თბილისი:
მანჩესტერი:
1-07-2014, 10:44
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 2671,
კომენტარები: 13
საჭირო ტრანსფერები !
სრულიადში გთავაზბოთ ჩამონათვალს იმ ფეხბურთელების ვინც უნდა მოვიდეს და დატოვოს კლუბი. (ჩემეული ვერსია)
საჭირო ტრანსფერები !
წამსვლელების სია

ეშლი იანგი იანგმა ვერა და ვერ მოიკიდა ფეხი მანჩესტერში . ის განვითარების მაგივრად ნელ ნელა იკლებს ..
გასული სეზონით თუ ვიმსჯელებთ სწორედ იანგმა უნდა დატოვოს კლუბი პირველმა .

ტომ ქლევერლი
ინგლისელს სერ ალექსი ახალ როი კინად მოაზრებდა , თუმცა ის ქლევერლად დარჩა და იმის მაგივრად რო პროგრესი განეცადა უბრალოდ ტიპიურ "უკანაპასად" ჩამოყალიბდა. ტომის მომაბეზრებელი უკან პასების და მრავლად დაშვებული შეცდომების ყურება გულშემატკივარს აღარ სურს . ტომის მსურველი "ევერტონი" და "არსენალია" და დიდი ალბათობით წელს კლუბს დატოვებს

ფლეტჩერი, ევრა, კერიკი. ეს 3 მოთამაშე 30 წელს გადაცილებულია და ყველამ კარგად იცის, რომ ასაკის მატებასთან ერთად შეცდომებმაც იმატა. ძალიან დიდია წუნი მათ სათამაშო სტილში . დროა ახალი სისხლის .სიმართლე ვთქვათ , ყველას ძალიან გვიყვარს 3ვე, მაგრამ მათი დრო წავიდა .

ნანი და ჩიჩარიტო იყო დრო როცა ნანი ბრწყინავდა და რონალდუსაც კი ადარებდნენ, თუმცა ხშირი ტრამვები აღმოჩნდა მიზეზი იმისა, რომ ნანი დღეს სათადარიგო სკამის 7 ეულშიც ვერ შედის.
ჩიჩარიტოც უნდა წავიდეს, მე არ მეგულება გულშემატკივარი, რომელსაც ჩიჩა არ უყვარდეს თუმცა მას დრო საერთოდ არ აქვს, იგი იმსახურებს დროს და ძირითადში თამაშს რათა მან საყვარელი საქმე "გოლების გატანა" აკეთოს, მას კარგი ვარიანტები აქვს "ტოტენჰემი, "ინტერი" და "ატლეტიკო" .

მომსვლელთა სია .
შოუ და ერერა უკვე წითლები არიან თუმცა მათ რიცხვს კიდევ 5-6 ახალი ფეხბურთელი უნდა დაემატოს !

მანგალა
ცენ. მცველი რომელიც, ფიზიკურადაც და ტაქტიკურადაც ძალიან ძლიერია, რიო და ვიდას წასვლის შემდეგ, მანგალა ნომერ პირველი სამიზნეა მანჩესტერისთვის . ის ძალიან გამოგვადგება .
მან გასულ სეზონში 51 შეხვედრაში 6 გოლის გატანა მოახერხა, რაც ძალიან კარგი შედეგია.

კროოსი, ვიდალი, პოგბა
ამ "შესანიშნავი სამეულიდან" ერთ - ერთი ძალიან გააძლიერებს ჩვენს "უსუსურ" ნახევარდაცვას
კროსის შესანიშნავი გადაცემები და მოედნის ხედვა სჭირდება იუნაიტედს , ეს სიტყვები სქოულზმა თქვა. კროსის მონაგარი ბოლო სეზონში 39 შეხვედრაში 4 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა"
ვიდალი, ერთად აღებულ ქლევერლი და კერიკს სჯობს. მან შესანიშნავი 2 სეზონი აჩვენა "იუვეში" და მისმა ფასმა 40 მილიონს მიაღწია, ვნახოთ რა იქნება ვიდალთან დაკავშირებით. 27 წლის ჩილელმა გასულ სეზონს : 42 შეხვედრაში 18 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა

