თბილისი:
მანჩესტერი:
4-07-2014, 17:51
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 2861,
კომენტარები: 31
"როცა გუნდში გიგზია , შენ არასდროს ყრი ფარ-ხმალს"
ინტევრიუ გიორგი დუმბაძესთან
გამარჯობა გიორგი. გაგვეცანით თუ შეიძლება.

მოგესალმებით. გიორგი დუმბაძე (RojoDiablo) მქვია. ვარ 19 წლის, ბათუმელი. ვსწავლობ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის სპეციალობით. მოგეხსენებათ, ძალიან მიყვარს "მანჩესტერ იუნაიტედი". არ დავიწყებ როგორ, რადგან ვფიქრობ ბანალური გამომივა მისი აღწერა. მიყვარს წიგნები - მთელ ჩემ თავისუფალ დროს ვატარებ კითხვაში. თუმცა ვერ ვკითხულობ ყველანაირ წიგნს. ჩემ ყურადღებას იპყრობს რომანები, დეტექტივები, მაგრამ ჩემზე გავლენას ახდენს მხოლოდ ფსიქოლოგიური წიგნები. მათ უდიდესი ძალა აქვთ. არ მიყვარს მანქანები, ზღვა და ყალბი ადამიანები. საერთოდ ვერ ვიტან ნიღაბს... არის კიდევ ბევრი რამ, რაც ასევე არ მიყვარს, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა.

როგორ იწყება თქვენი დილა?

პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ ჩემი დილა იწყება ისე, როგორც სრულდება დღე - მე ვიღვიძებ "მანჩესტერ იუნაიტედის" საწოლში. დიდხანს არ ვჩერდები, რადგან სულ მახსოვს, წინ ბევრი "საქმეა". ვიცვამ "მანჩესტერ იუნაიტედის" ტანსაცმელს, "შლოპანცებს" და აუცილებლად ვსვამ ჩაის, ოღონდ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჭიქაში. შემდეგ რასაც ვაკეთებ ვფიქრობ ბევრი თქვენგანი ხვდება, მაგრამ მაინც ვიტყვი. ვჯდები კომპიუტერთან და ვწერ იმას, რისი წერაც ყველაზე მეტად მსიამოვნებს. ვცდილობ ჩემი ძმის გაღვიძებამდე ყველაფერი დავწერო რასაც ვიპოვი - კომპიუტერი მასაც ხომ ეკუთვნის. ასე, რომ დილას ვატარებ "იუნაიტედთან" ერთად.


თქვენ ყველა ჩვენგანის აზრის გაგებას ცდილობთ. როგორ გრძნობთ თავს საპირისპირო ამპლუაში?

რა კარგი კითხვაა. მოდით მოგიყვებით როგორ დაიწყო ყველაფერი: ერთ დღეს ძალიან მომინდა საიტის მომხმარებლების გაცნობა. რამდენიმე მათგანთან ფეისბუქის საშუალებით ვცადე გასაუბრება, თუმცა ხშირად ჩემი სმს-ები უპასუხოდ რჩებოდა. მერე ადმინისტრატორს შევთავაზე იდეა, რომელიც ვფიქრობდი ორიგინალური იქნებოდა, თუმცა ასეთი ინიციატივა მანამდეც არსებულა. ადმინისტრაციის წევრებთან შეთანხმებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ინტერვიუები ჩაგვეწერა. პირველი კორესპონდენტი, ლადო ღონღაძე გახლდათ, შემდეგ კოტე ხრიკაძე, მარიამ გეგუჩაძე და სხვებიც (ნუ მიწყენთ თუ არ დაგასახელეთ, არ მინდა გამომრჩეს). თითოეული მათგანისგან ისეთი გრძნობებით დაწერილ პასუხებს ვიღებდი, რომ მეტი აღარ შემეძლო. მსურდა მეც მესაუბრა ამაზე. ასე ვთქვათ ოცნებად მექცა. მერე გამოჩნდნენ კეთილისმსურველნი და ითხოვეს ჩემთან ინტერვიუს ჩაწერა. არასდროს, არცერთხელ ასე არ გამხარებია კომენტარის წაკითხვა (იცინის). ვიგრძენი - ახლა ჩემი დროა, მეც მომისმენენ... ასე, რომ პასუხი თქვენს კითხვაზე არის - აღელვებულად. საშინლად ვღელავ ამ წუთს. წარმოიდგინეთ ჟრუანტელმაც კი დამიარა.

