ბელგიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა და ''მანჩესტერ იუნიატედის'' ნახევამრცველმა, მარუან ფელაინიმ განაცხადა, რომ მის ნაკრებს შეუძლია მსოფლიო ჩემპიონატის მოგება
"ბელგიას შეუძლია მსოფლიო ჩემპიონატის მოგება. თუ ეს მოხდება, პირობას ვდებ, რომ თმას შევიჭრი. - აცხადებს ფელაინი.
ბელგიელი ნაცხევარმცველი კლუბში და ნაკრებშიდაც ერთი და იგივე სტილის ფეხბურთს აჩვენებს. - მე გასული სეზონის დასაწყისში შევუერთდი კლუბს და ამ დროის მანძილზე მოხდა როგორც კარგი, ასევე ცუდი მომენტებიც. ტრავმირებული ვიყავი დიდი ხნის მანძილზე, რამაც ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემს ფორმაზე, ამასთანავე შეცვალეს მწვრთნელი და კლუბსაც ძალიან გაუჭირდა. დაველოდოთ შემდეგ სეზონს და ვნახოთ, თუ რა მოხდება. თუმცა მე პირობას ვდებ, რომ უკეთესი გავხდები.
მსოფლიოზე ჩატარებულ პირველ შეხვედრას მე არ განვიხილავ კრიტიკოსების პასუხად, მე არავისთან ვალში არ ვარ. მე გავიტანე ჩემი ოჯახის და ქვეყნის ღირსების გამო. გასულ წელს რთული სეზონი მქონდა, მაგრამ ეხლა მსოფლიო ჩემპიონატზე ვარ მხოლოდ კონცერტრირებული და ეროვნულ ნარკებზე ვფიქრობ" - დაასრულა ფელაინიმ.