პოგბა - სერ ალექსის ყველაზე დიდი შეცდომა (ჩემი აზრით)
ფრანგის მონაცამების მქონდე შუა ნახევარმცველი 1 - 2 თუ იქნება, თუმცა ეს თქვენც კარგად იცით ,მისი სისწრაფე, ძალა , მოედნის ხედვა, და აგრესიული თამაში , რომელიც უფრო ძლიერს ხდის მას ,სწორედ ეს გვჭირდება . პოგბას დაბრუნება ძალიან დაგვხატავს.
გასულ სეზონში ფრანგმა 48 შეხვდრაში 9 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა

დეპაი ,დე ვრი და ბლინდი
ვან გაალის "შვილები" დე ვრი "სათადარიგოსთვის" კარგი იქნება. ის ახალგაზრდა მცველია და მჯერა ლუი ამ ბიჭისგან კარგ და ძლიერ მცველს დააყენებს
ბლინდი , ეს ჰოლანდიელი შოუს შემცვლელად კარგი იქნება . ბიუტნერი წავიდა, ევრამ 1 წლიანი გააფორმა და ისიც მალე დაგვტოვებს , ხოლო ბლინდი იქნება ის მარცხენა მცველი,რომელიც შოუს შეცვლის
და ბოლოს მემფისი !
დეპაიზე დიდი ნადირობაა, მასზე ერთდროულად "ტოტენჰემი", "სიტი", "არსენალი" და "იუნაიტედი" ნადირობს, მაგრამ დიდი ალბათობით "იუნაიტედს" აირჩევს ნუ რა თქმა უნდა მამამისის ხათრით. დეპაი 20 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელია რომელიც იანგის და ნანის ცუდ თამაშს ბოლოს მოუღებს. გასულ სეზონში მემფისმა 32 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა.

დი მარია ან როისი
დი მარიამ გასულ სეზონში შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, მან ითამაშა გადამწყვეტი როლი ლიგის ფინალში სადაც ატლეტიკო 1-4 დაამარცხა რეალმა .
დი მარიას დონის ვინგერი სჭირდება "იუნაიტედს", რათა ნორმალური ჩაწოდებები და ფლანგზე გარღვევები ვიხილოთ. არგენტინელი დიდი ალბათობით დარჩება მადრიდში, მაგრამ ცდა ბედის მონახევრეა და იქნებ ვუდვორდსმა კიდევ ერთხელ შეძლოს ჩვენი გახარება. დი მარიას მონაგარი 8 გოლი და 22 საგოლე გადაცემაა
მარკო როისი.
გერმანელი ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე, სწრაფი და მოქნილი ახალგაზრდა გერმანელი მთლიანად შეავსებდა მანჩესტერს .. გულშემატკივრების 100%პროცენტს უნდა როისის ხილვა ჩვენს რიგებში თუმცა, თვით გერმანელს არ უნდა სამშობლოდან წასვლა .
როისმა გაუსლ სეზონს 35 მატჩში 21 გოლი და 15 საგოლე გადაცემა მიითვალა, რაც ფენომენალური შედეგია.

სიახლეები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Z A C K™
1 ივლისი 2014 15:28
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
კერიკზე,ევრაზე და ფლეტჩერზე სასტიკად არ ვეთანხმები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№12
ავტორი: red devil
1 ივლისი 2014 16:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ჩიჩარიტო არ არის გასაშვები კაცი, პოგბას დაბრუნების შანსი არ არის და როისზე ტყუილად ვოცნებობთ მაინც არ გადმოვა
0
№13
ავტორი: Goginashvili777
2 ივლისი 2014 12:45
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
Z A C K™,
ზაკ , ყველას გვიყვარს ევრაც კერიკიც და ფელეტჩერიც , მაგრამ უყურებ მათ თამაშს ??
ფლეტჩერი დასაფასებელია კიბოს ოპერაციის შემდეგ დაბრუნდა გუნდში და ნახავდი როგორც ითამაშა , ასევე კერიკი , საშინელი სეზონი..
32 წლის ნახევარმცველების იმედზე შორს ვერ წავალთ . კერიკი ჩემი აზრით რიოს უნდა გაყვეს ქპრში და ეპლ ითამაშოს თუმცა არა მანჩესტერის მაისურით ხოლო ევრამ 1 წლიანი გააფორმა და ბლინდს სანამ ვინმე არ აგვახევს ჯობს გავიფორმოთ ,
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top