დღესდღეობით საკმაოდ ბუნდოვანია "მანჩესტერ იუნაიტედის" რამდენიმე ფეხბურთელის მომავალი. გამონაკლისი არც ინგლისელი ფორვარდი, დენი უელბეკი გახლავთ.
სტატიაში არსებულ მასალაში მოგითხრობთ "მანჩესტერ იუნაიტედის" შავკანიანი ფეხბურთელის, ან როგორც მე ვეძახი "გრძელშუბლას" შესახებ და მოვუწოდებთ მას, რომ არ დაგვტოვოს. (თუმცა მეეჭვება წაიკითხოს.) - მთარგმნელი
"მანჩესტერ იუნაიტედიდან" დენი ველბეკის სესაძლო წასვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ რამდენიმე დღეში დევიდ მოიესმა კლუბი დატოვა. დამთხვევა? მე ასე არ ვფიქრობ.
მოწინააღმდეგეთა წინაშე დაცემა, ჩემპიონთა ლიგის საგზურის ვერ მოპოვება, ცუდი თამაში, ტაქტიკური სქემის არ არსებობა და გაუგებარი სატრანსფერო პოლიტიკა დევიდ მოიესის სამუშაოს დაკარგვის პოპულარულ მიზეზს წარმოადგენს, მაგრამ გენიოსობა არ სჭირდება იმას, რომ მიხვდე - დენი ველბეკის გაყიდვის სურვილის გამოთქმით, დევიდ მოიესმა მოთმინების ფიალა აავსო. დენისა და დევიდს შორის არჩევანის გაკეთებაში გლეიზერებს ერთი წამითაც არ უყოყმანიათ, მაგრამ მაინც დაელოდნენ "გიდისონზე" მარცხს, რათა გაზეთებს ხელმძღვანელობა არაპროფესიონალებად არ ჩაეთვალა. პრესას სალაპარაკო მიეცი და...
ჩვენი ლონგსაიტელი დენი "იუნაიტედის" მხარდამჭერად იზრდებოდა, ქუჩაში ფეხბურთს უეს ბრაუნთან ერთად თამაშობდა და "ეშმაკების" გულშემატკივართა აზრებს სხვადასხვაგვარად ჰყოფდა.
15 წლის, როცა 1999 წელს "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგა მოიგო, დენი მხოლოდ 8 წლის გახლდათ.
"სასტუმრო ოთახში ვიყავი და ფინალს მშობლებთან ერთად ვუყურებდი." - ამბობს ის -
"ზეიმი არნახული გამოდგა. მეგონა მთელი ქუჩა ჭკუიდან შეიშალა!"შესაძლოა "სიტისა" და "ჩელსის" რამდენიმე მოთამაშეს სმენია კიდევ იმ გუნდების შესახებ, ვინც მათ ხელფასს უხდიდნენ 8 წლის ასაკში. მაგრამ ჩვენ გვყავს დენი, რომელიც იმ მატჩს ტელევიზორით ოჯხათან ერთად უყურებდა ქ. მანჩესტერთან ერთად სიხარულისგან ჭკუიდან შეიშალა. როგორ შეიძლება გუნდმა უარი თქვას ასეთ მოთამაშეზე?
რა თქმა უნდა მოიესს არ დაუკარგავს იმის გამო, რომ უელბეკი ბედნიერი არ იყო, მაგრამ ის ფაქტი, რომ მას დენის საჭიროება კარგად არ ესმოდა მის წინააღმდეგ მოქმედებდა.
"ჩვენ დაახლოებით ერთი თვის წინ ვისაუბრეთ და მე ვუთხარი მას, რომ ვარჯიშებიდან ყველაზე გვიან უნდა წასულიყო." - განაცხადა მოიესმა დეკემბერში -
"უეინ რუნი ვარჯიშობს საჯარიმო დარტყმებზე, კარში დარტყმებზე და კუთხიდან დარტყმებზე, თანაც ყოველდღიურად. დენი თუნდაც 15 წუთით უნდა დარჩეს ვარჯიშების შემდეგ. ახალგაზრდა ბიჭები აქ სწავლობენ, რათა სრულყოფილ იქნენ და პრაქტიკა მიიღონ. ხანდახან შეუმჩნევლადაც კი შეიძლება გულისყურის დაკარგვა"გასაკვირი იყო ველბეკის მიმსამართით ასეთი შეფასების მოსმენა. შეგვეძლო გვეფიქრა, რომ დენი ისე მონდომებით არ ვარჯიშობდა როგორც საჭირო იყო და სწორედ ამიტომ გაუარესდა მისი თამაში.
