თბილისი:
მანჩესტერი:
30-06-2014, 11:11
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2809,
კომენტარები: 13
ფანების მორიგი მსხვერპლი - უეინ რუნი
რუნის მიერ გაკეთებულმა სარეკლამო პოსტმა გულშემატკივრებში გაღიზიანება გამოიწვია...
ფანების მორიგი მსხვერპლი - უეინ რუნი
მოგეხსენებათ, რომ რუნი კომპანია Samsung-ის მიერ გადაღებულ სარეკლამო რგოლებში იღებს მონაწილეობას. ერთ-ერთი უკანასკნელი Galaxy 11 გახლავთ, სადაც ტოპ კლასის ფეხბურთელები დედამიწას უცხოპლანეტელების შემოსევისგან იცავენ.

მუნდიალზე განცდილი სრული კრახის შემდეგ, ინგლისელი ვარსკვლავი შინ დაბრუნდა და დავალების მიხედვით თავის Facebook, Instagram და Twitter-ზე სარეკლამო პოსტები განათავსა. "მსოფლიოს გადარჩენა Galaxy 11-თან ერთად და ამის გამო პრიზების მიღება ? ამას ვერაფერი შეედრება."

ყველასგან მოულოდნელად, პრემიერ ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფორვარდი, თავისივე გულშემატკივრებისგან კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვა.. შემოგთავაზებთ რამდენიმე მათგანს.

"შენ ახლა ბრაზილიაში უნდა იყო. ამის ნაცვლად კი მანჩესტერში ხარ, რადგან ინგლისის ნაკრებს ვერაფერი მოუტანე."


"რუნი, მეგობარო, რატო არ აქცევ ნაკლებ ყურადღებას ამ რეკლამებს და რატო არ იტან გოლებს იმ მატჩებში, სადაც მონაწილეობას იღებ ?!"


"რუნი, აქცენტი ფეხბურთის თამაშზე გააკეთე, რადგან მსოფლიო ჩემპიონატზე სამარცხვინოდ გამოხვედი და დაივიწყე საერთოდ ეს Galaxy 11."


"ოხერი რეკლამები. ეცადე უკეთ ითამაშო ფეხბურთი, შენ იცი შენი საქმე."


"ფეხბურთი ითამაშე, გავა***ი ამ სულელურ რეკლამებს.


წყარო: Mirror
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: General 171
30 ივნისი 2014 23:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 81
სუ ყველა ლივეს ფანები იქნებოდნენ :D
0
№12
ავტორი: temo-scholes
1 ივლისი 2014 11:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
Dawynardit... Van gaalis xelshi gamochndeba srulad vin vinaa da ra sheudzlia...:)
0
№13
ავტორი: salome-rooney
2 ივლისი 2014 14:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 111
რა საშინელება ასე როგორ შეიძლება? იმის მაგივრად რომ გაამხნევონ პირიქით მასზე ზეწოლას ახდენენ. ასეთი ადამიანები მისი გულშემატკივრები არანაირად არ იქნებიან რადგან გვერდში დგომა არ იციან angry
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top