თბილისი:
მანჩესტერი:
6-07-2014, 22:50
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2266,
კომენტარები: 12
შტაბში ახალწვეულია
ლუი ვან გაალმა "თავისი კაცი" მოიყვანა.
შტაბში ახალწვეულია
"მანჩესტერ იუნაიტედმა" სამწვრთნელო შტაბში ახალი წევრის, ალბერტ სტეივენბერდის მოსვლის შესახებ განაცხადა. ალბერტი ახალგაზრდებთან მუშაობის ბრწყინვალე სპეციალისტი გახლავთ.

43 წლის სტეივენბერგი მთავარი მწვრთნელის ერთ-ერთი ასისტენტი იქნება და რაიან გიგზითან, მარსელ ბოუტთან და ფრანს ჰუკთან ერთად ლუი ვან გაალს დაეხმარება.

თავისი კარიერის 13 წელი ალბერტმა "ფეიენოორდს" მიუძღვნა. "ალ-ჯაზირაში" გატარებული მცირე ხნის შემდეგ კი ევროპის 17 წლამდელთა ტურნირზე ჰოლანდიის ნაკრები ჩაიბარა.

ჰოლანდიის 17 წლამდელთა ნაკრებთან ერთად, სტეივენბერგი ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი - 2011 და 2012 წლებში - რის შემდეგაც თავისი ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების (21 წლამდელთა) მთავარ მწვრთნელის თანამდებობა ჩაიბარა.

ჰოლანდიის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთწლიანი მუშაობის შემდეგ კი ალბერტი "იუნაიტედში" მოდის. თავისი მოვალეობების შესრულებას ალბერტი დაუყოვნებლივ შეუდგება. ჯერ-ჯერობით მხოლოდ რაიან გიგზთან მუშაობა მოუწევს, რადგან სხვა პარტნიორები ლუი ვან გაალთან ერთად ბრაზილიაში მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფებიან.

fapl.ru

სიახლეები, ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Best 7
7 ივლისი 2014 11:02
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
კარგია თუ ძლიერი სპეციალისტია
0
№12
ავტორი: Manchester_M
7 ივლისი 2014 12:55
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ნიკი ბატი აბა მიდის თუ ეგ ვის გაწვრთვნის ?
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top