თქვენი ჰობი.

ჰობი, როგორც ასეთი რომ გითხრათ არ მაქვს, მაგრამ ძალიან მიყვარს კოლექციების შეგროვება. რა თქმა უნდა, ჩემი ინტერესები არც აქ სცდება საფეხბურთო ფარგლებს. წარმოიდგინეთ, დღეში უამრავ გაზეთს ვყიდულობდი, რათა მათში გამოქვეყნებული სტატიები და ფოტოსურათები ამომეჭრა (მნიშვნელოვანები მხოლოდ). ასეთი უამრავი მაქვს სახლში და ისინი საიმედო ადგილას ინახება. თუმცა გეტყვით, რომ მათ შორის არ არის და არც არასდროს იქნება "მანჩესტერ სიტისთან", "ლივერპულთან", "ბარსელონასთან" და პრემიერ-ლიგის სხვა კლუბებთან დაკავშირებული სტატიები თუ სურათები. გარდა ამისა, მაქვს არქივი...2008 წლის ჩემპიონთა ლიგის შემდეგ განვლილი თითოეული ჩემპიონთა ლიგის მატჩების ანგარიშები მაქვს ასახული რვეულში.

რატომ "მანჩესტერ იუნაიტედი"?

2005 წლის ჩემპიონთა ლიგას საოცარი ფინალი ჰქონდა არა? მაშინ მხოლოდ 11 წლის ვიყავი და გარკვეული სიმპათიები გამაჩნდა "მილანის" მიმართ. დღეს ვფიქრობ, რომ ეს სიმპათიები მხოლოდ კალაძის ხარჯზე არსებობდა, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანია. დაიწყო შეხვედრა და მეც მივუჯექი ტელევიზორს. მოლოდინი უდიდესი იყო თავად შეხვედრისგან და გამართლდა კიდეც. პირველი ტაიმის შემდეგ მამამ ტელევიზორი გათიშა და მითხრა: "რაღად უნდა ამას ყურება. მიდი, დაიძინე ხვალ ადრე უნდა ადგე." თითქოს ყველაფერი გადაწყდაო, მაგრამ ფეხბურთი სწორედ იმით არის ზე-სპორტი, რომ აქ არასდროს, არაფერი წყდება წინასწარ. მეორე დღეს დილით, ეზოში ამაყად გავედი და თავი მომქონდა, მაგრამ მესმის ყურში სიტყვები: "ნახე, გუშინ რა ქნა "ლივერპულმა"? დავინტერესდი და გავარკვიე რაც ქნა. იმ წამს, იმავე მომენტში, ადგილზევე შემზიზღდა "ლივერპული". უსაზღვროდ და ბავშვურად. მერე მოვძებნე გუნდი, რომელიც იმაზე მეტად ვერ იტანდა "ლივერპულს" ვიდრე მე. ჰო, "ევერტონიც" მაგრამ როცა ხედავ კაცს, რომელიც უბრალოდ ზის, ყბას აქნევს, ორ შეცვლას გააკეთებს და თამაშს ბოლო წამებზე იგებს, განა შეიძლება სხვა გუნდისკენ თვალი გაგექცეს? მე იმ პერიოდში ვიქეცი "წითლად" და მას შემდეგ არა მარტო ხორცი შეიღება ჩემი, არამედ სულიც.

თქვენი საყვარელი მომღერლის კომპოზიციებიდან რომელს გამოარჩებთ?