"სიმართლე გითხრათ, ძალიან გაკვირვებული დავრჩი" - განაცხადა უელბეკმა იმ დღეს, როცა მას მოიესის სიტყვების შესახებ კომენტარის გაკეთება სთხოვეს -
"მე "მანჩესტერ იუნაიტედში" ვიზრდებოდი და მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში პროფესიონალი ვიყავი. თანაც, ყოველთვის ვმუშაობდი დამატებით. ჩემში ჩაისახა და განვითარდა ვარჯიშების შემდგომ მუშაობის სურვილი. იქნებ ამას ვერ ხედავდა?"
შობიდან ოთხ კვირაზე ნაკლებ დროში, უელბეკმა ლიგის 6 შეხვედრა ჩაატარა თავდამსხმელის პოზიციაზე, სადაც ტრავმრიებული რობინ ვან პერსი შეცვალა. მან 6 გოლი გაიტანა. გასულ თვეში გამოქვეყნდა სტატისტიკა, რომელიც პრემიერ-ლიგის შეხვედრებს შეეხება და პენალტებს არ მოიცავს. გამოირჩეოდა სალი მოთამაშე და სულაც არ არის გასაკვირი, რომ სამივე ტიტულზე პრეტენზიის განმაცხადებელ გუნდს ეკუთვნოდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რამდენიმე გოლი იქნა გატანილი 90 წუთის განმავლობაში, ასეთ სურათს მივიღებთ: სერხიო აგუერო - 1.06, ლუის სუარესი - 1, დანიელ სტარიჯი - 0.87. შემდეგი მეტ-ნაკლებად ეფექტური თავდამსხმელი უელბეკი იყო, რომელსაც საშუალოდ 0.64 გოლი ჰქონდა ერთ შეხვედრაში.
მაგრამ სეზონის უმეტესი ნაწილი უელბეკმა ითამაშა თავისთვის უჩვეულო პიზიციაზე, ისევე როგორც ფერგიუსონის პერიოდში. ხოლო როცა თავდამსხმელის პოზიციაზე აყენებდნენ, მას შემობრუნების უფლება არ ჰქონდა.
არავინ იდავებს იმაზე, რომ დენის განვითარებას ხელი შეუშალა "იუნაიტედში" თამაშმა, რასაც სხვა მოთამაშეებთან შედარებით მომენტების რეალიზების დაბალი მაჩვენებელი ამტკიცებს. როცა ეს ფეხბურთელები უელბეკის ასაკში იყვნენ, ისინი თავიანთ ძირითად პოზიციაზე ყოველ მეორე კვირაში თამაშობდნენ, დენიმ კი თავისი გამოცდილება ჩვენი გუნდის მაისურის ტარებას შესწირა.
ადრე თუ გვიან გამოჩნდებოდა, რომ ამ ბიჭსაც ევსება მოთმინების ფიალა. ჩვენ გვყავს თავდამსხმელი, რომელსაც გოლი გააქვს, თუ კი რეგულარულად თამაშობს. ჩვენ გვყავს თავდამსხმელი, რომელიც რჩება ლიგის ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო თავდამსხმელად, მიუხედავად იმისა, რომ თავისთვის უჩვეულო პოზიციაზე დგას. თუ თვლით, რომ მან ეს ინგლისის პრემიერ-ლიგის მე-7 გუნდის შემადგენლობაში თამაშით მიაღწია, მაშინ გაოცებულიც კი უნდა დარჩეთ.
