თბილისი:
მანჩესტერი:
27-06-2014, 19:17
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2116,
კომენტარები: 11
შოუ: "აქ ტიტულების მოსაგებად ვარ"
ლუკ შოუმ მოსვლის მიზეზი ახსნა.
შოუ:
18 წლის ინგლისემა რამდენიმე საათის წინ "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოაწერა კონტრაქტს ხელი. MUTV-თან საუბრისას, შოუმ ახსნა როგორი გრძნობაა "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლა.

"ეს საოცარი გრძნობაა. იმის შემდეგ რაც მე გავიგე, რომ "იუნაიტედი" ჩემით ინტერესდებოდა ბევრი დრო გავიდა. მე ვიმედოვნებდი, რომ ყველაფერი მოგვარდებოდა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, მაგრამ არ მოხერხდა და ახლა, მე საბოლოოდ აქ ვარ. მე ძალიან ბედნიერი ვარ და კიდევ არ მჯერა, რომ ეს მოხდა."

"მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია და საუკეთესოებს შორის ყოველთვის იქნება. მე ვფიქრობ, რომ ჩემი აქ მოსვლის მთავარი მიზანი არის ის, რომ "იუნაიტედს" ბევრი ტიტული სურს და ასევე ვარ მეც. როგორც ახალგაზრდა ბიჭი, ძალიან მოტივირებული ვარ ტიტულების მოგებაზე."


შოუს ერთი წელი პატრის ევრასთან მოუწევს თანამშრომლობა და მასთან მუშაობა. ინგლისელები აცხადებს, რომ ერთი სული აქვს როდის შეხვდება ფრანგს:

"მე ძალიან აღელვებული ვარ, რადგან მასთან ერთად მიწევს მუშაობა. ის ლიგაში ერთ–ერთი საუკეთესო მარცხენა მცველია ბოლო დროის მანძილზე და მასთან მუშაობა არის ის, რასაც ვეღარ ვითმენ. ვიმედოვნებ, რომ მისგან ბევრს ვისწავლი."

ManUtd.com
სიახლეები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Berba 9
28 ივნისი 2014 11:13
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
არ მოიგებ და ვისი აჯობებს ვნახავთ მაგას :))) ხო ისე ევრიტოს დაუჯერე ყველაფერს სწორს და კარგს გეტყვის :))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top