რომ ვთქვა მუსიკას დიდი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში თქო - მოგატყუებთ. მე ძალიან მომწონს Pink Floyd. ეს რაღაც ისეთია, რაც განგაცდევინებს მელოდიის ძალას. ძალიან მომწონს მისი სიმღერები, მაგრამ მინდა გამოვარჩიო Hey You. მშვიდი, მელოდიური, შინაარსიანი, მომწოდებელი - აი რა მხიბლავს მასში. ხოლო სიტყვები - would you help me to carry the stone? უბრალოდ მაგიურია და მეტი არაფრის თქმა არ შეიძლება.

გაცვლიდით Pink Floyd-ს კონცერტის ბილეთს "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩის ბილეთში?

არასოდეს! უკვე აღვნიშნე, რომ მუსიკა მხოლოდ მომწონს და მიზიდავს, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედი" მიყვარს და მშთანთქავს. არ არსებობს უფრო დიდი სიამოვნება, ვიდრე "ოლდ ტრაფორდზე" გაშლილი ხელებით დგომა, ხელით შარფის ფრიალი, უამრავ წითელთან ერთად ყოფნა, Glory, Glory - ს სიმღერა და ფეხბურთელების ცქერაა. ეს არის ის, რის სანაცვლოდაც ბევრ რამეს დავთმობდი.


მომავლის პროფესია თქვენ ჰობის ხომ არ უკავშირდება?

ანუ გაზეთების მჭრელს? (იცინის). ვიცი რაც გქონდათ მხედველობაში, მაგრამ სავარაუდოდ არა. თუმცა ვპირდები საკუთარ თავს, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა მომავალში საფეხბურთო სამყაროში ვიტრიალო. ძალიან მინდა სპორტული კომენტატორი ვიყო და ერთ დღეს "მანჩესტერ იუნაიტედის" თამაში გავაშუქო. თანაც ძალიან მინდა ეს არა რომელიმე სპორტულ არხზე, არამედ "რუსთავი 2"-ზე გავაკეთო. დიმასადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მას სიამოვნებით ჩავანაცვლებდი.

შოუსა და ერერაში გადახდილი 60 მლნ. გადაჭარბებულად ხომ არ გეჩვენებათ?

დღეს ბევრი ფეხბურთელი ამბობს, რომ "იუნაიტედი" შეიცვალა, რომ მათ ტრადიციები უარყვეს და ა.შ. მაგრამ მინდა ვკითხო მათ - თუ კი თქვენი კეთილდღეობა დამოკიდებულია ტრადიციათა ცვლაზე, განა არ ღირს მისი უარყოფა და საკუთარ თავზე ზრუნვა? ვფიქრობ, რომ საჭირო ტრანსფერებისთვის უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რაც ხელეწიფება "იუნაიტედს". დღეს ჩვენ არ გვაქვს ის მდგომარეობა, რომლის ხარჯზეც ნებისმიერ ფეხბურთელს ვიზიდავდით. ეს ჩემპიონთა ლიგაა. მართალია ჩვენი სიდიადე არსად გამქრალა, მაგრამ ეს აღარ ხიბლავს ფეხბურთელებს. უკვე სისულელეა მათთვის სიტყვები - "ეს ხომ "იუნაიტედია".

გაქვთ მათი იმედი?

ყოველთვის, როცა გუნდში რამე ახალი ხდება, იმედის ახალი ნაპერწკალიც ჩნდება. მე მჯერა, რომ ლუკ შოუ მინიმუმ ათი წლის განმავლობაში მოგვისპობს მარცხენა მცველის ისედაც არ არსებულ პრობლემას. მჯერა არა იმიტომ, რომ ის ძალიან ნიჭიერია, არამედ იმიტომ, რომ მას ლუი ვან გაალი გაწვრთნის. მართალია მხოლოდ წვრთნა რას უზამს, თუ ნიჭი არ აქვს, მაგრამ მხოლოდ ნიჭი რას იზამს თუ წვრთნა არ აქვს? მჯერა აგრეთვე იმისაც, რომ ანდერ ერერა ცენტრში გარკვეულ პრობლემებს მოხსნის. თუმცა მეეჭვება მან სრულად აღმოფხვრას იქ არსებული პრობლემები. მე ამ ბიჭზე ძალიან ბევრი რამ წავიკითხე და გავიგე ისიც, რომ ის სიმკაცრეს მიჩვეულია. რას რას და ლუი სიმკაცრეს ნამდვილად არ მოაკლებს.

