თქვენ ლოცულობთ ანუ თქვენ რელიგიური ხართ ?

მე არ ვარ ძალიან რელიგური,მაგრამ ლოცვა ეს არის ის რაც მე მომწონს.მე ვლოცულობ ჩემი ოჯახისთვის და ასევე ყველა იმ ფეხბურთელის ჯამრთელობაზე,რომელიც იმ მომენტში მოედანზეა.

ერთხელ თქვენ განაცხადეთ,რომ არასოდეს იტირებთ მოედანზე.რატომ ?

ტირილი ეს არ არის ჩემთვის.მე უკვე ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი თამაში წამიგია და არასოდეს მიტირია.თუ გავიხსენებთ ბოლო წლეებს ჩვენ რამოდენიმეჯერ დავმარცხდით ჩემპიონთა ლიგის ფინალში,რათქმა უნდა ეს ჩემთვის დიდი სულიერი ტრავმა იყო,მაგრამ არ მიტირა.იგივე ხდება გამარჯვების დროს.არასოდეს ვაპირებ მილიონი ადამიანის წინაშე მოედანზე დავდგე და ვიტირო.

როგორ ფიქრობთ 10 წლის შემდეგ თქვენ უბრალოდ,რომ გამოხვალთ ქუჩაში,როგორ შეგხვდებიან ახალგაზრდები ?

ნამდვილად არ ვიცი,ამ მომენტისათვის არ შემიძლია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.მე ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის,რომ ხალხს დავამახსოვრდე.გამაქვს გოლები,რათა გავახარო მათი გულები,მაგრამ რა მოხდება 10 წლის შემდეგ მარტო ღმერთმა იცის და სიმართლე,რომ გითხრათ არც ვფიქრობ ამის შესახებ.

წყარო : MANUTD.RU


სტატიაზე იმუშავეს : R.v.Persie -მ და UTD-Rule -მ სპეციალურად RedArmy.Ge-სთვის.
ინტერვიუები
22 კომენტარი
№11
ავტორი: Red Hooligan
23 ნოემბერი 2012 12:57
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
საღოლ ბიჭებო good2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№12
ავტორი: Jubo
23 ნოემბერი 2012 13:04
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
R.v.Persie,
UTD-Rule,
საღოლ დავით საღოლ ბექა წავიდა ფავორიტებში gun2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№13
ავტორი: UTD-Rule
23 ნოემბერი 2012 13:21
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
გმადლობთ love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№14
ავტორი: BERDI
23 ნოემბერი 2012 13:24
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
საღოლ მაგარი სტატიაა საღოლ მაგრად დამევასა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№15
ავტორი: shrek and persi
23 ნოემბერი 2012 15:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 37
sarol Zmaooo amis dawwrizaaa
0
№16
ავტორი: m-an-united
23 ნოემბერი 2012 15:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 598
<3<3<3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Thank you Sir Alex !!
№17
ავტორი: GeorgeBest
23 ნოემბერი 2012 16:13
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ყველაზე მაგარი ხარ შრეკ love

საღოლ ორივეს good2
0
№18
ავტორი: gigapersie
23 ნოემბერი 2012 16:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 169
შრეეკ love
0
№19
ავტორი: gilmour
23 ნოემბერი 2012 17:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
R.v.Persie,
UTD-Rule,
გაიხარეთ მაგარი ინტერვიუა ბევრი გიშრომიათ.


როგორ აღნიშნე ეს მოვლენა?

მე მოვედი სახლში და შემდეგ მეგობრებთან ერთად ფეხბურთის სათამაშოდ წავედი. იქვე სახლთან ახლოს ვითამაშეთ ფეხბურთი, როგორც ყოველ სხვა დღეს.

ამაზე გავგიჟდი, რა მაგარი კაცია რუნი
0
№20
ავტორი: Shako Jones
23 ნოემბერი 2012 17:41
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
"ტირილი ეს არ არის ჩემთვის.მე უკვე ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი თამაში წამიგია და არასოდეს მიტირია.თუ გავიხსენებთ ბოლო წლეებს ჩვენ რამოდენიმეჯერ დავმარცხდით ჩემპიონთა ლიგის ფინალში,რათქმა უნდა ეს ჩემთვის დიდი სულიერი ტრავმა იყო,მაგრამ არ მიტირა.იგივე ხდება გამარჯვების დროს.არასოდეს ვაპირებ მილიონი ადამიანის წინაშე მოედანზე დავდგე და ვიტირო."

love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top