თბილისი:
მანჩესტერი:
29-06-2014, 11:46
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2819,
კომენტარები: 14
დეპაიზე ნადირობა დაიწყო
დეპაი - ინგლისური კლუბების ყურადღების ცენტრში
დეპაიზე ნადირობა დაიწყო
"პე ეს ვეს" და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მარცხენა ვინგერი მემფის დეპაი აცხადებს, რომ მისით ბევრი ინგისური გრანდი ინტერესდება.
20 წლის მემფისი ძალიან კარგ ფეხბურთს გვიჩვენებს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ბრაზილიაში იმართება. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელმა სამ მატჩში ორი გოლის გატანა მოახერხა.

მოსალოდნელია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დეპაიზე ინგლისური კლუბები ნადირობას დაიწყებენ და მის გადმობირებას შეეცდებიან. მაგრამ თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ჯერ ამაზე არ ფიქრობს.

"რა თქმა უნდა, მე წავიკითხე, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი", "მანჩესტერ სიტი" და "ტოტენჰემი" ჩემით ინტერესდება, მაგრამ ჯერ ამაზე არ ვფიქრობ."

"ყველაფერს მოგვიანებით განვიხილავ. ჩემი აგენტი - კეეს პლოეგსმა ბრაზილიაში ჩემთან ერთად იმყოფება და ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით ჯერ არ გვისაუბრია. ყველაფერი ეს მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ." - განაცხადა ახალგაზრდა ფეხბურთელმა Daily Star-თან.

წყარო:http://fapl.ru
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Macklemore
29 ივნისი 2014 14:05
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
Dzaaan didi potencialiaq ambichs da magrad minda ro es transferi shedges.
0
№12
ავტორი: GeorgeBest
29 ივნისი 2014 14:14
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რობენის მოყვანას ეს მოიყვანონ რა love
0
№13
ავტორი: VaRdo
29 ივნისი 2014 16:43
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ჰოლანდიელები პრემიერ ლიგაში, რომ ამართლებენ ეს ვიცით, მაგრამ მთლად ნუ გავავსებთ ეხლა. ერთი რამ არ მომწონს. ის რომ ინგლისელები კერიკი, იანგი, კლევერლი ფერდინანდი ფაქტიურად გუნდიდან წასულები არიან და სანაცვლოდ მხოლოდ ლუკ შოუ მოვიდა. 4 ინგლისელი მიდის 1 მოდის. სასტავში მხოლოდ რუნი და შოუ იქნება? და ჯონსონი ალბათ. ცუდია მაგრამ რას ვიზავთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№14
ავტორი: ლადო
29 ივნისი 2014 17:51
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
VaRdo,
რატო სმოლინგი, კინი, ზაა, ლინგარდი რა გინდა გვყაავს ინგლისელები
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top