თქვენი ნება რომ იყოს, ვის დაატოვინებდით კლუბს?

მარუან ფელაინის. მისმა ყველა გულშემატკივარმა მაპატიოს, მაგრამ იგი არ არის "იუნაიტედის" სტილის ფეხბურთელი. მასში ვერავითარ ტექნიკას ვერ ვხედავ. ძალიან მაგონებს ქუჩაში შემხვედრ ჯმუხ ტიპს, რომელსაც სინაზის არაფერი აქვს. ხანდახან მგონია, რომ ბურთს იმაზე რბილად უნდა მოეპყრო, ვიდრე ქალს. მარუანს არ შეუძლია ეს. მისი ფიზიკური კონდიციები ამის საშუალებას არ აძლევს.

გაიხსენეთ ყველაზე ამაღელვებელი მომენტი, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირდება.

"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარი როცა ხარ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან რთულად მიგაჩნია. "იუნაიტედი" არის გუნდი, რომელიც ემოციურობის თვალსაზრისით გამორჩეულია. ქვეყნად ვერ მოძებნით სხვა გუნდს, რომელიც მასზე უფრო მეტად დაგღვრით ემოციურად... ემოციას რაც შეეხება - მითხარით, განა არსებობს იმაზე უკეთესი შეგრძნება, ვიდრე შეხვედრის ბოლო წამზე მოპოვებული გამარჯვებაა? ყველაზე ამაღელვებელი მომენტი სწორედ მას უკავსირდება. "მანჩესტერ იუნაიტედი" 4-3 "მანჩესტერ სიტი". მაიკლ ოუვენის მიერ ბოლო წუთზე გატანილი გოლი. მე მაშინ სიხარულისგან მინა ჩავტეხე. შეხვედრა კარგად დავიწყეთ და კარგადაც გავაგრძელეთ, მაგრამ რიო ფერდინანდმა თითქოს ყველაფერი გააფუჭა. წარმოიდგინეთ, მთელი ჯაფა მისმა საშინელმა ქმედებამ ჩააფლავა. შეხვედრის ბოლოს კრეიგ ბელემიმ გაგვითანაბრა. მაგრამ როცა გუნდში სერ ალექს ფერგიუსონი, რაიან გიგზი და სხვა დიდებული მოთამაშეები გყავს, არასდროს ყრი ფარ-ხმალს. არც ჩვენ და არც მე არ დამიყრია! ჩვენ ის შეხვედრა მოვიგეთ, მე კი მამაჩემისგან საყვედური მივიღე.


გვიამბეთ ტრაგიკული ისტორიის შესახებ, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედზე" გახსენდებათ.

