თბილისი:
მანჩესტერი:
21-11-2012, 15:34
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2455,
კომენტარები: 11
ფლეტჩერი:"ახალგაზრდებმა ძალიან კარგად ითამაშეს"
დარენ ფლეტჩერი ახალგაზრდა "წითელ ეშმაკებს" აქებს !
ფლეტჩერი:
დარენ ფლეტჩერმა განაცხადა,რომ გუშინდელი მარცხის მიუხედავად "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდობამ ძალიან კარგად ითამაშა.ის თვლის,რომ ეს მატჩში მათვის ძალიან კარგი გაკვეთილი იყო.

"ყველა ახალგაზრდა მოთამაშემ,რომელმაც გუშინდელ მატჩში მიიღო მონაწილეობა,ყველამ კარგად ითამაშა.ისინი თვალნათვლივ ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობებს.გარდა ამისა "ტელეკომ არენაზე" თამაში ძალიან ძნელია,მაგრამ მათვის ეს დიდი პრობლემას არ წარმოადგენდა.გასული სეზონი ძალიან ცუდად დამამახსოვრდა და ძალიან კარგია,რომ წინა წლის შეცდომა გამოვასწორეთ.მე ვთვლი,რომ ჩვენ კარგად ვითამაშეთ,განსაკუთრებით კი პირველ ნახევარში." - განაცხადა ფლეტჩერმა.

"როგორც კი მეტოქემ უპირატესობა მოიპოვა,მაშინვე მათ ტემპის დაგდება დაიწყეს.ისინი ჯარიმების ხარჯზე ცდილობდნენ თამაშის ტემპის დაგდებას,მაგრამ ჩვენ ამ ამოცანას თავი კარგად გავართვით.პირველ ნახევარში ძალიან ბევრი შანსი გვქონდა, რომლებიც უნდა გამოგვეყენებინა აუცილებლად."

როგორც მოსალოდნელი იყო "თურქ ტელეკომ არენაზე" პრობლემები შეექმნებოდა "მანჩესტერ იუანიტედის" თურქი გულშემატკივრებიდან,მაგრამ ფლეტჩერი მიიჩნევს,რომ ამაზე დიდი პრობლემებიც იყო მოედანზე.

"ძნელია თამაში,როდესაც მთელი სტადიონი შენს წინააღმდეგა.ისინი სხვადასხვა შეურაწმყოფელ სიტყვებს იძახიან და ყველაფერს აკეთებენ საკუთარი გუნდის მხარდასაჭერად,მაგრამ ამაზე დიდ პრობლემას მოედნის საფარის მდგომარეობა წარმოადგენდა.საფარი ნამდვილად არ იყო კარგ მდგომარეობაში,მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ კარგად ვითამაშეთ." -დაასრულა დარენმა.

წყარო : MANUTD.RU
ახალი ამბები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: v.persie and rooney
22 ნოემბერი 2012 00:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 466
ფლეჩე მაგარი კაცია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top