თბილისი:
მანჩესტერი:
5-07-2014, 19:49
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2584,
კომენტარები: 14
პოგბა: "სქოულზი ჩემი კერპია"
ფრანგი ნახევარმცველი თავის იდეალებს ასახელებს.
პოგბა:
პოლ პოგბა დღითი-დღე უფრო მეტად იხვეჭს სახელს საფეხბურთო სამყაროში. ის ტურინის "იუვენტუსის" ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა 21 წლის ასაკში და ახლა სურს, რომ საკუთარი კერპები გააცნოს ფეხბურთის გულშემატკივარს. პირლო და სქოულზი მისთვის ყველაზე მაღლა მდგომები არიან.

"თავიდან მე ფორვარდი ვიყავი. შემდეგ 10 ნომრის პოზიციაზე გადამიყვანეს. მომწონდა თავდამსხმელის უკან თამაში." აცხადებს პოგბა. "შემდეგ კიდევ უფრო უკან დავიხიე და აქცენტის გაკეთება ტექნიკასა და აგრესიაზე მიწევდა. ეს იყო შანსი იმისა, რომ ჩემი თამაში სრულყოფილებაში მომეყვანა."

"იტალიაში მე ტაქტიკური კუთხით კიდევ უფრო განვვითარდი. მიყვარს საკუთარი მატჩების ყურება და შემდეგ შეცდომების მოედანზე გამოსწორება. მე აგრეთვე ვუყურებ ანდრეა პირლოს, იაია ტურეს, სტივენ ჯერარდსა და ფრენკ ლამპარდს. ასევე მიყვარს ზიდანის და რონალდის ცქერაც. მე მათგან საუკეთესო ასპექტებს ვიღებ და შემდეგ ვაერთებ. ჩემი იდეალი ? პირლო "იუვეში" და სქოულზი "იუნაიტედში"." - დაასრულა პოგბამ.

წყარო: RepublicOfMancunia
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: red devil
6 ივლისი 2014 09:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
მართლა ძლიერი ფეხბურთელია და თუ ჭკვიანად მოიქცევა დიდ ფეხბურთს ითამაშებს ეს კაცი
0
№12
ავტორი: Macklemore
6 ივლისი 2014 12:35
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ყველამ იცის ვინაა #1!!!
0
№13
ავტორი: RedTeen
6 ივლისი 2014 14:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
chudikone,
მისი ნათქვამი მე ჩემებურად აღვიქვი და მგონი სწორადაც გავიგე
0
№14
ავტორი: Best 7
6 ივლისი 2014 22:28
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
დაბრუნდი პოგბა aaaeee
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top