2009 წელი, რომი, ჩემპიონთა ლიგის ფინალი, "მანჩესტერ იუნაიტედი" "ბარსელონას" წინააღმდეგ - ჩვენ მაშინ შეგვეძლო ისტორიაში შევსულიყავით. "მანჩესტერ იუნაიტედი" გამარჯვების შემთხვევაში გახდებოდა პირველი გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგას ზედიზედ ორჯერ მოიგებდა. მაგრამ მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში... ამ დროს 15 წლის ვიყავი და როგორც ჩემი ასაკის ბიჭს შეჰფერის, საოცრად ბავშვურად ველოდებოდი მატჩს. სკოლაში ერთგვარი დაპირისპირება მოვაწყვე "ბარსელონას" გულშემატკივრებთან. მოვიხატე ხელები "მანჩესტერ იუნაიტედის" საქებარი სიტყვებით. სახლში გავაკარი უამრავი სურათი, რომელთა შორის იყო რუნის, რონალდუს, გიგზის და სხვათა ფოტოები. რონალდუს კუთხე ცალკე გავაკეთე. სახლში მხოლოდ საფეხბურთო აურა იგრძნობოდა. იმ დღეს როჯერ ფედერერისა და რაფაელ ნადალის ფინალური შეხვედრა მიმდინარეობდა საჩოგბურთო შეხვედრაში. სამწუხაროდ დიდხანს ვერ მორჩნენ და ბოლო სეტი ფეხბურთის დასაწყისს დაემთხვა, რის გამოც მამაჩემმა ტელევიზორი არ გადამირთო. მეტი რა გზა მქონდა, ავდექი და ოთახში შევედი, მამაც კი მითხრა: "როცა მორჩება დაგიძახებ". შეხვედრა არაჩვეულებრივ ტემპში დავიწყეთ. კატალონიელები შოკში ჩავაგდეთ. მახსოვს კრიშტიანუ რონალდუს შესრულებული ჯარიმის შემდეგ პარკ ჯი სუნის დამატების უშედეგობით გამოწვეული იმედგაცრუება, მაგრამ... შემდეგ იყო ის, რაც არ უნდა მომხდარიყო: სამუელ ეტო'ომ გაგვიტანა. არ მახსოვს გოლის შემდეგ რამდენიმე წამის განმავლობაში რა ხდებოდა, მაგრამ კარგად მახსოვს კრიშტიანუს ჟესტი, რომლითაც ის ფეხბურთელებს დამშვიდებისკენ მოუწოდებდა. თუმცა, ეს ბოლო იყო, რაც იმ დღეს "წითლებმა" გააკეთეს. ჩვენ დავმარცხდით. მახსოვს იმ დღეს ჩემი ცრემლებით როგორ დავასველე ბალიში, მახსოვს როგორ შემოვიდა მამა და მითხრა: "მინდოდა დაძახება მაგრამ..." მახსოვს რამდენ ხანს არ ამომდიოდა თვალიდან მესის თავური. თუმცა ტრაგედია არ იყო ერთ დღიანი - მეორე დღეს სკოლაში უნდა წავსულიყავი, მაგრამ ვერ შევძელი. არ მრცხვენოდა, მე არასდროს მრცხვენია "იუნაიტედის" გამო, უბრალოდ ფეხები არ მემორჩილებოდა. ზუსტად სამი დღის განმავლობაში ოთახიდან არ გამოვსულვარ, საჭმელსაც კი იქ ვჭამდი (ოღონდ ცოტას). ტელევიზორს ვერ ვუყურებდი, რადგან მესმოდა, რომ ყველა არხზე ერთსადაიმავეს, "ბარსელონას" გამარჯვებას გააშუქებდნენ. მე სამი დღის განმავლობაში მძულდა ფეხბურთი და მთელი ცხოვრება მძულს "ბარსელონა".

მოგწონთ მუნდიალზე "მანკუნიანელების" თამაში?

ინგლისის ნაკრების ვერც-ერთ მოთამაშეს ვერ შევაფასებ. არ მინახავს მათი თამაშები (მოუცლელობის გამო). ტუმცა შემიძლია ვისაუბრო ლუიშ ნანის, ორი ბელგიელის, პატრის ევრასა და რობინ ვან პერსის შესახებ. ნანი - ჩემი აზრით გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე კლუბში. პორტუგალიის ნაკრების წარუმატებლობის მიზეზად მე ცენტრ ფორვარდის ნაკლულობა მიმაჩნია. ბელგიელები - მარუანიმ ბრწყინვალე გოლი გაიტანა და თამაშის მხრივაც არაუშვდა. მე ვიტყოდი კიდეც კარგი იყო, აი ადნანს რაც შეეხება მასზე ლაპარაკიც არ ღირს. ღუმცა ის ჯერ მხოლოდ პატარა ბიჭია და არც პელეა, რომ ასეთი დონის ტურნირზე უმაღლესი კლასი აჩვენოს. პატრის ვერა - ფრანგს არაფერი დაეწუნებოდა. ყოველშემთხვევაში არაფერს აფუჭებდა. საფრანგეთის ნაკრების მხოლოდ ორი შეხვედრა ვიხილე და მე ძალიან მომეწონა ისინი. რობინ ვან პერსი - აი ვისზე უნდა ისაუბრო, თუ ვინმეზე უნდა ისაუბრო. რობინი ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა არა მარტო ჰოლანდიის ნაკრებში, არამედ თვით მუნდიალზე. ის რაც მან ესპანეთის ნაკრების კარში მდგომ იკერს გაუკეთა, ნამდვილი სილამაზეა. მან მიირო გადაწყვეტილება, რომელსაც 10-დან 8 თავდამსხმელი არ გააკეთებდა (მეორე ასეთად მხოლოდ იბრაჰიმოვიჩი მიმაჩნია). ის უბრალოდ დიდი ფეხბურთელია და ამაზე მისი კაპიტნის სამკლაურიც მეტყველებს.

