თბილისი:
მანჩესტერი:
11-07-2014, 23:22
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 3258,
კომენტარები: 15
დი მარიამ "იუნაიტედთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
დი მარიას "იუნაიტედამდე" ერთი ნაბიჯი აშორებს.
დი მარიამ
რამდენიმე გავლენიანი გამოცემის ცნობით, ანხელ დი მარია ძალიან ახლოსაა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლასთან, მას შემდეგ რაც პირადი კონტრაქტი შეათანხმა ინგლისურ კლუბთან.

26 წლის არგენტინელი ლუის ვან გაალის ახალი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იქნება და ის სავარაუდოდ კვირაში 150 000 ფუნტს მიიღებს.

როგორც მოგეხსენებათ, ვან გაალი გუნდს ოფიციალურად სათავეში მას შემდეგ ჩაუდგება, რაც ჰოლანდია გამართავს ბოლო დაპირისპირებას მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის წინააღმდეგ. მის არყოფნაში კი, სატრანსფერო საქმეებზე სრული პასუხისმგებლობა ედ ვუდვორდს ეკისრება.

არგენტინელის "რეალში" დარჩენის შანსები ძალიან მცირეა, რადგან მადრიდულ კლუბს არ სურს ფეხბურთელის ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილება. ამიტომ ერთადერთი გაურკვეველ საკითხად სატრანსფერო თანხა რჩება. როგორც ცნობილია, ესპანური გრანდი მზადაა გუნდის ერთ-ერთ ვარსკვლავს 40 მილიონის სანაცვლოდ გამოემშვიდობოს.

ტრანსფერის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ის კლუბისთვის მესამე შენაძენი გახდება ლუკ შოუს და ანდერ ერერას შემდეგ. ეს ტრანსფერი ძალიან სასარგებლო იქნება ვუდვორდისთვისაც, რომელმაც გასული სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ დიდი კრიტიკა დაიმსახურა.

წაყრო: Independent
ტრანსფერები
15 კომენტარი
№11
ავტორი: Manchester_M
12 ივლისი 2014 08:22
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ძან გამისწორდება ამის ტრანსფერი იმედია სიმართლეა და დასაფასებელი იქნება მისი მოქმედება რადგან ჩპ ლიგას 1 წლით ემშვიდობება :)
0
№12
ავტორი: RojoDiablo
12 ივლისი 2014 09:42
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ამინ! ამაზე მეტად თითქმის არაფერი გამახარებს... იმედია ბოლომდე მივა საქმე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№13
ავტორი: Sandro_MUFC
12 ივლისი 2014 11:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
აუ მაგრა მინდა ეს ტრანსფერი განხორციელდეს
0
№14
ავტორი: NUGI
12 ივლისი 2014 11:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 320
რა მაგარია დი მარია იმედია გადმოვა და ეგაააააა სხვა მარტო ჰუმლესი ღა გვჭირდება ვიდალი ისე რაააააააააა
0
№15
ავტორი: BERDI
12 ივლისი 2014 14:51
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
უკვე ძალიან აჭრელდა ყველაფერი იმედია სიმართლეა და მალე გამობარგდება მანჩესტერში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top