მაგრამ ეს ასე არ არის. იმიტომ, რომ თითოეულ ფანტასტიურ (თუ არჩათვლილ) გოლში, რომელიც მან "ოლდ ტრაფორდზე" მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა, გვაჩვენებს, რომ სიტუაციის შეფასებისას სერიოზული პრობლემები აქვს - გავიხსენოთ თუნდაც მანუელ ნოიერთან ერთი-ერთზე გასვლა, როცა სხვა გადაწყვეტილების მიღებაც შეეძლო. უელბეკის თქვენეული შეფასება დამოკიდებულია იმაზე, ოპტიმისტი ხართ თქვენ თუ პესიმისტი. მაგრამ თუ გსურთ, რომ მოთამაშემ მსგავს სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს, მაშინ ის ხშირად უნდა ათამაშოთ ისეთ პოზიციაზე, სადაც ასეთი უნარების განვითარებას შეძლებს. რა თქმა უნდა ინსტინქტი - საუკეთესო თავდამსხმელების ერთ-ერთი საუკეთესო თვისება. მაგრამ ვერასდროს გახდები მსოფლიო კლასის თავდამსხმელი, თუ არ შეცდები და საკუთარ შეცდომებზე არ ისწავლი.
რაც შემეხება მე - ვხედავ, რომ ახალგაზრდა მოთამაშეს დიდი პოტენციალით, რომელმაც "იუნაიტედის" შემადგენლობაში სარგებლის მოტანა შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ითამაშებს. ახალგაზრდა მოთამაშე, რომელსაც ეს კლუბი უყვარს. ახალგაზრდა მოთამაშე, რომელიც სკამზე ზის, ხედავს როგორ გადის სხვა მის პოზიციაზე, გააქვს ფანტასტიური გოლი და ისევე ხარობს ამით, როგორც "იუნაიტედის" გულშემატკივარი.
მაგრამ რამდენ ხანს დარჩება იგი "იუნაიტედში", თუ არ მისცემენ იმ სიმააღლეებზე ასვლას, რომლის მიღწევაც მას ძალუძს? რატომ უნდა ითამაშოს მარცხენა ფლანგზე, თუ კარგად ესმის, რომ სხვა კლუბში შესანიშნავი ცენტრფორვარდი იქნება?
"გსურს გარკვეულ პოზიციაზე ითამაშო და ამ შესაძლებლობას იღებ" - განაცხადა დენიმ რამდენიმე ხნის წინ - "
წესი, ყველასთვის ერთია - როცა ისინი თავისთვის შეუფერებელ პოზიციაზე თამაშობენ, მათ ეს არ მოსწონთ. ეს დამოკიდებულია ტაქტიკაზე, რომლითაც ვთამაშობთ. მარცხენა ფლანგზე ერთ-ერთი ნახევარმცველი ხარ ოთხთაგან და იმდენად რთული დაცვითი დავალებები გაქვს, რომ შეტევაში სრულად ვერ ავლენ თავს. მაგრამ თუ 4-3-3 ფორმაციის წყობაზე მარცხნიდან ვთამაშობს, ძალიან მოხერხებულად ვგრძნობ თავს. შემიძლია ნებისმიერ წყობაზე ვითამაშო, მაგრამ თუ მარცხენა ფლანგზე ვიქნები, მირჩევნი 3 ნახევარმცველიანი ტაქტიკით ვითამაშოთ"ლუი ვან გაალი ცნობილია იმით, რომ ახალგაზრდებს თამაშის საშუალებას აძლევს და ძალიან მსურს უელბეკის ხილვა ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე. იმედი მაქვს თუნდაც ერთი წლის განმავლობაში ითამაშებს და ხელმძღვანელობა მას შეამჩნევს. მაგრამ თუ იგი არ ითამაშებს იქ, სადაც სურს, მაშინ უნდა ვუსურვოთ მას წარმატებები და წასვლის უფლება მივცეთ.
მაგრამ დრო არ ითმებს. როცა მას ჰკითხეს, სურდა თუ არა წასვლა, მან უპასუხა:
"არ მინდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა" თითქოს გულში დანა გაუყარესო. ძალიან გთხოვ დენი, არ წახვიდე!
P.S. სტატია ნათარგმნია "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთი მხარდამჭერი ბლოგიდან - დენი უელბეკისადმი გადმოცემული დამოკიდებულება ავტორისეულია და იგი მკვეთრად განსხვავდება მთარგმნელის დამოკიდებულებისგან.
თარგმანი:
გიორგი დუმბაძეtherepublikofmancunia