რას გვეტყვით "redarmy.ge"-ს შესახებ?

ძალიან ბევრ რამეს! მე ყოველთვის მაკლდა მოსაუბრე, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედთან" დაკავშირებულ ჩემ გრძნობებს გაიზიარებდა. ასეთი კი ჩემს წრეში არათუ ცოტა, არამედ საერთოდ არ მოიძებნება. იზიარებს, მაგრამ ვერ მითანაგრძნობს. ორი წლის წინ redarmy.ge - ს მომხმარებელი ვიყავი. შემდეგ რაღაც ვრცელი სტატია წავიკითხე და მისი ავტორის გრამატიკულმა "ნიჭმა" (სწორედ რომ ბრჭყალებში უნდა ეწეროს) გამაოცა. სტატიის ბოლოში გამაკრიტიკებელი კომენტარი დავწერე. მეორე დღეს კი საიტზე შესვლა მინდოდა, მაგრამ ვერ შევედი. მერე ახალად დარეგისტრირება ვცადე, მაგრამ ვერ დავრეგისტრირდი. ასე ვთქვათ დავრჩი "მანჩესტერ იუნაიტედის" შესახებ -მოსაუბრის გარეშე. 4 თვის წინ კი საიტებზე დავძვრებოდი, როცა შემთხვევით რაღაც რეკლამას დავაჭირე და redarmy.ge - ზე აღმოვჩნდი. უსაზღვრო იყო ჩემი სიხარული. მე შევიძინე პატარა "ოჯახი", სადაც ჩემი ესმით.

ყველაზე მეტად ამ საიტში ის მომწონს, რომ ახალწვეულებს ეგებებიან. როცა დავრეგისტრირდი და პირველი სიახლეები დავწერე, ჩემი სიახლეები ისევე როგორც ყველა user-ის სიახლე, მოდერაციაზე მოხვდა. ზუსტად 5 წუთში იგივე სიახლე საიტის მთავარ გვერდზე გამოქვეყნდა, ოღონდ სხვისი ავტორობით. ძალიან დამწყდა გული, მაგრამ რას ვხედავ. ავტორმა საკუთარი სიახლე წაშალა და ჩემი დადო, რასაც მოჰყვა კომენტარი - "გეკუთვნოდა და იმიტომ". მერე publisher-ს წოდებაც მომცეს და ამან კიდევ უფრო მეტი სტიმული გამიჩინა. დღეს კი moderator-ი ვარ და ძალიან მსიამოვნებს ამ საქმის კეთება.

უსურვეთ რამე საიტს.

როგორც უკვე აღვნიშნე, redarmy.ge ძალიან "სტუმართმოყვარე" საიტია. მინდა ასეთი დამოკიდებულება არასდროს მოიშალოს საიტმა ახალწვეულთა მიმართ და ეს ერთ-ერთი საწინდარი იქნება პირველობისკენ მიმავალ გზაზე. ვიცი, რომ რაღაც პროექტები იგეგმება და დარწმუნებული ვარ, რომ საინტერესო იქნება. აქ არაჩვეულებრივი კოლექტივია და ვუსურვებ საიტს, რომ მათი არც-ერთი წევრი არ დაეკარგოს. პირიქით, უფრო მეტი საინტერესო მომხმარებელი თუ მწერალი შეეძინოს. წარმატება კი მცდელობისა და თავდაჯერებულობის შედეგად აუცილებლად მოვა.

გიორგი დუმბაძის ფოტო შეგიძლიათ იხილოთ აქ
ინტერვიუები
31 კომენტარი
№11
ავტორი: RojoDiablo
4 ივლისი 2014 20:14
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Esi,
UTD-Rule,
mari-chicharito,
მარიამი,
გაიხარეთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№12
ავტორი: Best 7
4 ივლისი 2014 22:03
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
RojoDiablo,
RojoDiablo,
iasnia ukve,
0
№13
ავტორი: ვახო ( G G M U)
4 ივლისი 2014 22:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
კარგი ინტერვიუ გამოვიდა ნამდვილად და ძალიან საინტერესო პასუხები იყო. ზოგადად ამ პროექტმა აშკარად გაამართლა და თამამდ შეიძლება ითქვას რო მშვენიერი წამოწყებააა. რაც შეეხება მთავარ გმირს რა თქმა უნდა წარმატებები fellow
0
№14
ავტორი: Goginashvili777
4 ივლისი 2014 22:13
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
დიდი პოპულარობა დაიმსახურა გიო ამ ინტერვიუმ lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№15
ავტორი: chudikone
4 ივლისი 2014 22:20
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ძალიან მაგარი ინტერვიუ იყო, იმაზე მეტი, ვიდრე ველოდი. ძალიან მაგარი შენაძენია თავად rojodiablo რედარმელებისთვის და იმედი მაქვს სულ ჩვენიანი დარჩება. ხო, საიახლეში, როგორც ჩანს კონკურენტების საიტი არ იწერება და იქაც რედარმი წერია, ამან არ დაგაბნიოთ. გიორგის გარეგნობა არ ვიცოდი და მეგონა ერთი, ჩვეულებრივი ბუნჩულა ბიჭი და როგორი სხვანაირი ყოფილა :D მოკლედ ძაან კარგი იყო და წარმატებები თითოეულ ჩვენგანს იუნაიტედთან ერთად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№16
ავტორი: Rosso Diavolo
4 ივლისი 2014 22:22
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ყოჩაღ ორივეს !! საინტერესო ინტერვიუ იყო love

სულეხლახან მოხვედი საიტზე და ყველას თვი დაამახსოვრე ! love მართლა ყოჩაღ გიო !
0
№17
ავტორი: chudikone
4 ივლისი 2014 22:27
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ისა ხო, რო თქვი რო ადმინისტრატორმა თავისი სიახლე წაშალა და ჩემი გამოაქვეყნაო, ვინ იყო ხო არ გახსოვს ? თუ აქ არ გინდა დაწერო პირადში მომწერე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№18
ავტორი: red devil
4 ივლისი 2014 22:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
საღოლ მართლა მაგარი სტატიააა და დიდი სიამოვნებით ვკითხულობდი დასრულება აღარ მინდოდა :D ის სტატია და კომენტარი მეც მახსოვს გეკუთვნოდა და მაგიტო წავშალე ჩემიო :D საღოლ ძმაო მართლა მაგარი ფანი ხარ წარმატებები.
0
№19
ავტორი: RojoDiablo
4 ივლისი 2014 22:34
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Chicharito103,
საკმაოდ...მიხარია, რომ ხალხს მოსწონს

chudikone,
თუ რამე მაკლია, ეს სწორედ ხორცია :დ

Phil 4,
love გაიხარე

red devil,
გაიხარე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№20
ავტორი: GeorgeBest
4 ივლისი 2014 22:55
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
chudikone,
ლადო იყო კარგად მახსოვს. მაგ პერიოდში ეგ წერდა ძალიან ხსირად დამერე გამოჩნდა გიოც
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top